ბიბლიის მუხლები თემაზე
განკითხვის ცეცხლი
23 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
ესაია 66:6
რადგან ცეცხლით განსჯის უფალი და მახვილით ყოველ ხორციელს; ბევრნი იქნებიან უფლის მიერ დახოცილნი.
-
ამოსი 7:4
და მახილვინა უფალმა ღმერთმა: აჰა, მოუხმო უფალმა ღმერთმა ცეცხლის სასჯელს, რომელმაც დიდი უფსკრული შთანთქა და მინდვრის შთანთქმა დაიწყო.
-
იერემია 15:14
წავაყვანინებ შენს თავს შენი მტრების ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობ, რადგან აღენთო ჩემი რისხვის ცეცხლი, რომელიც თქვენზე აგიზგიზდა”.
-
ესაია 4:4
როცა ჩამორეცხავს უფალი სიბინძურეს სიონის ასულთ და სისხლს ჩამოჰბანს იერუსალიმის წიაღს განკითხვის სულითა და მწველი სულით,
-
ესაია 29:6
ქუხილით მოგინახულებს ცაბაოთ უფალი - მიწისძვრითა და დიდი ხმით, ქარიშხლით, გრიგალითა და მშთანმთქმელი ცეცხლის ალით.
-
ეზეკიელი 28:18
შენი მრავალი ურჯულოებით, შენი უმართლო ნავაჭრით შებღალე შენი საწმიდარნი; ცეცხლი გამოვიღე მისი წიაღიდან, რომელმაც გშთანთქა და ფერფლად გაქცია, დედამიწაზე ყველა შენი მხილველის თვალწინ.
-
ეზეკიელი 30:8
და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, ცეცხლს რომ მივცემ ეგვიპტეს და ყოველი მისი დამხმარე რომ განადგურდება.
-
ამოსი 1:14
ცეცხლს დავცემ რაბას გალავანს და ცეცხლი შეჭამს მის ციხე-დარბაზებს: საომარი ყიჟინით - ბრძოლის დღეს, ქარბორბალათი - ქარიშხლიან დღეს;
-
ზაქარია 13:9
ცეცხლში გავატარებ ამ მესამედს და გავწმედ, როგორც ვერცხლი იწმიდება და გამოვცდი, როგორც ოქრო გამოიცდება; მოუხმობენ ჩემს სახელს და მე ვუპასუხებ მათ, ვიტყვი: ეს არის ჩემი ხალხი! იტყვიან: უფალია ჩემი ღმერთი.
-
1 კორინთელთა 3:15
ვისი საქმეც დაიწვება, ის იზარალებს; თვითონ კი გადარჩება, მაგრამ როგორც ცეცხლისგან.
-
გამოცხადება 11:5
თუ ვინმე მოინდომებს ავნოს მათ, ცეცხლი გამოვა მათი პირიდან და შთანთქავს მათ მტრებს; და თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, უნდა მოიკლას.
-
1 კორინთელთა 3:13
თითოეულის საქმე გამომჟღავნდება. ვინაიდან დღე გამოაჩენს, რადგან ის ცეცხლით ცხადდება და თვითონ ცეცხლი გამოცდის თითოეული ადამიანის საქმეს.
-
ებრაელთა 10:26-27
ვინაიდან თუ კვლავ ნებსით ვცოდავთ მას მერე, რაც ჭეშმარიტების შემეცნება მივიღეთ, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვისთვის, არამედ განკითხვის შემაძრწუნებელი მოლოდინი და მოწინააღმდეგეთა შთანთქმისთვის გამზადებული აგიზგიზებული ცეცხლი.
-
იერემია 51:58
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ბაბილონის განიერი გალავნები გაშიშვლდება, მისი მაღალი კარიბჭენი კი ცეცხლით დაიწვება; ამაოდ იშრომა ხალხმა, ცეცხლისთვის მოიქანცნენ ერები”.
-
იოველი 2:3
მის წინ ცეცხლი შთანთქავს და მის უკან ალი ბუგავს; ედემის ბაღივითაა მიწა მათ წინ, მათ უკან კი გაპარტახებულია უდაბნოსავით; არსადაა გასაქცევი.
-
ზაქარია 12:6
იმ დღეს იუდას მთავართ ანთებულ ღუმლად ვაქცევ ხეთა შორის და ანთებულ ჩირაღდნად ზვინებს შორის; და შთანთქავენ მარჯვნივ და მარცხნივ ყველა ხალხს მათ გარშემო და ისევ დასახლდება იერუსალიმი თავის ადგილზე - იერუსალიმში.
-
ეზეკიელი 38:22
განვიკითხავ მას შავი ჭირითა და სისხლით, წვიმის ნიაღვრებით და სეტყვით; ცეცხლსა და გოგირდს ვაწვიმებ მასზე და მის რაზმებზე, მრავალ ხალხზე, მასთან რომ იქნებიან.
-
გამოცხადება 8:7
დააყვირა პირველმა საყვირი, და სისხლნარევი სეტყვა და ცეცხლი გადმოიყარა მიწაზე; დედამიწის მესამედი დაიწვა, ხეების მესამედი დაიწვა და მწვანე ბალახი მთლიანად გადაიბუგა.
-
2 პეტრეს 3:7
ამავე სიტყვით არიან შემონახულნი ცეცხლისთვის ახლანდელი ცანი და მიწა, უღვთო კაცთა განკითხვისა და მოსპობის დღისთვის.
-
2 პეტრეს 3:12
რაკიღა მოელით და ესწრაფით ღვთის მოსვლის დღეს, როცა ალმოდებული ცანი დაირღვევიან და გადაბუგული საწყისები დადნებიან.
-
ამოსი 1:4-12
ცეცხლს დავცემ ხაზაელის სახლს და ცეცხლი შეჭამს ბენ-ჰადადის ციხე-დარბაზებს. დავლეწ დამასკოს ურდულს, მოვკვეთ ავენის ხეობის მკვიდრთ და ყედენის სახლის კვერთხის მპყრობელს; გადაიხვეწება არამის ხალხი კირში! - ამბობს უფალი. ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ ღაზას სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო, - რადგან მთელი ხალხი გადახვეწეს, რომ ედომისთვის გადაეცათ ისინი. ცეცხლს დავცემ ღაზას გალავანს და ცეცხლი შეჭამს მის ციხე-დარბაზებს. მოვკვეთ აშდოდის მკვიდრთ და აშკელონელ კვერთხისმპყრობელს; ყეკრონზეც შევმართავ ხელს და გაწყდება ფილისტიმელთა ნატამალი! - ამბობს უფალი. ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ ცორს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო, - რადგან ტყვედ ჩაუგდეს მთელი ხალხი ედომს და ძმური აღთქმა დაივიწყეს. ცეცხლს დავცემ ცორის გალავანს და ცეცხლი შეჭამს მის ციხე-დარბაზებს. ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ ედომს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო - რადგან მახვილით დევნა თავისი ძმა, ჩაიხშო სიბრალული, რისხვით ბრდღვინავს გამუდმებით და გულში ბრაზს ინახავს. ცეცხლს დავცემ თემანს და ცეცხლი შეჭამს ბოცრას ციხე-დარბაზებს.
-
ამოსი 2:2
დავუშვებ ცეცხლს მოაბზე, შთანთქავს სასახლეებს კერიოთში და მოკვდება მოაბი ჩოჩქოლში, საომარ ყიჟინასა და საყვირის ხმაზე.
-
ამოსი 2:5
დავუშვებ ცეცხლს იუდაზე და შთანთქავს იერუსალიმის სასახლეებს!