ცრუ ბრალდებები ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 23:1
ცრუ ხმებს ნუ გაავრცელებ; ხელს ნუ მისცემ ბოროტეულს, რათა უმართლობის მოწმე არ გახდე.

ლევიანნი 19:16
ჭორი არ გაავრცელო შენს ხალხში; საფრთხეში არ ჩააგდო შენი მოყვასის სიცოცხლე. მე ვარ უფალი.

გამოსვლა 20:16
არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ.

ფსალმუნები 40:5-9
ავს ამბობენ ჩემზე ჩემი მტრები: როდის მოკვდებაო და გაქრება მისი სახელი. თუ სანახავად მოვა ვინმე, სიცრუეს ლაპარაკობს, გულში კი მზაკვრობას თხზავს; გარეთ გავა და ალაპარაკდება. ყველა ჩემი მოძულე ერთად ჩურჩულებს ჩემს წინააღმდეგ და ავს განიზრახავენ ჩემზე: ამბობენ: სასიკვდილო სენი დაეუფლა, დაწვა და ვეღარ წამოდგებაო. ჩემმა ახლო მეგობარმაც კი, რომელსაც ვენდობოდი და რომელიც ჩემს პურს ჭამდა, ტერფი აღმართა ჩემ წინააღმდეგ.

ლუკა 3:14
ჯარისკაცებიც ეკითხებოდნენ: „ჩვენ რაღა ვქნათ?” უთხრა მათ: „ნურავის შეავიწროვებთ, ცილს ნუ დასწამებთ და თქვენი ჯამაგირი იკმარეთ”.

2 ტიმოთეს 3:1-3
ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში დადგება საზარელი ჟამი, ვინაიდან ადამიანები იქნებიან საკუთარ თავზე შეყვარებულნი, ვერცხლის მოყვარენი, მკვეხარანი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი, ერთმანეთის მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი, გასასტიკებულნი, კეთილის მოძულენი,

1 პეტრეს 4:14
თუ ქრისტეს სახელისთვის გაილანძღებით, ნეტარნი ხართ, ვინაიდან დიდების სული – ღმერთის სული – ეშვება თქვენზე, მათით იგმობა, თქვენით კი დიდდება.

იობი 2:5
აბა, გაიწოდე ხელი და მის ძვალსა და ხორცს შეეხე, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა!

იერემია 37:13
მივიდა ბენიამინის კარიბჭესთან, სადაც ზედამხედველთა უფროსი, სახელად ირყია, ძე შელემიასი, ხანანიას ძისა, დახვდა. შეაჩერა წინასწარმეტყველი იერემია და უთხრა: „ქალდეველებთან აპირებ გაქცევას”.

ლუკას 6:7
მწიგნობარნი და ფარისევლები უთვალთვალებდნენ მას, აბა, თუ განკურნავსო შაბათს, რათა საბაბი ეპოვათ და ბრალი დაედოთ მისთვის.

1 პეტრეს 3:16
კეთილი სინდისი იქონიეთ, რათა ისინი, რომლებიც თქვენს წინააღმდეგ ლაპარაკობენ, შერცხვნენ თავიანთი სიტყვების გამო, როდესაც თქვენს კეთილ ცხოვრებას დაინახავენ ქრისტეში.

მათეს 5:11
ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველგვარ ბოროტებას დაგაბრალებენ ჩემ გამო.