ბოროტების სიყვარული ბიბლიური ციტატები

მიქა 3:2
სიკეთის მოძულენი და ბოროტების მოყვარულნი ხართ; ჩემს ხალხს ტყავს აძრობთ და ძვლებიდან ხორცს აგლეჯთ.

ფსალმუნები 51:3
სიკეთეზე მეტად გიყვარს ბოროტება, სიცრუე – სიმართლის თქმაზე მეტად.

იგავნი 17:19
დანაშაულის მოყვარულს ჩხუბი უყვარს, თავისი კარიბჭის მაღლა ამწევი კი განადგურებას ეძებს.

ფსალმუნები 108:17
უყვარდა წყევლა, ამიტომ მასვე მიუვიდა ის; არ ისურვა კურთხევა, ამიტომ განშორდა მას.

ფსალმუნები 51:4
გიყვარს დამღუპველი სიტყვები, მზაკვარო ენავ;

ფსალმუნები 4:2
ძენო კაცისა! როდემდე იქნება დიდება ჩემი დამცირებული? როდემდე გეყვარებათ ამაოება და ეძიებთ სიყალბეს?

იგავნი 1:2
სიბრძნისა და დარიგების შესაცნობად, გონივრული ნათქვამის გასაგებად;

იერემია 14:10
ასე ამბობს უფალი ამ ხალხზე: „რაკი ხეტიალი უყვართ, რაკი ფეხებს ვერ აკავებენ, არც უფალი მიიღებს მათ; გაიხსენებს მათ ურჯულოებას და ცოდვებს მოჰკითხავს”.

იერემია 5:1
წინასწარმეტყველნი სიცრუეს წინასწარმეტყველებენ, მღვდლები მათი მეშვეობით ბატონობენ, ჩემს ხალხს კი მოსწონს ეს, მაგრამ ბოლოს რაღას იზამთ?”

იგავნი 8:31
ვხარობდი სამყაროთი და ქვეყნიერებით, ადამიანის ძეებში იყო ჩემი ნეტარება.

1 იოანეს 2:15
ნუ შეიყვარებთ წუთისოფელს, ნურც იმას, რაც წუთისოფელშია. თუ ვინმეს წუთისოფელი უყვარს, მასში არ არის მამის სიყვარული.

2 ტიმოთეს 4:10
ვინაიდან დემასმა შეიყვარა ეს წუთისოფელი, მიმატოვა და წავიდა თესალონიკეს, კრესკესი – გალატიას, ტიტე – დალმატიას;

იოანეს 3:19
მსჯავრი კი ის არის, რომ სინათლე მოვიდა წუთისოფელში და სინათლეზე მეტად ბნელი შეიყვარეს ადამიანებმა, ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმენი.

ოსია 9:10
ისე ვიპოვე ისრაელი, როგორც ყურძენი უდაბნოში, ისე შევნიშნე თქვენი მამები, როგორც პირველნაყოფი ლეღვის ხეზე, როგორც მისი ნათავარი; მაგრამ ბაყალ-ფეღორთან წავიდნენ და სირცხვილს მიუძღვნეს თავი; ვინც შეიყვარეს, მათსავით საძაგლები შეიქნენ.

2 ტიმოთეს 3:4
მოღალატენი, თავხედნი, გაბღენძილნი, ღმერთზე მეტად სიამეთა მოყვარულნი,

გამოცხადება 22:15
მის მიღმა არიან ძაღლები და გრძნეულები, მეძავები და კაცისმკვლელები, კერპთაყვანისმცემლები და ყველა, ვისაც სიცრუე უყვარს და სჩადის.

დანიელი 11:37
არც თავისი მამების ღმერთებს ჩააგდებს რამედ, არც ქალთა სასურველს და არც სხვა რომელიმე ღმერთს მიაქცევს ყურადღებას, რადგან ყველაზე მეტად განდიდდება.