ზრდა ბიბლიის მუხლები

1 კორინთელთა 3:6-9
მე დავრგე, აპოლომ მორწყო, მაგრამ ღმერთმა გაზარდა. ამიტომ, არც დამრგველია რაიმე და არც მომრწყველი, არამედ გამზრდელი ღმერთი. დამრგველი და მომრწყველი ერთი არიან, თუმცა თითოეული თავისი შრომისამებრ მიიღებს თავის საზღაურს, ვინაიდან ჩვენ ღმერთის თანამშრომელნი ვართ, თქვენ კი – ღმერთის ყანა და ღმერთის შენობა.

დანიელი 12:4
შენ კი, დანიელ, დაიმარხე ეს სიტყვები და დაბეჭდე ეს წიგნი უკანასკნელ დრომდე. მრავალნი ივლიან აქეთ-იქით და გამრავლდება ცოდნა”.

ესაია 9:7
განივრცობა მისი ხელმწიფება და არ ექნება დასასრული მის მშვიდობას დავითის ტახტსა და მის სამეფოზე, რათა განამტკიცოს იგი და დააფუძნოს სამართლითა და სიმართლით ამიერიდან უკუნისამდე; ცაბაოთ უფლის მოშურნეობა აღასრულებს ამას.

ლუკას 2:52
ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ტანი, და მადლი ღმერთისა და კაცთა წინაშე.

2 კორინთელთა 9:10-11
ხოლო ის, ვინც თესლს აძლევს მთესველს და პურს – საჭმელად, მოგცემთ და გაამრავლებს თქვენს თესლს და გაზრდის თქვენი სიმართლის ნაყოფს, რათა ყველაფერში გამდიდრდეთ ყოველგვარი ხელგაშლილობისთვის, რაც ჩვენი მეშვეობით ღვთისადმი მადლიერებას გამოიწვევს.

ლუკას 17:5
უთხრეს უფალს მოციქულებმა: „მოგვიმატე რწმენა”.

იოანეს 3:30
ის უნდა განდიდდეს, მე კი უნდა ვმცირდებოდე.

კოლოსელთა 1:10
რათა მოიქცეთ უფლის ღირსად და ყველაფერში ასიამოვნოთ მას ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის მოტანით და ღვთის შემეცნებაში ზრდით;

1 თესალონიკელთა 4:9
ხოლო ძმათმოყვარეობაზე საჭირო არ არის თქვენთვის მოწერა, ვინაიდან ღვთის მიერ ხართ განსწავლულნი ერთიმეორის სიყვარულში.

2 ტიმოთეს 2:16
მოერიდე ბილწ და ფუჭ მოლაყბეებს, რომლებიც სულ უფრო მიიწევენ უღმერთობისკენ.

ესაია 29:19
წამებულნი მეტად და მეტად გაიხარებენ უფალში, და ღარიბ-ღატაკნი ისრაელის წმიდაში იზეიმებენ.

იგავნი 13:11
არაკეთილსინდისიერად შეძენილი ქონება დაილევა, შრომით შემგროვებელი კი ამრავლებს მას.

ლუკას 6:38
მიეცით და თქვენც მოგეცემათ: კარგი საწყაო, დატკეპნილი, გატენილი და პირთამდე სავსე მოგეცემათ თქვენსავე კალთაში. რადგან რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმითივე მოგეწყვებათ თქვენ”.

იგავნი 28:28
ბოროტთა აღზევებისას ხალხი იმალება, მათი დაღუპვისას კი მართალნი მრავლდებიან.