1 ტიმოთეს 1:17
ხოლო საუკუნეთა მეფეს, უხრწნელ, უხილავ, ერთადერთ ღმერთს – მას დიდება და პატივი უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
რომაელთა 1:23
და უხრწნადი ღმერთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის, ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში.
1 ტიმოთეს 6:16
ერთადერთი, რომელსაც უპყრია უკვდავება, მკვიდრობს მიუწვდომელ ნათელში, რომელიც არავის უხილავს ადამიანთაგან და არც ძალუძს ხილვა. მას პატივი და საუკუნო ძლიერება. ამინ.
2 ტიმოთეს 1:10
ახლა კი გამოგვეცხადა ჩვენი მხსნელი ქრისტე იესოს გამოჩენით, რომელმაც გააბათილა სიკვდილი და სინათლე მოფინა სიცოცხლეს და უკვდავებას სახარების მეშვეობით,
იოანეს 6:50-51
ეს არის პური, ზეციდან ჩამომავალი, რათა კაცმა შეჭამოს და არ მოკვდეს. მე ვარ ცოცხალი პური, ზეციდან ჩამოსული. ვინც შეჭამს ამ პურს, საუკუნოდ იცოცხლებს. პური, მე რომ გაძლევთ, ჩემი ხორცია, და წუთისოფლის სიცოცხლისთვის გავცემ მას”.
იოანეს 8:51
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც ჩემ სიტყვას დაიცავს, უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს”.
იოანეს 11:25-26
იესომ უთხრა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე! ჩემი მორწმუნე, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს! ყველა, ვინც ცოცხლობს ჩემში და სწამს ჩემი, უკუნისამდე არ მოკვდება. გწამს ეს?”
1 კორინთელთა 15:22
რადგან, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში.
2 კორინთელთა 5:1-5
რადგან ვიცით, რომ როცა დაინგრევა ეს ჩვენი მიწიერი სახლი – კარავი, ღვთისგან გვაქვს შენობა ზეცაში, ხელთუქმნელი სახლი, საუკუნო. ამიტომაც ვოხრავთ, და ვნატრობთ ჩვენი ზეციური სახლით შემოსვას, მისით შემოსილნი კი, შიშვლები აღარ აღმოვჩნდებით. რადგან ვიდრე ამ კარავში ვიმყოფებით, ტვირთქვეშ ვართ და ვოხრავთ, ვინაიდან გახდა კი არ გვსურს, არამედ შემოსვა, რათა მოკვდავი შთაინთქას სიცოცხლით. სწორედ ამისთვის შეგვქმნა ღმერთმა და სული მოგვცა საწინდრად.
რომაელთა 2:6-7
რომელიც ყოველს თავისი საქმეების მიხედვით მიუზღავს: მათ, ვინც კეთილი საქმის გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელობას – საუკუნო სიცოცხლეს;
ლუკას 20:35-36
ხოლო ისინი, ვინც ღირსად ჩაითვალა, რომ საუკუნო ცხოვრება და მკვდრეთით აღდგომა მოიპოვონ, არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან. რადგან მათ სიკვდილიც აღარ შეუძლიათ, რაკი ანგელოზთა სწორნი და ღმერთის ძენი არიან ისინი, აღდგომის ძენი.
1 კორინთელთა 15:42-43
ასევეა მკვდართა აღდგომაც: ითესება ხრწნილებით და აღდგება უხრწნელობით. ითესება დამცირებით და აღდგება დიდებით; ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებით;
1 თესალონიკელთა 4:17
შემდეგ კი ჩვენ, ცოცხლად დარჩენილები, მათთან ერთად ვიქნებით ატაცებულნი ღრუბლებში, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და ამგვარად, უფალთან ვიქნებით სამარადისოდ.
გამოცხადება 20:4-6
და ვიხილე ტახტები და მათზე მხსდომნი; და გადაეცათ მათ სამსჯავრო; და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისთვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებმაც არც მხეცს სცეს თაყვანი, არც მის ხატებას და არც მისი ნიშანი მიიღეს შუბლსა და ხელზე. ისინი გაცოცხლდნენ და მეფობდნენ ქრისტესთან ერთად ათას წელს. სხვა მკვდრები კი არ გაცოცხლდნენ, ვიდრე არ შესრულდა ათასი წელი. ეს არის პირველი აღდგომა. ნეტარი და წმიდაა ის, ვისაც პირველ აღდგომაში აქვს წილი; მათზე ხელმწიფება არ აქვს მეორე სიკვდილს; ისინი იქნებიან ღვთისა და ქრისტეს მღვდლები და მასთან ერთად იმეფებენ ათას წელს.
1 კორინთელთა 15:53-54
ვინაიდან ეს ხრწნადი უხრწნელობით უნდა შეიმოსოს და ეს მოკვდავი უკვდავებით უნდა შეიმოსოს. ხოლო, როცა ეს ხრწნადი უხრწნელობით შეიმოსება და ეს მოკვდავი – უკვდავებით, მაშინ აღსრულდება დაწერილი სიტყვა: „სიკვდილი შთაინთქა გამარჯვებით”.
1 პეტრეს 1:23
როგორც ხელახლად შობილებმა არა ხრწნადი თესლისაგან, არამედ უხრწნელისაგან, ღმერთის ცოცხალი და მარადმყოფი სიტყვის მიერ.
მსგავსი თემები: