ბიბლიის მუხლები თემაზე
უკვდავება ძველ აღთქმაში
13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
ფსალმუნები 89:2
ვიდრე მთები დაიბადებოდნენ და შექმნიდი დედამიწასა და სამყაროს, უსასრულობიდან უსასრულობამდე შენა ხარ ღმერთი.
-
ნეემია 9:5
ამის შემდეგ ლევიანები – იეშუა, კადმიელი, ბანი, ხაშაბნეია, შერებია, ჰოდია, შებანია, ფეთახია ამბობდნენ: „ადექით და აკურთხეთ უფალი, ღმერთი თქვენი უკუნითი უკუნისამდე! და კურთხეულ იყოს შენი დიდებული სახელი, რომელიც ყოველ კურთხევასა და ქებას აღემატება.
-
ფსალმუნები 40:13
კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა, უკუნითი უკუნისამდე! ამინ, ამინ.
-
ესაია 9:6
რადგან ვაჟი შეგვეძინა, ძე მოგვეცა; მის მხრებზე დაივანებს მმართველობა და ეწოდება მას სახელად საკვირველი მრჩეველი, ძლიერი ღმერთი, საუკუნო მამა და მშვიდობის მთავარი.
-
ესაია 40:28
განა არ იცი, განა არ გსმენია? მარადიული ღმერთია უფალი, ქვეყნის კიდეების დამფუძნებელი, არც იღლება და არც იქანცება, გამოუკვლეველია მისი გონება.
-
აბაკუმი 1:12
განა უძველესი დროიდან არა ხარ, ჩემო ღმერთო, ჩემო წმიდავ? არ მოვკდებით! უფალო, გასასამართლებლად გყავს განწესებული ისინი; ბურჯო ჩემო, სამხილებლად გყავს დადგენილნი.
-
მეორე რჯული 33:27
შენი თავშესაფარია საუკუნო ღმერთი და ქვემოდანაა მისი მარადიული მკლავები; დევნის მტერს შენგან და თქვა: გაანადგურე!
-
დაბადება 9:16
გამოჩნდება ცისარტყელა ღრუბლებში, დავინახავ მას და გავიხსენებ საუკუნო აღთქმას ღმერთსა და ყოველ მიწიერ ხორციელ არსებას შორის, რაც კი არის დედამიწაზე”.
-
დაბადება 17:7
აღთქმას ვდებ ჩემსა და შენს და შენს შთამომავლობას შორის თაობიდან თაობამდე, საუკუნო აღთქმას, რომ შენი და შენი მოდგმის ღმერთი ვიქნები.
-
1 ნეშტთა 16:16-17
აღთქმა, რომელიც აბრაჰამს დაუდო, და ფიცი თვისი – ისაკს. დაუდგინა იგი იაკობს კანონად, ხოლო ისრაელს – საუკუნო აღთქმად,
-
ფსალმუნები 9:7
უფალი კი საუკუნოდ მკვიდრობს. სამართლისთვის დააფუძნა თავისი ტახტი.
-
ფსალმუნები 48:15
მე კი, ღმერთი გამომისყიდის საფლავის ხელიდან, რადგან მიმიღებს მე.
-
ეკლესიასტე 12:7
ვიდრე დაუბრუნდებოდეს მტვერი მიწას, როგორც იყო, სული კი დაბრუნდებოდეს ღმერთთან, რომელმაც მისცა.