უფლის სახლი ბიბლიის მუხლები

დაბადება 28:19
და უწოდა იმ ადგილს სახელად ბეთელი – ღვთის სახლი; მანამდე კი ლუზი ერქვა იმ ქალაქს.

გამოსვლა 23:19
მიიტანე უფლის, შენი ღმერთის სახლში შენი მიწის პირველნაყოფი, თიკანს თავისი დედის რძეში ნუ მოხარშავ.

საქმეები 7:45-47
ჩვენმა მამებმა მიიღეს იგი და იეშუასთან ერთად შეიტანეს იმ ხალხთა სამკვიდრებელში, რომლებიც ჩვენი მამების პირიდან განდევნა ღმერთმა. ასე იყო დავითის დღეებამდე. მან მადლი ჰპოვა ღვთის წინაშე და სთხოვდა, რომ სამკვიდრებელი ეპოვა იაკობის ღმერთისთვის. თუმცა სოლომონმა აუგო მას სახლი.

3 მეფეთა 6:1-2
ეგვიპტიდან ისრაელიანთა გა­მოსვლის ოთხას მეოთხმოცე წელს, ისრაელზე გამეფების მეოთხე წელს, ზივის (მეორე) თვეს, უფლის ტაძრის მშენებლობა დაიწყო სოლომონმა. ტაძარი, რომელიც მეფე სოლომონმა უფლისთვის ააშენა, სიგრძით სამოცი წყრთა იყო, სიგანით – ოცი და სიმაღლით – ოცდაათი წყრთა.

3 მეფეთა 9:6-9
მაგრამ თუ ზურგს შემაქცევთ თქვენ და თქვენი შვილები, არ დაიცავთ ჩემს მცნებებსა და წესდებებს, მე რომ მოგეცით, წახვალთ და უცხო ღმერთებს დაუწყებთ მსახურებას და მათ სცემთ თაყვანს, მაშინ მოვკვეთ ისრაელს იმ მიწის პირისგან, რომელიც მივეცი მას; მოვიშორებ სახლს, რომელიც წმიდავყავი ჩემი სახელისთვის და შეიქნება ისრაელი საიგავოდ და საქილიკოდ ყოველ ხალხს შორის. ეს სახლი ნანგრევების გროვად იქცევა და ყველა ჩამვლელი გაოცდება დაუსტვენს და იკითხავს: ასე რისთვის მოექცა უფალი ამ ქვეყანას და ამ ხალხს? იტყვიან: რადგან მიატოვეს უფალი, თავიანთი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა მათი მამები და შეეთვისნენ უცხო ღმერთებს, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ მათ. ამის გამო მოუვლინა უფალმა ყველა ეს უბედურება.

ეზრა 1:5
აღდგნენ იუდასა და ბენიამინის სახლთა მთავარნი, მღვდელნი და ლევიანნი, ყველა, ვისი სულიც აღძრა ღმერთმა, რათა იერუსალიმში ამოსულიყვნენ უფლის სახლის ასაშენებლად.

ეზრა 2:68
როდესაც მოვიდნენ საგვარეუ-ლოს თავკაცები უფლის სახლში, რომელიც იერუსალიმშია, ნებაყოფლობით შესწირეს ღვთის სახლს, რათა აღდგენილიყო იგი თავის საძირკველზე,

ნეემია 13:9
ვუბრძანე და განწმიდეს ეს ოთახები; და დავაბრუნე იქ ღვთის ტაძრის ჭურჭელი, შემონაწირი და გუნდრუკი.

გამოსვლა 25:8
და გამიკეთონ საწმიდარი, რომ დავივანო მათ შორის.

მათეს 21:13
უთხრა მათ: დაწერილია: ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება, თქვენ კი მძარცველთა ბუნაგად გიქცევიათ იგი!

მარკოზის 11:17
ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა: განა არ წერია: ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება ყველა ერში? თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ იგი.

ლუკას 19:46
ეუბნებოდა მათ: დაწერილია, ჩემი სახლი, სამლოცველო სახლია, თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ იგი.

ესაია 56:7
ჩემს წმიდა მთაზე მივიყვან და ჩემს სამლოცველო სახლში გავახარებ; სასურველი იქნება მათი სრულადდასაწველები და მსხვერპლები ჩემს სამსხვერპლოზე, რადგან ჩემს სახლს სამლოცველო სახლი დაერქმევა ყველა ხალხისათვის.

1 კორინთელთა 3:16
განა არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღმერთის სული მკვიდრობს თქვენში?

საქმეები 7:48
მაგრამ უზენაესი ხელთქმნილ ტაძრებში კი არ არის დამკვიდრებული, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს:

2 კორინთელთა 1:22
რომელმაც დაგვბეჭდა და სულის საწინდარი მოგვცა ჩვენს გულებში.

ეფესელთა 3:17
ისე, რომ რწმენით დამკვიდრდეს ქრისტე თქვენს გულებში და იყოთ ფესვგადგმულნი და დაფუძნებულნი სიყვარულში;

ებრაელთა 3:6
ხოლო ქრისტე – როგორც ძე მის სახლში; ჩვენ კი მისი სახლი ვართ, თუ ბოლომდე მტკიცედ შევინახავთ გაბედულებასა და იმედის სიამაყეს.

1 პეტრეს 2:4-5
რომელთანაც მიხვედით: ცოცხალ ქვასთან, ადამიანებმა რომ დაიწუნეს, ღვთისგან კი რჩეული და ძვირფასია. თქვენც აშენდით ცოცხალი ქვებივით სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად, რათა იესო ქრისტეს მეშვეობით შესწიროთ ღვთისთვის სასურველი სულიერი მსხვერპლები,

გალატელთა 4:6
და რაკიღა თქვენ ძენი ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც შესძახის: აბბა, მამაო!