ოსია 12:6
შენ კი, შენს ღმერთს დაუბრუნდი, წყალობასა და სამართალზე იფხიზლე და ყოველთვის შენს ღმერთს დაელოდე.
ფსალმუნები 26:14
მიენდე უფალს, გამხნევდი და გაამაგრე შენი გული და გქონდეს უფლის იმედი.
ფსალმუნები 36:7
დაემორჩილე უფალს და მოთმინებით დაელოდე მას. ნუ განრისხდები თავის გზაზე წარმატებულ, ბოროტის განმზრახველ კაცზე.
ფსალმუნები 122:2
აჰა, როგორც მსახური შეჰყურებს თავის ბატონს ხელში, როგორც მხევალი შეჰყურებს თავის ქალბატონს ხელში, ჩვენც ასევე შევყურებთ უფალს, ჩვენს ღმერთს, ვიდრე შეგვიწყალებდეს.
ესაია 30:18
მაინც დაგელოდებათ უფალი, რათა შეგიწყალოთ; მაღლობზე იცდის, რომ შეგიბრალოთ, რადგან სამართლის ღმერთია უფალი, ნეტარია ყველა, ვინც მას მოელის.
იერემია 14:22
განა არის ხალხთა კერპების შორის წვიმის მომყვანი? განა ცა თავისით იძლევა თავსხმას? განა ეს შენ არა ხარ, უფალო, ჩვენო ღმერთო? ამიტომ ვართ შენზე დაიმედებულნი, რადგან შენ მოიმოქმედე ეს ყოველივე.
ფსალმუნები 24:5გამიძეხ შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე, რადგან შენ ხარ ჩემი ხსნის ღმერთი; გამუდმებით შენ გენდობი.
ფსალმუნები 144:15-16
ყველას თვალი შენ შემოგცქერის, შენ აძლევ მათ საზრდოს თავის დროზე. გაშლი ხელს და აკმაყოფილებ ყოველი სულდგმულის საჭიროებას.
იაკობის 5:7-8
ამიტომ, ძმებო, სულგრძელნი იყავით უფლის მოსვლამდე. აჰა, მიწის მუშაკი ელოდება მიწის ძვირფას ნაყოფს, მოთმინებით ელის საადრეო და საგვიანო წვიმის მოსვლას. თქვენც სულგრძელობა გამოიჩინეთ და გულები გაიმაგრეთ, რადგან მოახლოებულია უფლის მოსვლა.
ლუკას 12:35-40
დე, იყოს თქვენი წელი შემოსარტყლული და თქვენი ლამპარი – ანთებული. იმ ადამიანთა მსგავსად, თავიანთი ბატონის დაბრუნებას რომ ელიან ქორწილიდან, რათა როგორც კი დააკაკუნებს, იმწამსვე გაუღონ. ნეტარ არიან ის მონები, რომლებსაც შინ დაბრუნებული ბატონი ფხიზლებს ჰპოვებს. ჭეშმარიტად გეტყვით, შემოირტყამს სარტყელს და დასხამს მათ, მივა და მოემსახურება. მეორე ან მესამე გუშაგობისას რომ მოვიდეს და ასე ჰპოვოს, ნეტარ არიან ისინი. ესეც იცოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა და თავისი სახლის გატეხვას არ დაანებებდა. ამიტომ მზად იყავით, რადგან, როცა არ მოელით, მაშინ მოვა ძე კაცისა”.
1 კორინთელთა 1:7
და არ გაკლიათ არავითარი ნიჭი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადების მოლოდინში,
1 კორინთელთა 4:5
ამიტომ ნუ განსჯით დროზე ადრე, სანამ უფალი არ მოვა, რომელიც გაანათებს ბნელში დამალულს და გამოაჩენს გულის ზრახვებს! მაშინ მიიღებს თითოეული ქებას ღვთისგან.
ტიტეს 2:13
ნეტარების იმედით მოველოდეთ, ჩვენი დიადი ღვთისა და ჩვენი მაცხოვრის, ქრისტე იესოს დიდების გამოჩენას,
ებრაელთა 9:28
ასევე ქრისტეც, რომელმაც ერთხელ შესწირა თავი, რომ ეტვირთა მრავალთა ცოდვა, მეორედ გამოჩნდება არა ცოდვილთათვის, არამედ მის მომლოდინეთა გადასარჩენად.
ფსალმუნები 5:3
უფალო! დილაობით მოისმინე ჩემი ხმა, დილაადრიან წარვდგები ლოცვით შენ წინაშე და დაგელოდები.
რომაელთა 8:23
და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, რომელთაც სულის პირველი ნაყოფები გვაქვს, ჩვენ თვითონაც ვკვნესით ჩვენს თავში, მოველით რა შვილებას და ჩვენი სხეულების გამოსყიდვას.
გალატელთა 5:5
ჩვენ კი სულით, რწმენის იმედით მოველით სიმართლეს;
ფსალმუნები 32:20
სული ჩვენი უფალს მოელის, ის არის დამხმარე და ფარი ჩვენი.
ფსალმუნები 129:5
უფალს ვენდობი, მას მოელის სული ჩემი და მისი სიტყვის იმედი მაქვს.
გამოცხადება 6:9-11
მეხუთე ბეჭედი რომ ახსნა, დავინახე სამსხვერპლოს ქვეშ ღვთის სიტყვისა და იმ მოწმობისთვის მოკლულთა სულები, მათ რომ ჰქონდათ. დიდი ხმით ღაღადებდნენ და ამბობდნენ: „ხელმწიფევ, წმიდაო და ჭეშმარიტო, როდემდე არ განიკითხავ და არ იძიებ შურს დედამიწის მკვიდრებზე ჩვენი სისხლისთვის?” და მიეცა თითოეულ მათგანს თეთრი სამოსი და ეთქვა მათ, რომ დამშვიდებულიყვნენ ცოტა ხანს, ვიდრე მათი თანამსახურნი და მათი ძმები არ გაასრულებენ რიცხვს და მათსავით არ მოიკვლებიან.
დაბადება 49:18
შენგან მოველი ხსნას, უფალო!