სოფონია 1:12
სწორედ მაშინ იქნება, რომ ლამპრით მოვათვალიერებ იერუსალიმს, და მსჯავრს დავდებ საკუთარ საფუარზე გაფუებულთ, გულში რომ ამბობენ: არც კარგს აკეთებს უფალი, არც ცუდსო.
ლუკას 12:19-20
და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი მრავალი წლისათვის; მოისვენე, ჭამე, სვი, იმხიარულე.’20 მაგრამ უთხრა მას ღმერთმა: ‘უგუნურო, ამაღამ შენს სულს მოგთხოვენ და, რაც გაიმზადე, ვისი იქნება?’
მეორე რჯული 8:14
არ გაამაყდე და არ დაივიწყო უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან;
ფსალმუნები 9:24
ბოროტი თავისი ქედმაღლობით არ ეძიებს მას, მისი აზრით არ არსებობს ღმერთი.
ესაია 64:7
და არავინაა შენი სახელის მხმობელი, რომელიც მაგრად მოგეჭიდებოდა, რადგან გვიფარავ შენს სახეს და მიგვატოვე ჩვენივე ურჯულოების მსხვერპლად.
იერემია 10:21
გამიგიჟდნენ მწყემსები და არ მოიკითხეს უფალი, გაუგუნურდნენ და მთელი მათი სამწყსო გაიფანტა.
ეზეკიელი 33:31-32
და მოდიან შენთან, როგორც სახალხო შეკრებაზე, და სხდება შენს წინ ჩემი ერი და ისმენენ შენს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებენ მას, რადგან სალაღობოდ აქცევენ მათ თავიანთი ბაგეებით, ანგარებისკენ მიუწევთ გული. აჰა, სალაღობო გასართობი მომღერალი ხარ მათთვის ლამაზხმიანი და კარგი დამკვრელი. ისმენენ შენს ნათქვამს, მაგრამ არ ასრულებენ მას.
დანიელი 9:13
როგორც მოსეს რჯულში სწერია, ყველა ეს უბედურება დაგვატყდა თავს; მაგრამ ჩვენ მაინც არ შევევდრეთ უფალს, ჩვენს ღმერთს, რათა მიგვეტოვებინა ჩვენი უკეთურება და შენი ჭეშმარიტება შეგვეგნო.
ოსია 7:7
ყველანი გახურებულნი არიან თონესავით და ჭამენ თავიანთ მსაჯულებს; განმდგარია ყველა მათი მეფე, და არავინ მიხმობს მათგან.
სოფონია 1:6
მათ, ვინც განუდგნენ უფალს და აღარ ეძიებდნენ უფალს, და აღარ კითხულობდნენ.
ებრაელთა 12:25
ფრთხილად! ნუ უარყოფთ მეტყველს, რადგან, თუკი ისინი ვერ გადარჩნენ, რომელთაც არ უსმინეს მიწიერ გამაფრთხილებელს, მით უფრო ჩვენ, თუ ზურგს ვაქცევთ ზეციერს,
1 კორინთელთა 5:1-2
საყოველთაოდ გავრცელდა ხმა, რომ უზნეობაა თქვენს შორის, თანაც ისეთი უზნეობა, რომლის მსგავსი წარმართებშიც კი არ არის, რომ ვიღაცას მამის ცოლი ჰყავს ცოლად. და თქვენ კიდევ ამპარტავნობთ, იმის ნაცვლად, რომ გლოვობდეთ და მოიკვეთოთ თქვენგან ასეთი საქმის ჩამდენი.
იგავნი 30:20
ასეთია გზა მრუში ქალისა: შეჭამს, პირს მოიწმენდს და ამბობს: „ცუდი არაფერი გამიკეთებია.“
ესაია 16:6
ვისმინეთ ჩვენ მოაბის მზვაობრობა, მეტისმეტი ზვიადობა, მისი ამპარტავნება, მისი მზვაობრობა და მისი მძვინვარება. ამაოა მისი ტრაბახი.
ეზეკიელი 28:6-7
ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘რადგან შენი გული ღმერთის გულს გაუთანაბრე, ამიტომ აჰა, მე მოგისევ შენ უცხოებს, უსასტიკესთ ხალხთა შორის და იშიშვლებენ თავიანთ მახვილებს შენი სიბრძნის მშვენებაზე და შებღალავენ თქვენს ბრწყინვალებას.
მალაქია 1:6-14
შვილი პატივს სცემს მამას და ყმა – თავის ბატონს. თუ მამა ვარ, სად არის ჩემი პატივისცემა? თუ მათი ბატონი ვარ, სად არის ჩემდამი კრძალვა? თქვენ გეუბნებათ ყოვლისშემძლე უფალი: ჰოი მღვდლებო, ჩემი სახელის შეურაცხმყოფელნო! თქვენ კი ამბობთ: რითი შეურაცხვყავითო შენი სახელი? მოგაქვთ წაბილწული პური ჩემს სამსხვერპლოზე და ამბობთ: რითი წაგბილწეთო? იმით, რომ ფიქრობთ: უფლის ტაბლა რა პატივის ღირსიაო. ბრმას რომ მწირავთ მსხვერპლად, ცუდი არ არის? კოჭლი და სნეული რომ მოგყავთ, ცუდი არ არის? აბა, მიართვი იგი შენს ხელისუფალს, თუ მოგიწონებს ან თუ კეთილად შემოგხედავს? – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. – ახლა კი ევედრეთ ღმერთს, ვინძლო, შეგვიწყალოს. როგორღა შემოგხედავთ კეთილად, როცა თქვენი ხელიდან გამოდის ეს ძღვენი? – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. რატომ არცერთი თქვენგანი არ დახშავს კარიბჭეებს, რომ ფუჭად აღარ ანთებდეთ ცეცხლს ჩემს სამსხვერპლოზე?! არ მეთნევით, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი და არ მივიღებ თქვენი ხელით მორთმეულ ძღვენს. რადგან დიდია ჩემი სახელი ხალხებში, მზის აღმოსავალიდან მის დასავალამდე. ყოველ ადგილას უკმევენ საკმეველს ჩემს სახელს და წმიდა ძღვენს მწირავენ, რადგან დიდია ჩემი სახელი ხალხებში, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. – თქვენ კი შელახეთ ჩემი სახელი იმით, რომ ამბობთ: უფლის ტაბლა წაბილწულიაო და მასზე შეწირული ძღვენი საკვებად საძულველიო. ამბობთ: აჰა, რა დამქანცველიაო ეს საქმე. და გძულთ იგი, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი, – მოგყავთ ნატაცები, კოჭლი და სნეული და ეს არის თქვენი ძღვენი – როგორ მივიღებ მას თქვენი ხელიდან?! – ამბობს უფალი. – წყეულიმც იყოს ის თვალთმაქცი, ვისაც საღი მამალი პირუტყვი ჰყავს სამწყსოში და შეუთქვამს მას, მაგრამ მის ნაცვლად, ხინჯიანს სწირავს უფალს მსხვერპლად! რადგან დიდებული მეფე ვარ მე, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი, – და შიშის მომგვრელია ჩემი სახელი ხალხებში.