ტირილი – ბიბლიური ციტატები

დაბადება 4:10
და უთხრა უფალმა: „ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლის ხმა შემომღაღადებს მიწიდან!

ებრაელთა 12:16-17
რომ არ იყოს თქვენს შორის გარყვნილი ან უწმიდური, როგორც ესავი, რომელმაც ერთი შეჭამადისთვის გაყიდა პირმშოობა. თქვენ იცით, რომ ამის შემდეგ იგი უკუგდებული იყო, როცა მოისურვა, მემკვიდრეობით მიეღო კურთხევა. ვეღარ ჰპოვა მონანიების შესაძლებლობა, თუმცა ცრემლებით ეძებდა მას.

იოანეს 11:35
და აცრემლდა იესო.

2 მეფეთა 18:33
და შეშფოთდა მეფე, ავიდა კარიბჭის ზემოთვალში და ატირდა. როცა მიდიოდა, ასე ამბობდა: „შვილო აბესალომ! შვილო, შვილო აბესალომ! ნეტავ შენს მაგივრად მე მოვმკვდარიყავი, აბესალომ, შვილო, შვილო!“

ფსალმუნები 118:136
ცრემლთა ნაკადები გადმომდის თვალთაგან, რადგან არ იცავენ შენს რჯულს. ცადე

ებრაელთა 5:7
მან თავის ხორციელ დღეებში ძლიერი ღაღადით და ცრემლებით შესწირა ლოცვანი და ვედრებანი მას, ვისაც შეეძლო მისი ხსნა სიკვდილისაგან, და შესმენილ იქნა ღვთისმოშიშების გამო.

გამოცხადება 21:4
მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გადავიდნენ.”

ფსალმუნები 26:7
ისმინე, უფალო, ჩემი ხმა, როცა მოგიხმობ, შემიწყალე და მიპასუხე.

ფსალმუნები 38:12
მოისმინე ჩემი ლოცვა, უფალო, და ჩემს ვედრებას ყური მოაპყარ; ჩემი ცრემლის მიმართ ნუ დადუმდები, რადგან მწირი ვარ შენი, და ერთი ხიზანი, ვითარცა ჩემი მამა-პაპანი.

ფსალმუნები 17:7
გაჭირვებაში ვუხმობდი უფალს და ღმერთსა ჩემსა მოვუწოდებდი. ისმინა ხმა ჩემი თავისი სამხილიდან და მისწვდა მის ყურს ჩემი ღაღადი.

ფსალმუნები 105:44
იხილა მათი გაჭირვება, როცა მოისმინა მათი ღაღადისი.

ესაია 19:20
და იქნება ეს ნიშნად და მოწმობად უფალ ცაბაოთისა ეგვიპტის ქვეყანაში: როდესაც შეჰღაღადებენ ისინი უფალს შემჭირვებელთა გამო, ის გამოუგზავნის მათ მხსნელს და ქომაგს და უშველის მათ.

ესაია 41:10
ნუ გეშინია, რადგან მე შენთანა ვარ; ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ მე. გაგამაგრებ და შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით.’

1 კორინთელთა 12:26
და თუ ერთი ასო იტანჯება, მასთან ერთად ყველა ასო იტანჯება, ხოლო თუ ერთი ასო დიდებას მოიხვეჭს, მასთან ერთად ყველა ასო ხარობს.