ტაძრის დანგრევა – ბიბლიური ციტატები

3 მეფეთა 9:8
ყველა, ვინც ჩაუვლის ამ მაღალ სახლს, შეძრწუნდება და დაუსტვენს და იტყვის: ასე რატომ მოექცაო უფალი ამ ქვეყანას და ამ ტაძარს?

3 მეფეთა 19:14
და თქვა: „ცაბაოთ უფალი ღმერთის მოშურნე ვარ, მაგრამ დაივიწყეს შენი აღთქმა ისრაელიანებმა, და დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები, მახვილით დახოცეს შენი წინასწარმეტყველნი. მე ერთი დავრჩი, მაგრამ დამეძებენ, რათა სული ამომხადონ.“

4 მეფეთა 25:8-10
მეხუთე თვის მეშვიდე დღეს, ეს იყო ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის მეცხრამეტე წელი, იერუსალიმში მოვიდა ნებუზარადანი, ქონდაქართუხუცესი, ბაბილონის მეფის მსახური, და გადაწვა უფლის სახლი და მეფის სახლი, და იერუსალიმის ყველა სახლი, ყველა დიდი სახლი ცეცხლს მისცა. და დაანგრია კედლები იერუსალიმის ირგვლივ ქალდეველთა ლაშქარმა, რომელიც ქონდაქართუხუცესს ახლდა.

ეზრა 5:12
მაგრამ, მას შემდეგ, რაც ჩვენმა მამებმა განარისხეს ცათა ღმერთი, მან ბაბილონის მეფის, ქალდეველი ნაბუქოდონოსორის, ხელში ჩაყარა ისინი, რომელმაც ეს ტაძარი დაანგრია და ხალხი ბაბილონში გადაასახლა.

გოდება იერემიასი 2:6-7
ბაღივით გაძარცვა თავისი კარავი, ააოხრა თავისი შესაკრებელი ადგილი, დაავიწყა უფალმა სიონში დღესასწაული და შაბათი, და მოიძულა თავისი წყრომის რისხვით მეფე და მთავარი. მიატოვა უფალმა თავისი სამსხვერპლო, მოიძულა თავისი ტაძარი, მტრის ხელთ გადასცა თავის სასახლეთა გალავნები, ხმა გამოსცეს უფლის სახლში, როგორც დღესასწაულის დღეს.

დანიელი 8:11
იგი ამ მხედრობის მთავრამდე გაიზარდა და წაერთვა მთავარს მუდმივი მსხვერპლი და დამხობილ იქნა მისი საწმიდრის ადგილი.

დანიელი 9:26
სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ მოიკვეთება ცხებული და არაფერი ექნება. ქალაქსა და საწმიდარს დაანგრევს მომავალი წინამძღვრის ხალხი და მისი აღსასრული წარღვნით მოვა, ბოლომდე იქნება ომი. გაპარტახებანი გადაწყვეტილია.

ამოსი 9:1
ვიხილე უფალი, საკურთხეველთან მდგარი, და მითხრა: დაჰკარი ბუღაურებს, რომ შეირყეს ზღურბლი და თავზე დაამხე მათ ყველას; მათ უკანასკნელს კი მე მოვსრავ მახვილით, გამქცევი ვერსად გაიქცევა და მათგან ვერავინ გადარჩება.

ანგია 1:4
იმის ჟამი კი არის, რომ გადახურულ სახლებში ნებივრობდეთ, მაშინ, როცა ჩემი სახლი მიტოვებულია?

ანგია 1:9
ბევრის მოლოდინი გაქვთ, მაგრამ მცირედი გისრულდებათ. რაც სახლში მიგაქვთ, იმასაც ვანიავებ. რატომ? – ამბობს ცაბაოთ უფალი. – იმიტომ, რომ მიტოვებულია ჩემი სახლი, თქვენ კი ყველანი თქვენს სახლებზე ზრუნავთ.

მათეს 24:2
ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: „ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ ჩამოიქცეს.“

მათეს 26:60-61
და ვერ პოულობდნენ, თუმცა ბევრი ცრუმოწმე მოდიოდა. ბოლოს მოვიდნენ ორნი და თქვეს: „ეს ამბობდა: ‘შემიძლია ღმერთის ტაძარი დავანგრიო და სამ დღეში ავაშენო.’“

ლუკას 19:41-44
და როდესაც მიუახლოვდა და დაინახა ქალაქი, ატირდა მის გამო. თქვა: „ნეტავ ამ დღეს მაინც შეგეცნო, რა არის შენთვის სამშვიდობო! მაგრამ ახლა ეს დაფარულია შენს თვალთაგან. რადგან დაგიდგება დღეები, როდესაც მტრები შენს წინააღმდეგ აღმართავენ მიწაყრილს, შემოგერტყმიან და შეგავიწროვებენ ყოველი მხრიდან. მიწასთან გაგასწორებენ შენ და შენს შვილებს შენში, ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ, რადგან ვერ გაიგე შენი მონახულების ჟამი.“

იოანეს 2:19
მიუგო იესომ და უთხრა მათ: „დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას.“

საქმეები 6:13-14
წარადგინეს ცრუმოწმენი, რომლებმაც თქვეს: „ეს კაცი განუწყვეტლივ ამ წმიდა ადგილისა და რჯულის საწინააღმდეგო სიტყვებს ლაპარაკობს. რადგან ჩვენ მოვისმინეთ, რომ ამბობდა, ეს იესო ნაზარეველი დაარღვევს ამ ადგილს და შეცვლის წეს-ჩვეულებებს, რომლებიც მოსემ გადმოგვცა.“

რომაელთა 11:3
„უფალო! შენი წინასწარმეტყველნი დახოცეს და შენი სამსხვერპლოები დაანგრიეს. დავრჩი მე მარტო და ჩემს მოკვლას ცდილობენ.“