სხვებისგან სწავლა ბიბლიის მუხლები

ფილიპელთა 4:9
რაც ჩემგან ისწავლეთ, მიიღეთ, მოისმინეთ და დაინახეთ ჩემში, ის შეასრულეთ და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან.

მეორე რჯული 4:10
იმ დღეზე, როდესაც უფლის, შენი ღმერთის წინაშე წარსდექი ხორებთან და მითხრა უფალმა: „შეკრიბე ხალხი და მოვასმენინებ მათ ჩემს სიტყვებს, რათა ისწავლონ ჩემდამი შიში დედამიწაზე ცხოვრების მანძილზე და თავიანთ ძეებსაც ასწავლონ”.

მეორე რჯული 5:10
მოუხმო მოსემ მთელ ისრაელს და უთხრა: „ისმინე, ისრაელ, წესდებანი და სამართალი, რომელსაც ვიტყვი დღეს შენს გასაგონად; რათა ისწავლო და შეასრულო ისინი.

მეორე რჯული 31:12
შეკრიბე ხალხი – კაცები, ქალები და ბავშვები, ხიზნები, რომლებიც შენს კარიბჭეში არიან, რათა მოისმინონ, ისწავლონ და ეშინოდეთ უფლის, შენი ღმერთის და შეასრულონ ამ რჯულის ყოველი სიტყვა.

1 კორინთელთა 4:6-16
ეს კი ძმებო, თქვენი გულისთვის ვთქვი ჩემი და აპოლოს მაგალითზე, რათა ჩვენგან ისწავლოთ, რომ დაწერილს არ გადახვიდეთ და ერთმანეთს არ გაუყოყოჩდეთ.  რადგან ვინ განგასხვავებს? ან რა გაქვს, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რად იკვეხნი, თითქოს არ მიგეღოს?  უკვე გაძეხით, უკვე გამდიდრდით, ჩვენს გარეშე გამეფდით და ნეტა მართლა მეფობდეთ, რომ ჩვენც ვმეფობდეთ თქვენთან ერთად.  რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულები, ღმერთმა უკანასკნელად შეგვრაცხა, როგორც სიკვდილმისჯილნი; ვინაიდან სანახაობად ვიქეცით წუთისოფლისთვის, ანგელოზებისთვის და ადამიანთათვის.  ჩვენ უგუნურები ვართ ქრისტეს გულისთვის, თქვენ კი ბრძენნი ხართ ქრისტეში; ჩვენ უძლურები ვართ, თქვენ კი – ძლიერნი; თქვენ დიდებულები, ჩვენ კი – უპატიონი.  მშივრები ვართ ამ დრომდე და მწყურვალნი, შიშვლები, ნაცემნი და მოხეტიალენი.  ჯაფაში ვართ და საკუთარი ხელებით ვშრომობთ; გვლანძღავენ – ვლოცავთ, გვდევნიან – ვითმენთ;  სახელს გვიტეხენ – ვეფერებით; და გავხდით ნაგავი წუთისოფლისა, ყოვლის ნარჩენი აქამდე.  თქვენს შესარცხვენად როდი ვწერ ამას, არამედ შეგაგონებთ, როგორც ჩემს საყვარელ შვილებს.  ვინაიდან, თუნდაც ათი ათასი აღმზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მამა ბევრი ვერ გეყოლებათ, რადგან მე გშობეთ თქვენ ქრისტე იესოში სახარებით.  ამიტომ გევედრებით, გახდით ჩემი მომბაძველნი.

1 კორინთელთა 11:1
მომბაძეთ მე, როგორც მე – ქრისტეს.

პილიპელთა 3:17
ძმებო, იყავით ჩემი მომბაძველები და დაუკვირდით მათ, ვინც იმ ნიმუშის თანახმად იქცევა, ჩვენში რომ გაქვთ.

2 კორინთელთა 3:7-9
რადგან თვითონაც იცით, როგორ უნდა გვბაძავდეთ, ვინაიდან უწესონი არ ვყოფილვართ თქვენ შორის.  მუქთად არავის პური გვიჭამია, არამედ დღედაღამ შრომა-გარჯაში ვიყავით, რომ რომელიმე თქვენგანს ტვირთად არ დაგწოლოდით.  არა იმიტომ, რომ ძალაუფლება არ გაგვაჩნია, არამედ რათა მისაბაძ ნიმუშად მოგვეცა ჩვენი თავი.

1 ტიმოთეს 2:11
დედაკაცი უნდა სწავლობდეს მდუმარებაში, ყოველგვარი მორჩილებით.

1 ტიმოთეს 5:4
ხოლო თუ შვილები ან შვილიშვილები ჰყავს ქვრივს, უწინარეს ყოვლისა, ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და მშობლებისთვის სამაგიეროს მიგება, ვინაიდან ეს კეთილი და მოსაწონია ღვთისათვის.

2 ტიმოთეს 3:14
შენ კი დარჩი იმაში, რაც გისწავლია და რაშიც დარწმუნებულხარ, ვინაიდან იცი, ვისგან ისწავლე;

იგავნი 9:9
შეაგონე ბრძენი და უფრო დაბრძენდება, დამოძღვრე მართალი და ცოდნას გაიმრავლებს.

იგავნი 1:5
მოისმენს ბრძენი და ცოდნას გაიმრავლებს, გონიერი და – დაკვალიანდება;

იგავნი 18:15
გონიერის გული ცოდნას იძენს და ბრძენის ყური ცოდნას ეძიებს.

2 ტიმოთეს 2:2
და რაც მრავალი მოწმის თანდასწრებით მოისმინე ჩემგან, ის გადაეცი ერთგულ ადამიანებს, რომელთაც სხვათა განსწავლის უნარიც ექნებათ.

რომაელთა 2:2
როგორაა, სხვების მასწავლებელი, საკუთარ თავს რომ არ ასწავლი?