მათეს 10:16
აჰა, გგზავნით თქვენ, როგორც ცხვრებს მგელთა შორის. მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველნი, და უმანკონი, როგორც მტრედნი.
ფსალმუნები 31:2
ნეტარია კაცი, ვისაც არ ჩაუთვლის ცოდვას უფალი და ვის სულშიც არ არის სიცრუე.
რომაელთა 16:19
რადგან ყველასათვის ცნობილია თქვენი მორჩილება, ვხარობ თქვენ გამო, მაგრამ მინდა, რომ ბრძენნი იყოთ სიკეთისათვის და უბრალონი ბოროტისათვის.
ფილიპელთა 2:14-15
ყველაფერი წუწუნის გარეშე და უყოყმანოდ გააკეთეთ. რათა შეიქნათ უბიწონი და სუფთანი, ღვთის შეუბილწავი შვილები ჭირვეულ და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ისე ანათებთ, როგორც მნათობები სამყაროში;
1 თესალონიკელთა 3:13
რათა განმტკიცდეს თქვენი გულები უბიწოდ სიწმიდეში, ჩვენი ღმერთისა და მამის წინაშე, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისას, მის ყველა წმიდანთან ერთად, ამინ!
1 თესალონიკელთა 5:23
თავად მშვიდობის ღმერთმა კი წმიდაგყოთ სრულად და მთლიანად, რათა თქვენი სული, სამშვინველი და სხეული დაცულ იქნეს უბიწოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის.
2 პეტრეს 3:14
ამიტომ, საყვარელნო, რაკი ამას მოელით, იბეჯითეთ, რომ მშვიდობით წარსდგეთ მის წინაშე შეუბღალავნი და უბიწონი,
1 კორინთელთა 4:4
თუმცა არაფერში მამხელს სინდისი, ამით მაინც არ ვმართლდები, რადგან უფალია ჩემი განმსჯელი.
კოლოსელთა 1:21-22
თქვენც, ოდესღაც რომ გაუცხოებულნი და გონებით მტრები იყავით თქვენი ბოროტი საქმეების გამო, ახლა კი შეგირიგათ თავის ხორციელ სხეულში მისი სიკვდილის მეშვეობით, რათა წარგადგინოთ თქვენ წმიდები, უბიწონი და უბრალონი თავის წინაშე;
3 მეფეთა 8:32
მაშინ ზეციდან მოისმინე და სამართალი გაუჩინე შენს მსახურებს; მსჯავრი დასდე დამნაშავეს, რათა მასზევე მიაქციო მისი ცოდვა, მართალი კი გაამართლე, რათა თავისი სიმართლისამებრ მიაგო მას.
გამოსვლა 23:7
შორს დადექი ყალბი საქმისგან, და ნუ დაღუპავ უდანაშაულოსა და მართალს, რადგან არ გავამართლებ ბოროტეულს.
იგავნი 17:15
ბოროტის გამმართლებელი და მართლის გამამტყუნებელი – ორივე სისაძაგლეა უფლის წინაშე.
იგავნი 14:1-5
უფალო, ვინ დაისადგურებს შენს კარავში? ვის შეუძლია შენს წმიდა მთაზე დამკვიდრება? ვინც უმწიკვლოდ დადის, სიმართლის მქმნელია და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს თავის გულში. ვინც თავისი ენით არავის გასჭორავს, ცუდს არ უკეთებს მოყვასს და აუგს არ ამბობს ახლობლებზე. ვის თვალშიც დამცირებულია არამზადა და პატივს სცემს ღვთისმოშიშთ; ვინც დაიფიცებს – თუნდაც თავის საზიანოდ – და არ შეცვლის; ვინც ვახშით არ გასცემს ფულს და ქრთამს არ აიღებს უდანაშაულოს წინააღმდეგ; ამის მოქმედს არასოდეს დაუსხლტება ფეხი.
გამოცხადება 14:1-5
და ვიხილე, აჰა, კრავი დგას სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი, რომელთაც შუბლებზე აწერიათ მისი სახელი და მისი მამის სახელი. გავიგონე ხმა ზეციდან, როგორც მრავალი წყლის ხმა, და როგორც ძლიერი ქუხილის ხმა; და ხმა, რომელიც გავიგონე, ჰგავდა მექნარეთა ხმას, ქნარზე რომ უკრავენ. ახალ საგალობელს გალობდნენ ტახტის წინაშე და ოთხი ცხოველის და უხუცესთა წინაშე; არავის შეეძლო ამ საგალობლის შესწავლა, გარდა მიწისგან გამოსყიდული ას ორმოცდაოთხი ათასისა. ეს ისინი არიან, რომლებიც არ წაბილწულან დიაცებთან, ვინაიდან ქალწულები არიან; ეს ისინი არიან, რომლებიც მიჰყვებიან კრავს, სადაც არ უნდა მიდიოდეს; ისინი არიან ადამიანთაგან გამოსყიდულნი, როგორც პირველნაყოფი ღვთისათვის და კრავისთვის. სიცრუე არ აღმოჩენილა მათ ბაგეებზე; უბიწონი არიან ღვთის ტახტის წინაშე.
იგავნი 21:8
მრუდეა უმართლოს გზა, სუფთა კაცი კი პირდაპირია მოქმედებაში.
ფილიპელთა 4:8
და ბოლოს, ჩემო ძმებო, ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც უმანკოა, რაც საყვარელია, რაც სასახელოა, ყოველივე, რაც მოსაწონი და სანაქებოა, იმაზე იფიქრეთ.
მეორე რჯული 19:8-13
როცა გააფართოვებს უფალი, შენი ღმერთი, შენს საზღვრებს, როგორც შეჰფიცა შენს მამებს და მოგცემს მთელ ქვეყანას, რომლის მიცემაც აღუთქვა შენს მამებს, თუ დაიცავ ყველა ამ მცნებას და შეასრულებ, რომელსაც გიბრძანებ დღეს, რათა გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, და ყოველთვის მის გზაზე დადიოდე, მაშინ ამ სამს კიდევ მიუმატე სამი ქალაქი. ნუ დაიღვრება უდანაშაულო სისხლი შენს ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი სამკვიდრებლად და ნუ იქნება შენზე სისხლი. მაგრამ თუ კაცს სძულს თავისი მოყვასი, მტრობს მას, აღდგება მის წინააღმდეგ, დაჰკრავს სასიკვდილოდ, მოკლავს მას და გაიქცევა ერთ ამ ქალაქთაგანში, მიავლინონ მისი ქალაქის უხუცესებმა და მოაყვანინონ იქიდან, გადასცენ იგი მესისხლის ხელს და მოკვდეს იგი. სიბრალულით ნუ შეხედავ მას, ჩამობანე უდანაშაულო სისხლი ისრაელს და კარგი იქნება შენთვის.
4 მეფეთა 21:16
უდანაშაულო სისხლიც ბევრი დაღვარა მენაშემ, ვიდრე არ აღავსო იერუსალიმი პირთამდე, გარდა იმ ცოდვისა, იუდას რომ აცოდვინა და უფლის თვალში ბოროტი აკეთებინა”.
იგავნი 6:16-18
ექვსი რამ სძულს უფალს და შვიდი რამ ეზიზღება: ამპარტავანი თვალები, მატყუარა ენა, უდანაშაულო სისხლის დამღვრელი ხელები, ბოროტების მზრახველი გული, საბოროტოდ აჩქარებული ფეხები,
იერემია 7:2-8
„უფლის სახლის კარიბჭეში დადექი და გამოაცხადე იქ ეს სიტყვა. თქვი: ისმინეთ უფლის სიტყვა, იუდევლებო, ამ კარში შემომსვლელნო, უფლის თაყვანისსაცემად. ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, გამოასწორეთ თქვენი გზები და თქვენი საქციელი და მე დაგამკვიდრებთ ამ ადგილზე. ნუ მიენდობით ყალბ სიტყვებს, რომ ამბობენ – უფლის ტაძარია, უფლის ტაძარია, უფლის ტაძარიაო ეს! რადგან თუ გამოასწორებთ თქვენს გზებსა და თქვენს საქციელს, თუ სიმართლით განიკითხავთ მოდავეებს, არ დაჩაგრავთ მწირს, ობოლსა და ქვრივს, არც უდანაშაულო სისხლს დაღვრით ამ ადგილზე და სხვა ღმერთებს არ გამოედევნებით თქვენდა საუბედუროდ, მაშინ დაგამკვიდრებთ ამ ადგილზე, ქვეყანაში, რომელიც მე მივეცი თქვენს მამებს სამარადისოდ. აჰა, ყალბ და უსარგებლო სიტყვებზე ხართ დაიმედებულნი;
მსგავსი თემები: