სულიწმინდა და ქადაგება ბიბლიის მუხლები

ეფესელთა 6:17
აიღეთ ხსნის მუზარადი და სულის მახვილი, რომელიც არის ღმერთის სიტყვა.

იოანეს 6:63
სული სიცოცხლეს იძლევა, ხორცი კი უსარგებლოა; სიტყვები, რომლებიც გითხარით, სულია და სიცოცხლე.

საქმეები 13:4-5
სულიწმიდის მიერ მივლინებულნი სელევკიაში ჩავიდნენ, ხოლო იქიდან კვიპროსისკენ გასცურეს.  სალამისში ყოფნისას იუდეველთა სინაგოგებში ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას; იოანე კი მათ ემსახურებოდა.

მიქა 3:8
მე კი აღვსილი ვარ ძალითა და უფლის სულით, სამართლითა და სიმტკიცით, რომ გამოვუცხადო იაკობს მისი დანაშაული და ისრაელს – მისი ცოდვა.

ესაია 61:1-2
უფლის სულია ჩემზე, რადგან მცხო უფალმა გლახაკთა სახარებლად, წარმომგზავნა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და პატიმართა გასათავისუფლებლად.  უფლის სასურველი წელიწადისა და ჩვენი ღმერთის შურისგების დღის გამოსაცხადებლად, რათა ვანუგეშო ყველა მგლოვიარე.

ეზეკიელი 2:2-5
და შემოვიდა ჩემში სული, ის რომ მელაპარაკებოდა; დამაყენა ფეხზე და ვუსმენდი ჩემთან მოლაპარაკეს.  მითხრა: „ძეო კაცისავ! გაგზავნი ისრაელის ძეებთან, მეამბოხე ხალხთან, რომლებიც ამიჯანყდნენ. დღემდე სცოდავენ ჩემ წინაშე თვითონაც და მათი მამებიც.  ურჩ და ჯიუტ ხალხთან გაგზავნი; უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი!  მოგისმენენ თუ არ მოგისმენენ, ვინაიდან მეამბოხენი არიან, დაე გაიგონ, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის.

2 პეტრეს 1:21
ვინაიდან წინასწარმეტყველება არასოდეს არ წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღმერთისაგან წარმოთქვამდნენ მას.

ლუკას 4:18-21
„უფლის სულია ჩემზე, რადგან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და ბრმათათვის თვალის ასახელად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად,  უფლის შეწყალების წლის გამოსაცხადებლად”.  დახურა წიგნი, მსახურს გადასცა და დაჯდა; სინაგოგაში ყველა მას მისჩერებოდა.  და დაუწყო მათ ლაპარაკი: „დღეს აღსრულდა ეს წერილი, თქვენ რომ მოისმინეთ”.

მათეს 12:18
„აჰა, მსახური ჩემი, რომელიც ამოვირჩიე, საყვარელი ჩემი, რომელიც მოიწონა ჩემმა სულმა; ჩემს სულს დავდებ მასზე და ის აუწყებს სამართალს წარმართებს.

ესაია 42:1
„აჰა, მსახური ჩემი, ხელი რომ ჩავჭიდე, ჩემი რჩეული – სანდომი ჩემი გულისა, მასზე დაივანა ჩემმა სულმა და გაუჩენს ერებს სამართალს.

იოანეს 3:34
რადგან ის, ვინც ღმერთმა მოავლინა, ღმერთის სიტყვებს ლაპარაკობს. ვინაიდან ღმერთი ზომით არ იძლევა სულს.

1 კორინთელთა 2:4-5
ჩემი სიტყვა და ქადაგება ჩემი სიბრძნის დამარწმუნებელი სიტყვებით კი არ იყო, არამედ სულისა და ძალის გამოვლინებით,  რათა თქვენი რწმენა იყოს არა კაცთა სიბრძნით, არამედ ღვთის ძალით.

ლუკას 24:45-49
და გაუხსნა მათ გონება წერილების გასაგებად.  უთხრა: „ასე წერია, რომ ქრისტე უნდა დაიტანჯოს და მკვდრეთით აღდგეს მესამე დღეს;   და იქადაგება მისი სახელით მონანიება ცოდვათა მისატევებლად იერუსალიმიდან მოყოლებული ყველა ხალხში.  თქვენ კი ამის მოწმენი ხართ.  და აჰა, მე მოვავლენ თქვენზე მამაჩემის აღთქმულს. თქვენ კი, ვიდრე მაღლიდან ძალით შეიმოსებოდეთ, ქალაქში დარჩით.

საქმეები 4:8-12
მაშინ აღივსო პეტრე სულიწმიდით და უთხრა მათ: „ხალხის მთავარნო და უხუცესნო,  თუ დღეს ამ უძლური კაცისადმი გაწეული ქველმოქმედების გამო მოგვეთხოვება პასუხი, როგორ განიკურნაო იგი.  დაე, ცხადი იყოს ყველა თქვენგანისა და მთელი ისრაელის ხალხისთვის, რომ იგი თქვენ წინაშე ჯანმრთელი დგას იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, თქვენ რომ აცვით ჯვარს, ღმერთმა კი მკვდრეთით აღადგინა.  ეს არის ლოდი, დაწუნებული თქვენგან, მშენებლებისგან, რომელიც ქვაკუთხედად იქმნა.  სხვა არავისში არსებობს ხსნა და არც არის ცის ქვეშ ადამიანთათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით”.

საქმეები 6:10
მაგრამ ვერ შეძლეს წინ აღდგომოდნენ სიბრძნესა და სულს, რომლითაც ის ლაპარაკობდა.

1 თესალონიკელთა 1:5
რადგან ჩვენი სახარება მხოლოდ სიტყვით კი არ გეუწყათ, არამედ ძალით, სულიწმიდით და სრული დამაჯერებლობით; თუმცა თვითონვე იცით, რანი ვიყავით თქვენ შორის, თქვენთვის.

1 პეტრეს 1:12
რომელთაც გამოეცხადათ, რომ მათ კი არა, თქვენ მოგემსახურებოდათ ის, რაც ახლა გეუწყათ მახარებლისგან, ციდან მოვლენილი სულიწმიდის მიერ, და რის ჩაწვდომასაც ნატრობდნენ ანგელოზები.

იოანეს 14:26
ხოლო ნუგეშისმცემელი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლენს მამა, გასწავლით და გაგახსენებთ ყველაფერს, რაც თქვენთვის მითქვამს.

იოანეს 16:15
ყველაფერი, რაც მამას აქვს, ჩემია. ამიტომ გითხარით: ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ-მეთქი.

1 კორინთელთა 2:13
რასაც ვლაპარაკობთ კიდეც, არა ადამიანური სიბრძნით შესწავლილი სიტყვებით, არამედ სულიწმიდის მიერ ნასწავლით, განვმარტავთ რა სულიერს სულიერით.