დაბადება 2:7
და გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა, და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად.
საქმეები 17:25
არც ადამიანთა ხელიდან სამსახურს საჭიროებს, თავად ანიჭებს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს.
დაბადება 1:30
და ყოველ ცხოველს მიწისას, და ყოველ ფრინველს ცისას და ყოველ ქვეწარმავალს მიწაზე, რომელშიც ცოცხალი სულია, მივეცი მე მცენარეები საკვებად”. და იქმნა ასე.
დაბადება 6:17
და მე მოვავლენ წყლის წარღვნას მიწაზე, ცისქვეშეთიდან ყოველი ხორციელის, რომელშიც სიცოცხლის სულია, მოსასპობად. და ყოველი, რაც ქვეყანაზეა, დაიღუპება.
იობი 27:3
რადგან, ვიდრე ჩემი სუნთქვა ჩემშია და ღვთის სული ჩემს ნესტოებშია,
იობი 33:4
ღვთის სულმა შემქმნა და ყოვლადძლიერის სუნთქვა მასულდგმულებს.
ფსალმუნები 103:30
გაუშვებ შენს სულს – წარმოიქმნებიან, და განაახლებ პირს მიწისას.
ესაია 42:5
ასე თქვა უფალმა ღმერთმა, რომელმაც შექმნა ცანი და გადაჭიმა ისინი, დააგო დედამიწა მისი აღმონაცენითურთ, მისცა სუნთქვა ხალხს, მასზე მოარულს.
ესაია 57:16
რადგან საუკუნოდ არ ვიდავებ და არც უკუნისამდე ვიმრისხანებ მე, რადგან დაუძლურდება ჩემს წინაშე სული და სამშვინელნი, მე რომ შევქმენი.
იერემია 38:16
და ფარულად შეჰფიცა მეფე ციდკიაჰუმ იერემიას ასე: „როგორც ცოცხალია უფალი, რომელმაც შეგვიქმნა ჩვენ ეს სული, რომ მე არ მოგკლავ და არ გადაგცემ იმ კაცთა ხელთ, რომელნიც შენს სულს ეძიებენ!”
გამოცხადება 11:11
სამნახევარი დღის შემდეგ კი შევიდა მათში სიცოცხლის სული ღვთისაგან და ფეხზე დადგნენ. დიდი შიში დაეცა ყველას, ვინც მათ უყურებდა.
3 მეფეთა 17:17
ამ ამბების შემდეგ ავად გახდა ამ ქალის – დიასახლისის – ვაჟი. ძალზე მძიმე იყო მისი სენი, ისე რომ სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა.
იობი 34:14-15
თუ თავისკენ მიაპყრობს თავის გულისყურს, უკანვე წაიღებს თავის სულსა და სუნთქვას, ერთიანად გაწყდება ყოველი ხორციელი და ადამიანი მტვრად მიიქცევა.
ფსალმუნები 103:29
დაფარავ შენს სახეს – შეძრწუნდებიან, სულს წაართმევ – დაიხოცებიან და თავიანთ მიწა-მტვრად მიიქცევიან;
ესაია 40:7
ხმება ბალახი, ჭკნება ყვავილი, როდესაც უფლის სული დაუბერავს მას. ასეა, ბალახია ხალხი.