დაბადება 1:16
და გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი: დიდი მნათობი – დღის განმგებლად, და მცირე მნათობი – ღამის განმგებლად, და ვარსკვლავები.
მეორე რჯული 9:1
ისმინე, ისრაელ, დღეს შენ გადალახავ იორდანეს, რათა მიხვიდე და დაიმორჩილო შენზე დიდი და ძლიერი ხალხები, დაეპატრონო ზეცამდე გამაგრებულ დიდ ქალაქებს,
1 მეფეთა 21:11
უთხრეს აქიშის მსახურებმა მას: „ეს დავითი არ არის იმ ქვეყნის მეფე? ეს ის არ არის, რომელსაც როკვით უმღეროდნენ: საულმა სძლია ათასებს, დავითმა – 10 ათასებსო?“
იერემია 10:6
არავინ არის შენი მსგავსი, უფალო, დიდი ხარ შენ და დიდია შენი სახელი ძლიერებით.
ფსალმუნები 88:6
რადგან ვინ შეედრება ცაში უფალს, ვინ მიემსგავსება უფალს ღვთის შვილებში?
ესაია 46:5
ვის მიმამსგავსებთ და შემადარებთ, ვის მიმამგვანებთ, რომ მსგავსნი ვიყოთ?
იერემია 3:11
და მითხრა მე უფალმა: ისრაელის განდგომილი ასული, მოღალატე იუდაზე უფრო მართალია.
ეზეკიელი 16:51
სამარიას შენი ცოდვების ნახევარიც არ ჩაუდენია: გადააჭარბე მათ შენი სისაძაგლეებით და მართლებად გამოაჩინეს შენი დები შენმა სისაძაგლეებმა, რომლებიც შენ ჩაიდინე.
იოანეს 1:17
რადგან რჯული მოცემულია მოსეს მიერ, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა.
რომაელთა 8:18
რადგან ვფიქრობ, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან, რომელიც გამოცხადდება ჩვენს მიმართ.
2 კორინთელთა 8:8
ამას ბრძანებით კი არ ვამბობ, არამედ იმისთვის, რომ სხვათა სიბეჯითის წინაშე გამოჩნდეს თქვენი სიყვარულის სიწრფელეც.
2 კორინთელთა 13:4
რადგან, თუმცა უძლურებით იყო ჯვარცმული, მაგრამ ცოცხალია ღმერთის ძალით. და ჩვენც უძლურნი ვართ მასში, მაგრამ ვიცოცხლებთ მასთან ერთად ღმერთის ძალით თქვენთვის.
მათეს 11:20-24
მაშინ დაიწყო იესომ იმ ქალაქების ყვედრება, სადაც აღსრულდა უმეტესი მის ძალთაგან, იმის გამო, რომ არ მოინანიეს. „ვაი შენ, ქორაზინ, და ვაი შენ, ბეთსაიდა! რადგან ტვიროსსა და სიდონში რომ ქმნილიყო ძალნი, რომლებიც თქვენთან იქმნა, ისინი დიდი ხნის წინათ ძაძებში და ნაცარში მოინანიებდნენ. ხოლო თქვენ გეუბნებით: ტვიროსსა და სიდონს უფრო გაუადვილდებათ განსჯის დღეს, ვიდრე თქვენ. შენ კი, კაპერნაუმ, განა ცამდე ამაღლდები? ჯოჯოხეთამდე დაეშვები. რადგან სოდომში რომ გამოვლენილიყო ის ძალნი, შენში რომ გამოვლინდა, დღემდე იდგებოდა. ხოლო თქვენ გეუბნებით, – სოდომის მიწას უფრო გაუადვილდება სასჯელის დღეს, ვიდრე შენ.“
2 კორინთელთა 3:6-18
მან შეგვაძლებინა, ვყოფილიყავით მსახურნი ახალი აღთქმისა, არა ასოებისა, არამედ სულისა. რადგან ასო კლავს, სული კი აცოცხლებს. ხოლო თუ სიკვდილის მსახურება, ქვაზე ასოებით დაბეჭდილი, ისეთი დიდებით იყო, რომ ისრაელის ძეებმა ვერ შეძლეს მოსეს სახის ხილვა მის სახეზე გადმოსული დიდების გამო, რამდენად უფრო დიდი იქნება სულის მსახურების დიდება? რადგან, თუ განკითხვის მსახურება დიდებაა, მით უფრო უხვია დიდებით სიმართლის მსახურება, რადგან ის, რაც ამრიგად იყო განდიდებული, აღარ ჩაითვლება დიდებულად სიმართლის მსახურების აღზევებულ დიდებასთან შედარებით. რადგან, თუ წარმავალს ჰქონდა დიდება, რამდენად მეტი დიდება აქვს მყოვარს. ამიტომ, რაკი ესოდენი იმედი გვაქვს, დიდი გაბედულებით ვმოქმედებთ. და არა ისე, როგორც მოსე, რომელმაც რიდე ჩამოიფარა სახეზე, რომ არ ეხილათ ისრაელის ძეებს წარმავალის დასასრული. მაგრამ დაეხშოთ მათ გონება, რადგან ძველი აღთქმის კითხვისას დღემდე რჩება იგივე რიდე აუხდელი, რადგან მხოლოდ ქრისტეში იხსნება იგი. მაგრამ დღემდე, როცა მოსეს კითხულობენ, რიდე ადევთ გულზე, ხოლო როცა უფლისაკენ მიიქცევა ვინმე, რიდე ეხდება. უფალი სულია და, სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა. ჩვენ კი ყველანი დაუბურავი სახით ვჭვრეტთ უფლის დიდებას და გარდავისახებით იმავე ხატად დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისაგან.
ესაია 55:6-9
ეძიეთ უფალი, ვიდრე შეიძლება მისი პოვნა, მოუხმეთ მას, სანამ ახლოსსა. დატოვოს ბოროტმა თავისი გზა, ცოდვილმა – თავისი ზრახვები; დაუბრუნდეს უფალს და ის შეიწყალებს მას; მიუბრუნდეს ჩვენს ღმერთს, რადგან მრავალმოწყალეა ის. ჩემი ფიქრები თქვენი ფიქრები არ არის, და თქვენი გზები ჩემი გზები არ არის, – ამბობს უფალი. – როგორც ცაა დედამიწაზე მაღლა, ისე ჩემი გზებია თქვენს გზებზე მაღლა, და ჩემი ზრახვებია – თქვენს ზრახვებზე მაღლა.
ფილიპელთა 2:5-11
თქვენშიც იგივე აზრები იყოს, რაც ქრისტე იესოში. რომელიც ღმერთის ხატება იყო და მიტაცებად არ თვლიდა ღმერთის თანასწორად ყოფნას, მაგრამ დაიცარიელა თავი და მიიღო მონის ხატება, ადამიანთა მსგავსი გახდა და კაცის სახე მიიღო, დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარზე სიკვდილამდე. ამიტომ ღმერთმა აღამაღლა იგი და მიანიჭა მას ყველა სახელზე უზენაესი სახელი. რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი ზეციერისა, მიწიერისა და ქვესკნელისა, და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, – მამა ღმერთის სადიდებლად.