საუკუნო სიცოცხლე ბიბლიის მუხლები

იოანეს 3:16
რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.

რომაელთა 6:23
ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი – საუკუნო სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში.

მათეს 25:46
და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი – საუკუნო სიცოცხლეში.”

იოანეს 17:3
3 ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც მოავლინე – იესო ქრისტეს.

იოანეს 6:50-71
ეს არის პური, ზეციდან გადმომავალი, რომ კაცმა შეჭამოს იგი და არ მოკვდეს. მე ცოცხალი პური ვარ, ზეციდან გადმომავალი. ვინც ამ პურს შეჭამს, საუკუნოდ იცოცხლებს. პური, რომელსაც გავცემ, ჩემი ხორცია, რომელსაც სოფლის სიცოცხლისათვის გავცემ.” იუდეველებმა დაიწყეს კამათი ერთმანეთში და ამბობდნენ: „როგორ შეუძლია, თავისი ხორცი მოგვცეს საჭმელად?” უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში. ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის შემსმელს საუკუნო სიცოცხლე აქვს. და მე მას აღვადგენ უკანასკნელ დღეს. რადგან ჩემი ხორცი…

ფსალმუნები 38:1-7
ვიფიქრე: „დავიცავ ჩემს გზებს, რომ არ შევცოდო ჩემი ენით; ალიკაპს ავიკრავ პირზე, ვიდრე ბოროტი იმყოფება ჩემს წინაშე.” მთლიანად დავმუნჯდი, დავდუმდი სიკეთეზეც კი, მაგრამ ვაება გამიძლიერდა. გახურდა გული ჩემს შიგნით, ჩემს აზრებში ცეცხლი აღეგზნო; ვიწყე ლაპარაკი ჩემი ენით: „მაუწყე, უფალო, ჩემი აღსასრული, და – როგორია ხანგრძლიობა ჩემი დღეების. შევიტყო, რა არის ჩემი ბედისწერა. აჰა, გოჯებით მომეცი მე დღენი, ხოლო ჩემი სიცოცხლის ხანი არაფერია შენს წინაშე; ჭეშმარიტად, ერთი ამოსუნთქვაა კაცის სიცოცხლე! ამიტომ აჩრდილს დადევნებია ადამიანი, მაგრამ ამაოდ ფაციფუცობს, აგროვებს და არ იცის, ვის დარჩება. „და ახლა, რას ველი, ბატონო? შენზეა ჩემი იმედი.

იგავნი 11:30-31
მართლის ნაყოფი სიცოცხლის ხეა და ბრძენი სულებს იზიდავს. მართალს ამ ქვეყნად მიეზღვება, მითუმეტეს – უკეთურს და ცოდვილს.

მათეს 7:13-14
შედით ვიწრო კარიბჭით, ვინაიდან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც დაღუპვისაკენ მიჰყავს, და მრავალნი დადიან მასზე. ვინაიდან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი ჰპოვებენ მას.

ეფესელთა 2:8-10
ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილები, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგნით კი არ არის, არამედ ღვთის ნიჭია, არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხოს, ვინაიდან მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი კეთილი საქმეებისათვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა ამ საქმეებით ვიაროთ.

გამოცხადება 3:5-9
გამარჯვებული შეიმოსავს თეთრ სამოსლებს და მის სახელს არ ამოვშლი სიცოცხლის წიგნიდან, და ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამის წინაშე და მისი ანგელოზების წინაშე. ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს. „ფილადელფიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს წმიდა, ჭეშმარიტი, რომელსაც აქვს დავითის კლიტე, რომელიც გააღებს და ვერავინ დაკეტავს, დაკეტავს და ვეღარავინ გააღებს: ვიცი შენი საქმენი. აჰა, შენს წინაშე დავდგი ღია კარი, რომლის დაკეტვაც არავის ძალუძს, რადგან მცირე ძალა გაქვს. მაგრამ შენახე ჩემი სიტყვა და არ უარყო ჩემი სახელი. აჰა, გადმოგცემ იმათ სატანის საკრებულოდან, რომლებიც თავს იუდეველებად უხმობენ და არ არიან, არამედ ცრუობენ. აჰა, ისე მოვუწყობ მათ, რომ მოვიდნენ და თაყვანი გცენ შენს ფერხთა წინაშე, და გაიგებენ, რომ მე შეგიყვარე.

იობი 14:14-16
როცა მოკვდება კაცი, განა გაცოცხლდება? მთელი ჩემი კვეთების დღეებს დავიცდიდი, ვიდრე არ დადგებოდა ჩემი ფერისცვალება. დამიძახებდი და გამოგეპასუხებოდი. მოგენატრებოდა შენს ხელთა ქმნილება, რადგან ახლა ნაბიჯებს მითვლი, მაგრამ ჩემს ცოდვებს არ უთვალთვალებ.

1 იოანეს 5:13-14
ეს მოგწერეთ თქვენ, ღვთის ძის სახელის მორწმუნეებს, რათა იცოდეთ, რომ გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. და აჰა, რა გულდაჯერება გვაქვს მის მიმართ, რომ, როცა რამეს ვთხოვთ მისი ნებისამებრ, იგი გვისმენს.

რომაელთა 10:13
რადგან ყოველი, ვინც უფლის სახელს მოუხმობს, გადარჩება.

რომაელთა 2:6-7
რომელიც ყველას მისი საქმეებისამებრ მიუზღავს: მათ, ვინც კეთილი საქმის გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელებას – საუკუნო სიცოცხლეს;

გალატელტა 6:7-8
ნუ მოტყუვდებით: ღმერთი არ შეურაცხყოფს, ვინაიდან, რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის. ვინც თავის ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას. ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს.

იოანეს 6:39-40
ეს არის ნება იმისი, ვინც მე მომავლინა, რათა რაც მომცა, არაფერი დამეკარგოს, არამედ აღვადგინო უკანასკნელ დღეს. ჩემი მამის ნება ისაა, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close