საუკუნო ქება-დიდება – ბიბლიური ციტატები

რომაელთა 9:5
მათნი არიან მამანი და მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, უკუნისამდე კურთხეული. ამინ.

1 ნეშტთა 16:36
კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა უკუნითი უკუნისამდე!“ და მიუგო ერმა: „ამინ! დიდება უფალს!“

ფსალმუნები 112:2
იყოს სახელი უფლისა კურთხეული ამიერიდან უკუნისამდე.

ფსალმუნები 144:21
ხოტბას უფლისა აუწყებს პირი ჩემი, და აქებს ყოველი ხორციელი მის წმიდა სახელს უკუნითი უკუნისამდე!

ფსალმუნები 144:1-4
ღგამაღლებ შენ, ჩემო ღმერთო და მეფეო, და ვაკურთხებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე. ყოველდღე გაკურთხებ შენ და ვადიდებ შენს სახელს უკუნითი უკუნისამდე. დიდია უფალი და ქებულია ფრიად, და მისი სიდიადე მიუწვდომელია. თაობა თაობას უქებს შენს საქმეებს და შენს სიძლიერეზე მოუთხრობენ.

ფსალმუნები 88:1
უფლის წყალობებს მარადჟამს ვუგალობებ. თაობიდან თაობას ვაცნობებ შენს ჭეშმარიტებას ჩემი პირით.

ნეემია 9:5და თქვეს ლევიანებმა – იესომ, კადმიელმა, ბანიმ, ხაშაბნეიამ, შერებიამ, ჰოდიამ, შებანიამ, ფეთახიამ: „ადექით! აკურთხეთ უფალი, ღმერთი თქვენი, უკუნითი უკუნისამდე! კურთხეული იყოს შენი დიდებული სახელი, რომელიც ყველა კურთხევასა და ქებას აღემატება!

ფსალმუნები 110:10
სიბრძნის დასაბამია შიში უფლისა; აზრკეთილია ყველა, ვინც მათ ასრულებს. მისი დიდება მარადიულია.

რომაელთა 11:36
რადგან ყოველივე მისგან, მის მიერ და მის მიმართ არის. მას დიდება უკუნისამდე! ამინ.

გალატელთა 1:3-5
მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტესაგან, რომელმაც თავისი თავი გასცა ჩვენი ცოდვებისათვის, რათა ვეხსენით ამ ბოროტი საუკუნისაგან ჩვენი მამა ღმერთის ნებით, რომელსაც ეკუთვნის დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ეფესელთა 3:20-21
ხოლო მას, ვისაც შეუძლია განუზომლად მეტის კეთება, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან ვფიქრობთ, ჩვენში მოქმედი ძალისამებრ, მას დიდება ეკლესიაში და ქრისტე იესოში, ყველა თაობის მიმართ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

1 ტიმოთეს 1:17
ხოლო საუკუნეთა მეფეს, უხრწნელს, უხილავს, ერთადერთ ღმერთს – დიდება და პატივი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

2 ტიმოთეს 4:18
მომავალშიც დამიხსნის მე უფალი ყოველი ბოროტი საქმისაგან და დამიცავს თავისი ზეციური სამეფოსათვის. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

1 პეტრეს 4:11
ვინც ლაპარაკობს, ღვთის სიტყვისამებრ ილაპარაკოს. თუ ვინმე მსახურებს, იმსახუროს ღმერთის მიერ მინიჭებული ძალით, რათა იდიდებოდეს ღმერთი ყველაფერში იესო ქრისტეთი, მას ეკუთვნის დიდება და ძალი უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

გამოცხადება 1:5-6
და იესო ქრისტესაგან, რომელიც არის სარწმუნო მოწმე, პირმშო მკვდართაგან და დედამიწის მეფეთა მთავარი, რომელმაც შეგვიყვარა და საკუთარი სისხლით გვიხსნა ჩვენი ცოდვებისაგან და გაგვხადა ჩვენ მეფეებად და მღვდლებად ღმერთისა და თავისი მამისა. დიდება მას და ძალმოსილება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

გამოცხადება 5:13
და ყოველი ქმნილება ცაში და მიწაზე, მიწის ქვეშ და ზღვაში, და ყველაფერი, რაც მათშია, მესმოდა, რომ ამბობდა: „ტახტზე მჯდომარესა და კრავს კურთხევა და პატივი და დიდება, და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე.“

გამოცხადება 7:12
და ამბობდნენ: „ამინ! კურთხევა, დიდება, სიბრძნე, მადლიერება, პატივი, ძალა და სიმტკიცე ჩვენს ღმერთს უკუნითი უკუნისამდე! ამინ.“


მსგავსი თემები:

საუკუნო კურთხევა        საუკუნო გამოხსნა       საუკუნო სიკვდილი        საუკუნო ერთგულება
საუკუნო საკუთრება       საუკუნო სასჯელი      მარადიული უსაფრთხოება
უცვლელი ჭეშმარიტება      მარადისობის ბუნება        საუკუნო სიცოცხლის ნიჭი (საჩუქარი)
მარადიულობის განცდა