ფსალმუნები 1:6
რადგან უფალია მართალთა გზის მფარველი, უღმრთოთა გზა კი წარიხვეტება.
ფსალმუნები 9:17
ჩაცვივდებიან ბოროტნი ჯოჯოხეთში, ყველა ერები, რომელნიც ივიწყებენ ღმერთს.
ფსალმუნები 36:38
ხოლო ბრალეულნი ერთიანად მოისპობიან, ბოროტთა მომავალი გადაშენდება.
ესაია 33:14
სიონზე შეშინდნენ ცოდვილები; შიშის ზარი დაეცათ უკეთურთ: „რომელი ჩვენგანი დაუდგება შემჭმელ ცეცხლს? რომელი ჩვენგანი დაუდგება მარადიულ ხანძარს?“
დანიელი 12:2
და მრავალი მიწის მტვერში მიძინებული გამოიღვიძებს, ზოგი საუკუნო სიცოცხლისათვის, ზოგი საუკუნო გმობისა და შერცხვენისათვის.
მათეს 10:28
ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ ძალუძს. გეშინოდეთ უფრო მეტად მისი, ვისაც შეუძლია დაღუპვა სულისაც და სხეულისაც გეენაში.
მათეს 18:8-9
თუ შენი ხელი ან შენი ფეხი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე. გიჯობს ხეიბარი ან კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით ან ორი ფეხით იქნე ჩაგდებული საუკუნო ცეცხლში. თუ გაცდუნებს შენი თვალი, ამოითხარე და გადააგდე. გიჯობს ცალი თვალით შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჩაგდებულ იქნე ცეცხლის გეენაში.
მათეს 25:41-46
და მაშინ ეტყვის იმათაც, ვინც მარცხნივაა: ‘წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის. რადგან მშიოდა და საჭმელი არ მომეცით, მწყუროდა და არ მასვით, უცხო ვიყავი და არ მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ, სნეული და საპყრობილეში მყოფი, და არ მინახულეთ.’ მაშინ ისინიც მიუგებენ და ეტყვიან: ‘უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი ან მწყურვალი, ან უცხო, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში მყოფი და არ გემსახურეთ?’ მაშინ მიუგებს მათ და ეტყვის: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: როგორც არაფერი გაუკეთეთ არც ერთს ამ უმცირესთაგანს, არც მე გამიკეთეთ.’ და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი – საუკუნო სიცოცხლეში.“
მარკოზის 9:43-44
თუ შენი ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი. გიჯობს, ხეიბარი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელის მქონე შეხვიდე ჯოჯოხეთში, უშრეტ ცეცხლში, სადაც მათი მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება.
ლუკას 3:16-17
მიუგებდა და ეუბნებოდა ყველას იოანე: „მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე ძლიერი, რომლის ფეხსაცმლის თასმის გახსნის ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდით და ცეცხლით, მის ხელშია ნიჩაბი, რათა გაწმიდოს თავისი კალო და თავის ბეღელში შეაგროვოს ხორბალი, ბზე კი დაწვას ჩაუქრობელი ცეცხლით.“
იოანეს 5:29
და კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მოქმედნი კი განკითხვის აღდგომისათვის.
ფილიპელთა 3:18-19
რადგან ბევრნი, ვისზეც ხშირად მითქვამს თქვენთვის და ახლაც ცრემლიანი გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები. მათი ბოლო დაღუპვაა, მათი ღმერთი მუცელია, მათი დიდება კი მათ სირცხვილშია. ისინი მიწიერზე ფიქრობენ.
2 თესალონიკელთა 1:7-9
თქვენ კი, შეჭირვებულებს – შვება ჩვენთან ერთად, როდესაც უფალი იესო გამოცხადდება ციდან თავისი ძლიერების ანგელოზებით და ცეცხლის ალით, და იძიებს შურს მათზე, ვინც არ შეიცნობს ღმერთს და არ ემორჩილება უფალი იესოს სახარებას, ისინი სასჯელად მიიღებენ მარადიულ დაღუპვას უფლის პირისაგან და მისი ძლიერების დიდებისაგან,
ებრაელთა 6:2
ნათლობათა, ხელდასხმის, მკვდართა აღდგომისა და საუკუნო სასჯელის მოძღვრებაზე.
ებრაელთა 10:28-31
თუკი მოსეს რჯულის უარმყოფელს, ორი თუ სამი კაცის მოწმობით, უწყალოდ უსჯიან სიკვდილს,29 როგორ ფიქრობთ, რაოდენ უფრო მძიმე სასჯელს დაიმსახურებს ის, ვინც გათელავს ღმერთის ძეს და რიოშად აქცევს აღთქმის სისხლს, რომლითაც განიწმიდა, და შეურაცხყოფს მადლის სულს?30 რადგან ჩვენ ვიცნობთ მას, ვინც თქვა: „ჩემია შურისგება, მე მივუზღავ.“ და კიდევ: „უფალი განიკითხავს თავის ხალხს.“31 საშიშია ცოცხალი ღმერთის ხელში ჩავარდნა!
გამოცხადება 21:8
ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შებილწულთა და მკვლელთა, გარყვნილთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ყველა ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლში და გოგირდში, რაც მეორე სიკვდილია.“
მსგავსი თემები:
საუკუნო კურთხევა საუკუნო გამოხსნა საუკუნო ერთგულება საუკუნო საკუთრება
საუკუნო ქება-დიდება საუკუნო სასჯელი მარადიული უსაფრთხოება
უცვლელი ჭეშმარიტება მარადისობის ბუნება საუკუნო სიცოცხლის ნიჭი (საჩუქარი)
მარადიულობის განცდა