ბიბლიის მუხლები თემაზე
უცვლელი ჭეშმარიტება
11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
ფსალმუნები 118:89
უფალო, უკუნისამდეა შენი სიტყვა დაფუძნებული ზეცაში.
-
1 პეტრეს 1:25
ღმერთის სიტყვა კი საუკუნოდ სუფევს. ხოლო ეს ის სიტყვაა, თქვენ რომ გეხარათ.
-
ფსალმუნები 118:160
საწყისი შენი სიტყვისა ჭეშმარიტებაა, და საუკუნოა ყოველი მართალი შენი სამართალი.
-
ფსალმუნები 110:7-8
მის ხელთა საქმენი ჭეშმარიტება და სამართალია, სარწმუნოა ყველა მისი მცნება, მტკიცეა უკუნითი უკუნისამდე, დაფუძნებული ჭეშმარიტებასა და სისწორეზე.
-
ფსალმუნები 32:11
აზრი უფლისა იდგება მარადიულად, თაობიდან თაობამდე – გულისზრახვანი მისნი.
-
ფსალმუნები 116:2
რადგან გაძლიერდა ჩვენს მიმართ წყალობა მისი, და ჭეშმარიტება უფლისა უკუნისამდეა. ადიდეთ უფალი!
-
ფსალმუნები 118:152
ადრიდანვე შევიტყვე შენთა მცნებათა შესახებ, რომ სამარადჟამოდ დააფუძნე ისინი.
-
ესაია 40:8
ხმება ბალახი, ჭკნება ყვავილი, ჩვენი ღმერთის სიტყვა კი მარად რჩება.
-
ფსალმუნები 18:9
შიში უფლისა წმიდაა, მარადიული. უფლის განსჯანი ჭეშმარიტნი, მართალნი ერთობ.
-
მათეს 24:35
ცა და დედამიწა გარდავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გარდავლენ.
-
ფსალმუნები 118:111
დავიმკვიდრე შენი მოწმობანი საუკუნოდ, რადგან ისინი ჩემი გულის სიხარულია.