საუკუნო საკუთრება – ბიბლიური ციტატები

დაბადება 17:8
და მოგცემთ შენ და შენს მოდგმას, შენი ხიზნობის ქვეყანას – ქანაანის მთელს ქვეყანას – საუკუნო საკუთრებად და მე ვიქნები მათი ღმერთი.“

დაბადება 48:4
და მითხრა: ‘ნაყოფიერად გაქცევ და მოგამრავლებ, და გაქცევ ხალხების კრებულად. და მივცემ ამ ქვეყანას შენს თესლს შენს შემდეგ სამარადისო სამფლობელოდ.’

გამოსვლა 32:13
გაიხსენე აბრაამი, ისააკი და ისრაელი, შენი მსახურნი, რომელთაც შეჰფიცე შენი თავით და უთხარი: ცის ვარსკვლავებივით გაგიმრავლებთ შთამომავლობას და მივცემ მთელს ამ აღთქმულ მიწას თქვენს შთამომავლობას, რომ საუკუნოდ დაიმკვიდრონ.“

მეორე რჯული 4:40
დაიცავი მისი კანონები და მისი მცნებები, რომელთაც მე გიცხადებ დღეს, რათა კარგად იყოთ შენ და შენი ძენი შენს შემდგომ, და რათა გაიხანგრძლივო დღენი იმ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს სამარადისოდ.

დაბადება 13:15
მთელს ამ ქვეყანას, რასაც ხედავ, შენ და შენს მოდგმას გაძლევთ უკუნისამდე.

იერემია 25:5
გეუბნებოდნენ: მოიქცესო ყოველი კაცი თავისი ბოროტი გზიდან და თავისი ბოროტი საქმეებიდან, და დასახლდითო მიწაზე, რომელიც უფალმა მოგცათ თქვენ და თქვენს მამებს საუკუნოდ;

მეორე რჯული 11:21
რათა გამრავლდნენ თქვენი და თქვენი შვილების დღენი იმ მიწაზე, რომლის მოცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა თქვენს მამებს, ვიდრე ცა და დედამიწას იარსებებს.

ფსალმუნები 36:29
მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იქნებიან მასზე უკუნისამდე.

იესო ნავეს ძე 14:9
და დაიფიცა მოსემ იმ დღეს, ასე: ‘ქვეყანა, რომელსაც ფეხი დაადგი, შენი და შენი შვილების სამკვიდროდ იყოს უკუნისამდე, რადგან შენ გაჰყევი უფლის, ჩემი ღმერთის, კვალს.’

1 კორინთელთა 9:25
ყველა, ვინც იღწვის, თავს იკავებს ყველაფრისაგან. ისინი – ხრწნადი გვირგვინის მისაღებად, ჩვენ კი – უხრწნადის მოსაპოვებლად.

2 კორინთელთა 5:1
რადგან ვიცით, რომ როცა ეს ჩვენი მიწიერი სახლი, ეს კარავი დაინგრევა, ღმერთისაგან გვაქვს შენობა, ხელთუქმნელი საუკუნო სახლი ცათა შინა.

ებრაელთა 9:15
ამიტომ არის ის ახალი აღთქმის შუამდგომელი, რათა მისი სიკვდილის შემდეგ, რაც პირველი აღთქმის დანაშაულთა გამოსასყიდად მოხდა, საუკუნო მემკვიდრეობისათვის მოწოდებულებმა მიიღონ აღთქმული.

1 პეტრეს 1:4
უხრწნელი, შეუბილწავი და უჭკნობი მემკვიდრეობისათვის, რომელიც ცაშია შენახული თქვენთვის,

ლუკას 16:9
და მეც გეუბნებით თქვენ: შეიძინეთ მეგობრები უსამართლო სიმდიდრით, რომ, როდესაც გაღარიბდებით, მიგიღონ საუკუნო სავანეებში.


მსგავსი თემები:

საუკუნო კურთხევა        საუკუნო გამოხსნა       საუკუნო სიკვდილი        საუკუნო ერთგულება
საუკუნო ქება-დიდება       საუკუნო სასჯელი      მარადიული უსაფრთხოება
უცვლელი ჭეშმარიტება      მარადისობის ბუნება        საუკუნო სიცოცხლის ნიჭი (საჩუქარი)
მარადიულობის განცდა