რომაელთა 12:17-21

By
დეკემბერი 28, 2014
17 ნურავის მიაგებთ ბოროტის წილ ბოროტს. ეცადეთ კეთილს ყველა ადამიანის წინაშე. 18 თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, იყავით ყველა ადამიანთან მშვიდობიანად. 19  შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარელნო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, რადგან წერია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ“ – ამბობს უფალი. 20 ამიტომ, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი; თუ სწყურია, დაალევინე. რადგან ამის გაკეთებით ნაკვერცხლებს აგროვებ მის თავზე. 21 არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ კეთილით სძლიე ბოროტს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close