33 ო, ვინ შეიცნობს ღმერთის სიბრძნისა და შემეცნების სიმდიდრეს! როგორი ჩაუწვდომელია მისი განსჯანი და მიუკვლეველი მისი გზები! 34 რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება? ვინ იყო მისი მრჩეველი? 35 ან წინასწარ ვინ მისცა მას, რომ მიეზღოს სამაგიერო? 36 რადგან ყოველივე მისგან, მის მიერ და მის მიმართ არის. მას დიდება უკუნისამდე! ამინ.