14 ბერძენთა და ბარბაროსთა, ბრძენთა და უგუნურთა მოვალე ვარ. 15 ამიტომ ვესწრაფი, რომ გახაროთ თქვენც, რომში მყოფთ. 16 ვინაიდან, მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღმერთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის გადასარჩენად ჯერ იუდევლისა და მერე ბერძენისა. 17 ვინაიდან, მასში ცხადდება ღმერთის სიმართლე რწმენიდან რწმენაში, როგორც წერია: „მართალი იცოცხლებს რწმენით”.