იგავნი 26:24-25
ენით თავს მოაჩვენებს მტერი, გულში კი მზაკვრობა უდევს. ნუ ენდობი მას, როცა ხმას ინაზებს, რადგან შვიდი სიბილწეა მის გულში.
იობი 19:9
შემომაძარცვა ჩემი დიდება, და თავიდან გვირგვინი მომხადა.
მათეს 23:34
ამიტომ, აჰა, მე მოგივლენთ წინასწარმეტყველთ, ბრძენთ და მწიგნობრებს. და ზოგს მოკლავთ და ჯვარს აცვამთ, ზოგს კი გაამათრახებთ თქვენს სინაგოგებში და განდევნით ქალაქიდან ქალაქში,
ეზეკიელი 22:9
ცილისმწამებელნი არიან შენში, რომლებიც სისხლს ღვრიან; სამსხვერპლო მალობებზე ჭამენ ნაზორევს; გარყვნილებას ეწევიან შენში.
იგავნი 6:16-19
ექვსი რამ სძულს უფალს და შვიდი რამ ეზიზღება: ამპარტავანი მზერა, ცრუ ენა, უცოდველი სისხლით დასვრილი ხელი, ბოროტ ზრახვათა მზრახველი გული, ბოროტებისკენ მორბენალი ფეხი, ცრუ და მზაკვარი მოწმე, და ძმათა შორის შუღლის მთესავი.
იგავნი 16:28
უკუღმართი კაცი შუღლს ავრცელებს და ჭორის გამავრცელებელი მეგობრების გამყრელია.
2 კორინთელთა 11:20
ითმენთ, თუ ვინმე გიმონებთ, თუ ვინმე გამოგიყენებთ, თუ ვინმე დაგიმოჩილებთ, თუ ვინმე გაყოყოჩდება, თუ ვინმე სახეში გცემთ.
ეფესელთა 4:29-32
ნურანაირი უშვერი სიტყვა ნუ დაგცდებათ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი, რაც საჭიროა აღსაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს გამგონეთ. ნუ შეაწუხებთ ღმერთის წმიდა სულს, რომლითაც თქვენ აღბეჭდილნი ხართ გამოსყიდვის დღისათვის. ყოველგვარი სიმწარე, მძვინვარება, რისხვა, ყვირილი და გმობა განგშორდეთ ყველა ბოროტებასთან ერთად. იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ღმერთმა ქრისტეში მოგიტევათ თქვენ.
ფსალმუნები 118:69
ტყუილს ჩმახავენ ამპარტავანნი ჩემზე, მე კი მთელი გულით ვიცავ შენს ბრძანებებს.
ფსალმუნები 108:1-3
ღმერთო ჩემი დიდებისა, ნუ დადუმდები. რადგან პირი ბოროტისა და პირი მზაკვრისა გაიხსნა ჩემს წინააღმდეგ. მელაპარაკებიან ცბიერი ენით. სიძულვილის სიტყვებით გარს შემომერტყნენ და უმიზეზოდ მეომებიან.
ესაია 29:20-21
რადგან აღარ იქნება მტარვალი, და ბოლო მოეღება მაგინებელს, და მოისპობიან ურჯულოებისთვის თავდადებულნი, სიტყვით რომ აცდუნებენ ადამიანს და კარიბჭესთან მოსულ მომჩივანს მახეს უგებენ, და მართალს დევნიან.
იოანეს 7:33
რადგან მოვიდა იოანე ნათლისმცემელი: არც პურს ჭამს, არც ღვინოს სვამს, და თქვენ ამბობთ, ეშმაკი ჰყავსო.
საქმეები 14:2
ხოლო ურწმუნო იუდეველები აღძრავდნენ და აბოროტებდნენ წარმართთა სულებს ძმების წინააღმდეგ.
მათეს 27:39-44
გამვლელები კი თავს აქნევდნენ და გმობდნენ მას. და ამბობდნენ: „ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო, იხსენი შენი თავი. თუ ღმერთის ძე ხარ, გადმოდი ჯვრიდან.“ ასევე მღვდელმთავარნი მწიგნობრებთან და უხუცესებთან ერთად დასცინოდნენ და ამბობდნენ: „სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია. თუ ისრაელის მეფეა, გადმოვიდეს ჯვრიდან და ვიწამებთ მას.“ ღმერთს იყო მინდობილი და იხსნას იგი ახლა, თუ ნებავს, რადგან ამბობდა, ღმერთის ძე ვარო. და მასთან ჯვარცმული ავაზაკებიც ლანძღავდნენ მას.