იოანეს 3:26
მივიდნენ იოანესთან და უთხრეს: „რაბი, ის, ვინც შენთან იყო იორდანეს გაღმა, და რომლის შესახებაც შენ ამოწმებდი, აჰა, ნათლავს და ყველანი მასთან მიდიან”.
იოანეს 1:38
იესო მობრუნდა და დაინახა, რომ მიჰყვებიან და ჰკითხა მათ: „რა გინდათ?” ხოლო მათ უპასუხეს: „რაბი, სად ცხოვრობ?”
იოანეს 4:31
ამასობაში მოწაფეები ეუბნებოდნენ: „რაბი, ჭამე!”
იოანეს 6:25
ზღვის გაღმა რომ მიაგნეს, ჰკითხეს: „რაბი, აქ როდის მოხვედი?”
იოანეს 9:2
ჰკითხეს მოწაფეებმა: „რაბი, თვითონ მან შესცოდა თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?”
იოანეს 11:8
მოწაფეებმა უთხრეს: „რაბი, იუდევლები ახლახან შენს ჩაქოლვას ცდილობდნენ და ისევ იქ ბრუნდები?”
მარკოზის 9:5
უთხრა პეტრემ იესოს: „რაბი, რა კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. გავაკეთოთ სამი კარავი. ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას”.
მარკოზის 11:21
გაახსენდა პეტრეს და უთხრა: „რაბი, აჰა, ის ლეღვი, შენ რომ დაწყევლე, გახმა”.
იოანეს 1:49
მიუგო მას ნათანაელმა: „რაბი, შენ ხარ ძე ღვთისა, შენ ხარ მეფე ისრაელისა!”
იოანეს 3:2
იგი ღამით მივიდა მასთან და უთხრა: „რაბი, ჩვენ ვიცით, რომ შენ ღვთისგან მოსული მოძღვარი ხარ, რადგან არავის ძალუძს ისეთი სასწაულების მოხდენა, როგორსაც შენ ახდენ, თუ მასთან ღმერთი არ არის”.
მათეს 26:25
მაშინ იუდამ, რომელმაც გასცა იგი, ჰკითხა: „მე ხომ არა, რაბი?” უთხრა მას: „შენ თქვი!”
მათეს 26:49
მყისვე მივიდა იესოსთან და უთხრა: „გიხაროდეს, რაბი!” და ეამბორა.
მარკოზის 14:45
უმალვე მივიდა მასთან და უთხრა: „რაბი!” და ეამბორა მას.
მარკოზის 10:51
იესომ ჰკითხა მას: „რა გინდა, რომ გაგიკეთო?” ბრმამ უთხრა: „რაბუნი, კვლავ რომ ვხედავდე”.
იოანეს 20:16
უთხრა იესომ: „მარიამ!” შებრუნდა და ებრაულად თქვა: „რაბუნი!” – როგორც უწოდებენ მოძღვარს.
მათეს 23:7-8
მისალმებანი მოედნებზე და რაბის რომ უწოდებენ ადამიანები. თქვენ კი ნუ გიწოდებენ მოძღვარს, ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი – ქრისტე; თქვენ ყველანი კი ძმები ხართ.