საქმეები 20:35
ყველაფერი გიჩვენეთ თქვენ, რომ ასეთი შრომით უნდა შეეწიოთ უძლურებს და გახსოვდეთ უფალი იესოს სიტყვა, როგორც თავად თქვა: ‘გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება.’“
ებრაელთა 13:16
არ დაივიწყოთ ქველმოქმედება და ურთიერთგაზიარება, რადგან ასეთი მსხვერპლი სათნოა ღმერთისათვის.
მეორე რჯული 14:28
ყოველი მესამე წლის ბოლოს აიღე მეათედი ამ წლის მოსავლიდან და მიიტანე ქალაქის კარიბჭეებში.
იობი 31:16-22
თუ ოდესმე უარი მეთქვას ღატაკთა სათხოვარზე, ან ქვრივის თვალები გამეწბილებინოს, ან თუ ჩემი პურის ლუკმა მარტოს მეჭამოს და ობლისათვის არ გამეყოს, – მისი ყრმობიდანვე ისე იზრდებოდა ის ჩემთან, როგორც მამასთან, და დედის მუცლიდანვე ვიცავდი ქვრივს; თუ მენახოს უსამოსლობით სიკვდილის პირას, ან გლახაკი უმოსასხამოდ, და მის საზარდულს არ დაველოცე და არ გამთბარიყო ჩემი ცხვრის მატყლით, თუ ობოლზე ხელი აღმემართოს, როცა კარიბჭესთან მცველებს ვხედავდი, მაშინ ზურგს მოსწყდეს ჩემი მხარი და მკლავი იდაყვში გადამიტყდეს!
ფსალმუნები 111:5
კარგია კაცი მოწყალე და გამსესხებელი – სამართლიანად წარმართავს თავის საქმეებს;
მათეს 6:1-4
ერიდეთ მოწყალების გაღებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად, თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისაგან. ამიტომ, როდესაც მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენს წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა ხალხმა ადიდოს ისინი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისინი უკვე იღებენ თავიანთ საზღაურს. შენ კი, როდესაც მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა. რათა შენი მოწყალება დაფარულად იყოს და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ ცხადად.
იგავნი 19:17
ღატაკის მწყალობელი უფალს აძლევს სესხს და სამაგიეროს ის მიუზღავს მას.
ესაია 58:7
განა იმისათვის არ არის, რომ გაუნაწილო შენი პური მშიერს და ღარიბნი და უსახლკარონი შემოიყვანო სახლში? როდესაც დაინახავ შიშველს, შემოსე იგი და შენს სისხლსა და ხორცს ნუ უგულვებელჰყოფ.
მათეს 5:42
ვინც გთხოვოს, მიეცი. ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს.
2 კორინთელთა 9:7
თითოეულმა ისე გაიღოს, როგორც გულით აირჩია: არა მწუხარებითა და ძალდატანებით. რადგან „სიხარულით გამცემი უყვარს ღმერთს.“
1 იოანეს 3:17
ვისაც ამქვეყნიური ქონება აქვს, ძმას კი გაჭირვებაში ხედავს და გულს დახშავს მისთვის, როგორ დარჩება მასში ღმერთის სიყვარული?
მათეს 25:35-36
რადგან მშიოდა და საჭმელი მომეცით, მწყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, სნეული ვიყავი და მინახულეთ, საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ.’
ლუკას 10:35
მეორე დღეს ამოიღო ორი დინარი, მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა: ‘მოუარე მას და თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა, რომ დავბრუნდები, მოგცემ.’
ლუკას 11:41
მაშ გაეცით მოწყალება, რაც ჭურჭლის შიგნითაა, და, აჰა, ყველაფერი სუფთა გექნებათ.
ლუკას 12:33
გაყიდეთ თქვენი ქონება და გაიღეთ მოწყალება. გაიმზადეთ უცვეთი ქისები, საუკუნოდ ულევი საუნჯე ზეცაში, სადაც ქურდი ვერ მიეკარება და ჩრჩილი ვერ მოსპობს,
მეორე რჯული 15:7-11
თუ იქნება შენთან გლახაკი, ერთი შენი მოძმეთაგანი, შენს რომელიმე ქალაქში, იმ მიწაზე, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს, ნუ გაიქვავებ გულს და ნუ გაძუნწდები შენი ღარიბი მოძმის მიმართ, არამედ ხელგაშლილი იყავი და ასესხე მას მისი გასაჭირისამებრ, რაც მას სჭირდება. გაფრთხილდი, რომ გულში უღირსი ფიქრი არ შეგეპაროს და არ თქვა: მოახლოვდაო მეშვიდე წელი, პატიების წელიწადი, და უარი არ უთხრა შენს გლახაკ მოძმეს, თორემ ის უფალს შესჩივლებს და ცოდვა დაგედება. მიცემით მიეცი მას, და რომ ასესხებ, გულს ნუ შეიწუხებ – და გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, ყოველ შენს საქმესა და ნაამაგარში. რადგან არ დაილევა გლახაკი შენს ქვეყანაში, ამიტომ გიბრძანებ, ხელგაშლილი იყო შენი მოძმის მიმართ, შენი ღარიბისა და შენი უპოვარის მიმართ შენს ქვეყანაში.
ლუკას 14:13-14
არამედ, როცა ლხინს მართავ, მოიწვიე გლახაკნი, ხეიბრები, კოჭლები და ბრმები. და ნეტარი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, რომ მოგიზღან. მაგრამ შენ მართალთა აღდგომისას მოგეზღვება.“
ლუკას 18:22
ეს რომ მოისმინა, იესომ უთხრა: „ერთიღა გაკლია: რაც გაქვს, ყველაფერი გაყიდე და ღარიბებს დაურიგე, და გექნება საუნჯე ზეცაში. შემდეგ მოდი და გამომყევი.“
ლუკას 19:8
ზაქე წამოდგა და უთხრა უფალს: „აჰა, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს მივცემ და, თუ ვინმესთვის რამე გამომიტყუებია, ოთხმაგად მივაგებ.“
საქმეები 9:36
იყო იაფოში ერთი მოწაფე ქალი, სახელად ტაბითა, (რაც თარგმანით ნიშნავს ქურციკს). იგი სავსე იყო კეთილი საქმეებითა და მოწყალებით, რომელსაც იქმოდა.
საქმეები 10:2-4
კეთილმსახური და ღვთისმოშიში იყო ის მთელს თავის სახლთან ერთად, მოწყალებას უხვად გასცემდა ხალხისათვის და მუდამ ლოცულობდა ღმერთის წინაშე. და ასე, დღის მეცხრე საათზე, იხილა მან ჩვენებაში ცხადად ღმერთის ანგელოზი, რომელიც შევიდა მასთან და უთხრა: „კორნელიუს!“ მიაპყრო მას მზერა და შეშინებულმა თქვა: „რა არის, უფალო?“ უთხრა მას: „შენი ლოცვები და მოწყალებანი აღვიდა ღმერთის წინაშე და გაგიხსენა შენ.
1 კორინთელთა 16:1-3
რაც შეეხება წმიდათათვის შესაწირავს, როგორც გალატიის ეკლესიებს დავუწესე, თქვენც ისე მოიქეცით. კვირის პირველ დღეს თითოეულმა თქვენგანმა გადადოს და შეინახოს თავისი მონაგებიდან თავისთან, რათა ჩემი მოსვლისას არ იწყებოდეს შეგროვება. ხოლო როცა მოვალ, ვისაც თქვენ სცნობთ სანდოდ, იმათ მივავლენ წერილებით თქვენი ძღვენის წასაღებად იერუსალიმში.
გალატელთა 2:10
ოღონდ შევთანხმდით, რომ უნდა გვხსომებოდა ღატაკები და მეც ამის კეთების მოშურნე ვიყავი.
ეფესელთა 4:28
მპარავი ნუღარ მოიპარავს. სჯობს იშრომოს და თავისი ხელით მოიმოქმედოს სიკეთე, რათა ჰქონდეს გაჭირვებულისათვის მისაცემად.
1 ტიმოთეს 6:18
იყვნენ ქველმოქმედნი, გამდიდრდნენ კეთილი საქმეებით, იყვნენ გულუხვნი და გამზიარებელნი.