ბიბლიის მუხლები თემაზე
ქრისტეს გამოცდა
12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
მათეს 16:1
მივიდნენ მასთან ფარისეველნი და სადუკეველნი და გამოსაცდელად სთხოვეს, ეჩვენებინა მათთვის ნიშანი ზეციდან.
-
მარკოზის 8:11
გამოვიდნენ ფარისეველნი, დავა დაუწყეს და ციდან ნიშანი მოსთხოვეს, რომ გამოეცადათ.
-
ლუკას 11:16
ზოგი კი, გამოსაცდელად, ციდან ნიშანს მოითხოვდა მისგან.
-
მათეს 22:35
ერთმა მათგანმა, რჯულის მცოდნემ, გამოსაცდელად ჰკითხა იესოს:
-
მათეს 19:3
მაშინ მივიდნენ მასთან ფარისეველნი და გამოსაცდელად ჰკითხეს: „თუ არის ნებადართული კაცისთვის ნებისმიერი მიზეზით გაუშვას ცოლი?
-
მარკოზის 10:2
მივიდნენ ფარისევლები იესოსთან და გამოსაცდელად ჰკითხეს: „ნებადართულია თუ არა კაცისთვის ცოლის გაშვება?
-
ლუკას 10:25
აჰა, ერთი რჯულის მცოდნე წამოდგა და გამოსაცდელად ჰკითხა: „მოძღვარო, რა უნდა გავაკეთო,
-
იოანეს 8:6
ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი წაეყენებინათ მისთვის. მაგრამ იესო დაიხარა და მიწაზე თითით წერდა.
-
მათეს 22:18
იესომ იცოდა რა მათი მზაკვრობა, უთხრა მათ: „რატომ მცდით, თვალთმაქცნო?
-
მარკოზის 12:15
იცოდა რა მათი თვალთმაქცობა, უთხრა მათ: „რატომ მცდით? მომიტანეთ დინარი, რომ დავხედო”.
-
ლუკას 22:28
თქვენ კი ისინი ხართ, რომლებიც ჩემთან დარჩით ჩემს განსაცდელში.
-
ლუკას 23:14
უთხრა მათ: „თქვენ მოიყვანეთ ჩემთან ეს კაცი, როგორც ხალხის წამქეზებელი. და აჰა, მე გამოვიძიე თქვენს წინაშე და ვერ ვპოვე ამ კაცში ვერავითარი დანაშაული, რაშიც ადანაშაულებთ;