ფსალმუნები 118:105
სანთელია ჩემი ფეხისთვის შენი სიტყვა და სინათლე – ჩემი ბილიკისათვის.
მათეს 4:16
ხალხმა, რომელიც ბნელში იჯდა, იხილა დიდი ნათელი, და სიკვდილის ქვეყანასა და ჩრდილში მსხდომთ ნათელი გამოუბრწყინდა.“
მათეს 5:14-16
თქვენ ხართ ქვეყნიერების ნათელი. ვერ დაიმალება მთაზე გაშენებული ქალაქი. არავინ ანთებს სანთელს, რათა ჭურჭლის ქვეშ შედგას, არამედ დგამს სასანთლეზე, რომ ყველას გაუნათოს სახლში. ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია.
იოანეს 1:4-5
მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ნათელი ადამიანთა. და ნათელი ბნელში ჩანს და ბნელი ვერ მისწვდა მას.
იოანეს 8:12
და კვლავ დაიწყო იესომ და თქვა: „მე ვარ ნათელი ქვეყნისა. ვინც მე გამომყვება, არ ივლის ბნელში, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას.“
1 იოანეს 1:5-9
და ეს არის უწყება, რომელიც მოვისმინეთ მისგან და გადმოგცემთ თქვენ, რომ ღმერთი არის ნათელი და არავითარი სიბნელე არ არის მასში. თუ ვამბობთ, რომ თანაზიარება გვაქვს მასთან და ბნელში კი დავდივართ, ვცრუობთ და არ ვიქმთ ჭეშმარიტებას. ხოლო თუკი ნათელში დავდივართ, როგორც ის არის ნათელში, მაშინ თანაზიარება გვაქვს ერთმანეთთან და მისი ძის, იესოს სისხლი გვწმედს ყოველი ცოდვისაგან. თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, იგი, სარწმუნო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და განგვწმედს ყოველგვარი უკეთურებისაგან.
ფსალმუნები 26:1
უფალი არის ჩემი სინათლე და ხსნა ჩემი: ვის შევუშინდე? უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლისა: ვისგან შევძრწუნდე?
იოანეს 12:35-37
უთხრა მათ იესომ: „კიდევ მცირე ხანს არის თქვენს შორის ნათელი. იარეთ, სანამ ნათელი გაქვთ, რათა ბნელმა არ მოგიცვათ. ბნელში მოარულმა არ იცის, საით მიდის. სანამ ნათელი გაქვთ, იწამეთ ნათელი, რათა იყოთ ძენი ნათლისა.“ ეს თქვა იესომ, და წავიდა და თვალს მიეფარა. ამდენი სასწაული მოახდინა მათ წინაშე და მაინც არ ერწმუნენ მას,
ეფესელთა 5:14
რადგან ყოველი გამომჟღავნებული ნათელია. ამიტომ ამბობს: „გაიღვიძე, მძინარევ, და აღსდექ მკვდრეთით, და გაგინათებს შენ ქრისტე.“
იოანეს 11:34-35
არავინ ანთებს სანთელს, რომ დადგას მოფარებულში ანდა ჭურჭლის ქვეშ, არამედ სასანთლეზე, რათა შემოსულები ხედავდნენ ნათელს. სხეულის სანთელი შენი თვალია. როდესაც შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც განათებულია. მაგრამ როდესაც იგი ავია, შენი სხეულიც ბნელია.
ფსალმუნები 118:130
საწყისი შენი სიტყვებისა ანათებს, გონიერებას ანიჭებს მიამიტებს.
იოანეს 12:36-37
სანამ ნათელი გაქვთ, იწამეთ ნათელი, რათა იყოთ ძენი ნათლისა.“ ეს თქვა იესომ, და წავიდა და თვალს მიეფარა. ამდენი სასწაული მოახდინა მათ წინაშე და მაინც არ ერწმუნენ მას,
იაკობის 1:17
ყველა კეთილი ბოძება და ყველა სრულყოფილი ნიჭი მაღლიდან არის გადმოსული, ნათელთა მამისაგან, რომელთანაც არ არის ცვალებადობა და არც ჩრდილი ცვლილებისა.
1 პეტრეს 2:9
თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრილი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოებანი, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი ნათლისაკენ გამოგიხმოთ.
გამოცხადება 21:22-27
ტაძარი კი ვერ ვიხილე მასში, რადგან მისი ტაძარი ყოვლისმპყრობელი უფალი ღმერთია და კრავი. ქალაქს არ სჭირდება არც მზე, არც მთვარე გასანათებლად, რადგან ღმერთის დიდება ანათებს მას და კრავია მისი სანთელი. ხალხები ივლიან მის ნათელზე, და დედამიწის მეფეები მიიტანენ იქ თავიანთ დიდებას. მისი კარიბჭეები დღისით არ დაიკეტება, რადგან ღამე არ იქნება იქ. და მიიტანენ იქ ერების დიდებასა და პატივს. და ვერ შევა მასში უწმიდური და ვერც სიბილწისა და სიცრუის ჩამდენი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც ჩაწერილნი არიან კრავის სიცოცხლის წიგნში.
ეკლესიასტე 2:13
და დავინახე, რომ უპირატესობა აქვს სიბრძნეს სიბრიყვესთან, ისევე როგორც სინათლეს – სიბნელესთან.