დაბადება 3:16
უთხრა ქალს: „დიდად გაგიმრავლებ ტანჯვას ფეხმძიმობისას და დიდი ტკივილებით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება სწრაფვა, ის კი იბატონებს შენზე“.
იოანეს 16:21
დედაკაცი წუხს მშობიარობისას, რადგან მოაწია მისმა ჟამმა; ხოლო ბავშვს რომ შობს, სიხარულისგან ტანჯვა ავიწყდება, რადგან ადამიანი იშვა ქვეყანაზე.
გამოცხადება 12:2
ფეხმძიმედ იყო და გაჰკიოდა, მშობიარობის ტკივილებით იტანჯებოდა.
ოსია 13:13
მშობიარეს ტკივილები ეწევა მას; უგუნური შვილია, რადგან ახლა იმის დრო არ არის, რომ საშოს კარებთან დაყოვნდეს.
მიქა 5:3
ამიტომ უფალი მიუშვებს მათ იმ დრომდე, ვიდრე არ შობს ის, ვინც უნდა შვას; და დანარჩენი ძმებიც დაბრუნდებიან ისრაელის ძეებთან.
გალატელთა 4:27
რადგან დაწერილია: „იხარებდე, ბერწო, უშობელო! სიხარულით აყიჟინდი, სალმობის განუცდელო! რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს“.
ესაია 13:8
შეძრწუნდებიან, ტკივილები და ტანჯვა შეიპყრობთ მშობიარესავით, გაოგნებულნი მიუტრიალდებიან ერთიმეორეს, ცეცხლის ალივით აენთებათ სახეები.
ფსალმუნები 47:6
ძრწოლამ შეიპყრო ისინი, მშობიარესავით იკლაკნებიან.
იერემია 13:21
მაშინ რას იტყვი, სიონის ასულო, როცა მოგინახულებს უფალი? განა შენ არ შეაჩვიე შენზე ბატონობას? განა ტკივილები არ შეგიპყრობს მშობიარე ქალივით?
იერემია 22:23
შენ, რომელიც ლიბანში მკვიდრობ და კედრებში ბუდობ, გაიტანჯები, როცა ტკივილი მოგეწევა მშობიარე ქალივით.
იერემია 30:6
იკითხეთ და ნახეთ, თუ შობს მამაკაცი? მაშ რატომ ვხედავ, რომ ყოველ მამაკაცს მშობიარე ქალივით ხელები წელზე შემოულაგებია? რატომ გაფითრებია ყველას სახე?
იერემია 49:24
აუძლურდა დამასკო, ზურგი იბრუნა გასაქცევად, ძრწოლა დაეუფლა, უბედურებამ და მშობიარობის ტანჯვამ შეიპყრო.
იერემია 50:43
გაიგო ბაბილონის მეფემ მათი ამბავი და ხელები დაუდუნდა, ტანჯვამ და მწუხარებამ შეიპყრო მშობიარე ქალივით.
ესაია 21:3
ამის გამო ამიკანკალდა წელი, მშობიარესავით ტკივილებმა შემიპყრო, გაგონილმა მომკრუნჩხა და ნანახმა შემაძრწუნა.
ესაია 42:14
დიდხანს ვდუმდი, გავჩერდი, თავს ვიკავებდი; ახლა კი მშობიარესავით ავკივლდები, გავანადგურებ და ვშთანთქავ ერთიანად.
იერემია 6:24
ამბავი გვესმა მათზე და ხელები მოგვიდუნდა, ტანჯვამ ისე შეგვიპყრო, როგორც მშობიარე ქალი ტკივილმა.
ესაია 26:17-18
ფეხმძიმე ქალის მსგავსად, მშობიარობის მოახლოებისას რომ იტანჯება და კივის ტკივილისგან, ასე ვიყავით შენ წინაშე, უფალო! ფეხმძიმედ ვიყავით, ვიტანჯეთ და აჰა, თითქოს ქარი ვშვით; ხსნა ვერ მოვუტანეთ მიწას და არც ქვეყნის მკვიდრნი დაბადებულან.
იერემია 4:31
თითქოს მშობიარე ქალის ხმა მესმა, კივილი პირველად მშობიარისა, ხმა სიონის ასულისა; სული ეხუთება, ხელებს იწვდის და ამბობს: „ვაიმე, რადგან ჩემს მოსაკლავად მოდიან!“
იერემია 48:41
დაპყრობილ იქნა კერიოთი, ციხე-სიმაგრენი – აღებული; იმ დღეს მოაბელი ვაჟკაცების გული მშობიარე ქალის გულივით იქნება.
იერემია 49:22
აჰა, არწივივით აიწევა და დააცხრება, ფრთებს გაშლის ბოცრაზე; მშობიარე ქალის გულივით ექნებათ იმ დღეს ედომის ვაჟკაცებს გული“.
მიქა 4:9
ახლა რაღად მოსთქვამ ხმამაღლა? განა არ არის შენში მეფე? თუ დაიღუპნენ შენი მრჩეველნი, მშობიარესავით რომ შეუპყრიხარ ძრწოლას?
მიქა 4:10
მშობიარესავით იტანჯე და ეწამე ტკივილებში, სიონის ასულო, რადგან ახლა გამოხვალ ქალაქიდან და ველზე დასახლდები; ბაბილონამდე მიხვალ და იქ გადარჩები, იქ გიხსნის შენ უფალი მტრების ხელიდან.
გალატელთა 4:19
ჩემო შვილებო, რომელთათვისაც ჯერაც განვიცდი მშობიარობის ტკივილებს, ვიდრე თქვენში ქრისტე გამოისახება.
მათეს 24:8
ყოველივე ეს მშობიარობის ტკივილების დასაწყისია.
მარკოზის 13:8
ვინაიდან აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ. იქნება მიწისძვრანი ადგილ-ადგილ და შიმშილობანი. ეს მშობიარობის ტკივილების დასაწყისია.
1 თესალონიკელთა 5:3
რადგან როცა იტყვიან: მშვიდობა და უსაფრთხოებააო, მაშინ დაატყდებათ თავს მოულოდნელად განადგურება, როგორც ფეხმძიმეს მშობიარობის ტკივილები, და ვერ დააღწევენ თავს.
რომაელთა 8:22
ვინაიდან ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთად კვნესის და იტანჯება აქამდე;