მოზიარეობა მორწმუნეებში ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 54:14
ერთად რომ ვსაუბრობდით ტკბილად და ღვთის სახლში დავდიოდით ხალხთან ერთად.

საქმეები 2:42
და გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში, მოზიარეობაში, პურის გატეხვასა და ლოცვაში მკვიდრობდნენ ისინი.

1 იოანეს 1:7
ხოლო თუ სინათლეში დავდივართ, როგორც ის არის სინათლეში, მაშინ მოზიარეობა გვაქვს ერთმანეთთან და მისი ძის, იესო ქრისტეს სისხლი გვწმენდს ყოველგვარი ცოდვისგან.

ებრაელთა 13:16
არ დაივიწყოთ ქველმოქმედება და მოზიარეობა, ვინაიდან ასეთი მსხვერპლები სათნოა ღმერთისთვის.

1 იოანეს 1:3
რაც გვინახავს და მოგვისმენია, გაუწყებთ, რომ თქვენც გქონდეთ მოზიარეობა ჩვენთან, ხოლო ჩვენი მოზიარეობა არის მამასთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან.

გალატელთა 2:9
და როცა ჩემთვის მოცემული მადლის შესახებ შეიტყვეს იაკობმა, კეფამ და იოანემ, ბურჯებად რომ ითვლებოდნენ, მოგვცეს მე და ბარნაბას მოზიარეობის მარჯვენა, რომ ჩვენ წარმართებთან წავსულიყავით, ისინი კი – წინადაცვეთილებთან.

ფილიპელთა 1:4-7
ყოველ ჩემს ვედრებაში სიხარულით ვლოცულობ ყოველი თქვენგანისთვის, სახარებაში თქვენი თანამონაწილე­ო­ბისთვის, პირველი დღიდან აქამდე. და დარწმუნებული ვარ, რომ ის, ვინც დაიწყო თქვენში კეთილი საქმე, დაასრულებს კიდეც იესო ქრისტეს დღემდე. ასეც მმართებს ფიქრი ყოველ თქვენგანზე, რადგან გულში მყავხართ, ბორკილებში ვიქნები თუ სახარების დაცვასა და მის განმტკიცებაში, რადგან ყველანი ჩემი თანაზიარნი ხართ მადლში.

1 კორინთელთა 14:26
მაშ, რაღა ძმებო? შეკრებისას თითოეულს აქვს ფსალმუნი, აქვს სწავლება, აქვს ენა, აქვს გამოცხადება, აქვს განმარტება. ყოველივე ეს ხდებოდეს ასაშენებლად.

ეფესელთა 5:19
ელაპარაკეთ ერთმანეთს ფსალმუნით, გალობითა და სულიერი საგალობლებით, უმღერეთ და ეფსალმუნეთ უფალს გულებში.

კოლოსელთა 3:16
უხვად დამკვიდრდეს უფლის სიტყვა თქვენში სრული სიბრძნით; ასწავლეთ და შთააგონეთ ერთმანეთი ფსალმუნით, გალობით და სულიერი სადიდებლებით, და უგალობეთ ღმერთს თქვენს გულებში მადლიერებით.

საქმეები 1:14
ყველანი ერთსულოვნად გამუდმებულ ლოცვა-ვედრებაში იყვნენ დედაკაცებთან, იესოს დედასთან, მარიამთან და მის ძმებთან ერთად.

იაკობის 5:16
აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისთვის, რათა განიკურნოთ, რადგან ბევრი რამ შეუძლია მართლის გაძლიერებულ ლოცვას.

1 პეტრეს 4:9
იყავით ერთმანეთის მიმართ სტუმართმოყვარენი წუწუნის გარეშე.

რომაელთა 12:13
მონაწილეობა მიიღეთ წმიდათა საჭიროებაში, ესწრაფეთ სტუმართმოყვარეობას.

იობი 4:3-4
აჰა, ბევრს არიგებდი ჭკუას და დაუძლურებულ ხელებს უმაგრებდი; წაბორძიკებულს ფეხზე აყენებდა შენი სიტყვა და ჩაკეცილ მუხლებს ამაგრებდი.

ებრაელთა 10:24-25
ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისთვის; ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, ზოგიერთებს რომ სჩვევიათ, არამედ ვამხნევებდეთ ერთმანეთს, მით უმეტეს, რაც უფრო მეტად ატყობთ იმ დღის მოახლოებას.

1 მეფეთა 23:14
ადგა იონათანი, საულის ძე, წავიდა დავითთან ტყეში და უფლით გაამხნევა.

რომაელთა 1:10
რაც თქვენთან ერთად მანუგეშებს საერთო რწმენის მეშვეობით, რომელიც თქვენიც არის და ჩემიც.

რომაელთა 15:2
ყოველი ჩვენგანი უნდა აამებდეს თავის მოყვასს სასიკეთოდ, ასაშენებლად.

1 კორინთელთა 10:24
არავინ ეძებოს თავისი სარგებელი, არამედ სხვისი.

ეფესელთა 4:2-3
მთელი თავმდაბლობით, თვინიერებითა და სულგრძელობით შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულში, ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით.

1 მეფეთა 18:3
კავშირი შეკრა იონათანმა დავითთან, რადგან საკუთარი თავივით შეიყვარა იგი.