1 კორინთელთა 11:1
იყავით ჩემი მომბაძველნი, როგორც მე – ქრისტესი.
1 პეტრეს 2:21
ამისათვის ხართ მოწოდებულნი, ქრისტეც ხომ იტანჯა თქვენთვის და მაგალითიც დაგიტოვათ, რათა მის კვალს მიჰყვეთ;
იოანეს 14:1
„ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე.
იოანეს 14:15
თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით.
მათეს 10:37-38
ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი, და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, ის არ არის ჩემი ღირსი.
ლუკას 14:27
ვინც არ იტვირთავს თავის ჯვარს და არ გამომყვება, ვერ გახდება ჩემი მოწაფე.
მათეს 5:16
ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია.
მათეს 5:44-45
მე კი გეუბნებით თქვენ: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით. რათა გახდეთ შვილები თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ბოროტთა და კეთილთა თავზე ამოჰყავს და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს.
მათეს 16:24
მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: „ვისაც უნდა, რომ გამომყვეს, უარყოს თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.
მარკოზის 3:34-35
და გადახედა თავის გარშემო მსხდომთ და უთხრა: „აჰა, ჩემი დედა და ჩემი ძმები. რადგან ის, ვინც ღმერთის ნებას ასრულებს, არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც.“
მათეს 5:13
თქვენ ხართ მარილი მიწისა. ხოლო თუ მარილი გამოიფიტა, რიღათი დამარილდეს? ის უკვე აღარაფრად გამოდგება, მხოლოდ გარეთ უნდა გადაიყაროს კაცთაგან გასათელად.
იოანეს 15:4
დარჩით ჩემში და მე თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თვითონ, თუ ვაზზე არ დარჩება, ისევე თქვენც, თუ ჩემში არ დარჩებით.
მათეს 11:29
დაიდეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი და გულით მდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს.
მათეს 4:19
და ეუბნება მათ: „მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ.“
მათეს 28:19-20
ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ერი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. და, აჰა, მე თქვენთან ვარ მარადჟამს საუკუნის აღსასრულამდე.“
საქმეები 1:8
მაგრამ თქვენ მიიღებთ ძალას, როდესაც გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელს იუდეასა და სამარიაში, და დედამიწის კიდემდე.“