3 მეფეთა 18:3-4
და დაუძახა ახაბმა ყობადიაჰუს, სასახლის მოურავს. ძალზე ღვთისმოშიში იყო ყობადიაჰუ. როცა იზებელი სპობდა უფლის წინასწარმეტყველთ, წაიყვანა ყობადიაჰუმ ასი წინასწარმეტყველი და ორმოცდაათ-ორმოცდაათ კაცს მალავდა მღვიმეებში და პურითა და წყლით არჩენდა მათ.
იოანეს 4:39-42
ბევრმა იმ ქალაქში მცხოვრებმა სამარიელმა ირწმუნა იგი იმ ქალის სიტყვით, რომელიც ამოწმებდა: ყველაფერი მითხრა, რაც ჩამიდენიაო. ამიტომ, როცა მოვიდნენ მასთან სამარიელები, სთხოვეს, მათთან დარჩენილიყო, და იგი ორ დღეს დარჩა იქ. კიდევ მრავალმა ირწმუნა მისი სიტყვით. ქალს უთხრეს: „უკვე გვწამს არა შენი ნათქვამის გამო, არამედ თვითონ მოვუსმინეთ და ვიცით, რომ ჭეშარიტად ის არის სოფლის მხსნელი.”
საქმეები 16:15
როდესაც მოინათლნენ ის და მისი სახლი, გვთხოვა და გვითხრა: „თუ უფლის მორწმუნედ შემრაცხეთ, მოდით ჩემს სახლში და დარჩით.” და დაგვიყოლია.
იაკობის 2:1
ჩემო ძმებო, მიკერძოებით ნუ გექნებათ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, დიდების რწმენა.
ებრაელთა 11:13
რწმენაში დაიხოცნენ ესენი ყველანი და ვერ მიიღეს აღთქმულნი, მხოლოდ შორიდან დაინახეს ისინი, ერწმუნენ მათ, და ესალმებოდნენ და აღიარებდნენ, რომ უცხონი და მწირნი არიან ამ ქვეყანაზე.
ებრაელთა 11:39
ყველა ამათგანს რწმენით დამოწმება კი ჰქონდა, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული,
1 პეტრეს 1:10-12
ამ ხსნისთვის იძიებდნენ და იკვლევდნენ წინასწარმეტყველნი, რომლებიც თქვენთვის განკუთვნილ მადლზე წინასწარმეტყველებდნენ. იკვლევდნენ, რომელ და როგორ ჟამზე მიუთითებდა მათში მყოფი ქრისტეს სული, როცა წინასწარ უმოწმებდა ქრისტეს ტანჯვას და ტანჯვის შემდგომ დიდებას. რომელთაც გამოეცხადა, რომ თვით მათ კი არა, თქვენ მოგემსახურებოდათ ის, რაც ეხლა გეუწყათ ციდან მოვლინებული სულიწმიდის მიერ, თქვენი მახარებლისგან, რის ჩაწვდომასაც ნატრობდნენ ანგელოზები.
საქმეები 5:12
მოციქულთა ხელით მრავალი ნიშანი და სასწაული ხდებოდა ხალხში. და იყვნენ ერთსულოვნად ყველანი სოლომონის სტოაში.
საქმეები 1:15
იმ დღეებში წამოდგა პეტრე შეკრებილ ძმებს შორის და თქვა (იქნებოდა იმ ადგილას სულ ასოცამდე კაცი):
საქმეები 2:44
ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ.
საქმეები 9:41
ხელი გაუწოდა, წამოაყენა, დაუძახა წმიდებსა და ქვრივებს და ცოცხალი წარუდგინა იგი.
1 ტიმოთეს 4:12
თავს ნუ დაამცირებინებ შენი სიჭაბუკის გამო, არამედ მორწმუნეთათვის მაგალითი იყავი სიტყვაში, საქმეში, სიყვარულში, სულში, რწმენაში, სიწმიდეში.
საქმეები 15:23
დაწერეს თავიანთი ხელით: „მოციქულები და უხუცესები, ძმები – ანტიოქიაში, სირიასა და კილიკიაში, წარმართთაგან მოქცეულ ძმებს: გიხაროდეთ!
საქმეები 10:45
მორწმუნენი წინადაცვეთილთაგან, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, გაოცდნენ, რომ სულიწმიდის ნიჭი წარმართებსაც მოეფინათ,
საქმეები 11:1-3
გაიგეს მოციქულებმა და ძმებმა, რომლებიც იუდეაში იყვნენ, რომ წარმართებმაც მიიღეს ღვთის სიტყვა. როცა პეტრე ავიდა იერუსალიმში, საყვედურობდნენ მას წინადაცვეთილები და ეუბნებოდნენ: წინადაუცვეთელ ხალხთან შეხვედი და მათთან ერთად ჭამეო.
საქმეები 15:5
წამოდგნენ ზოგიერთნი მორწმუნენი ფარისეველთა დასიდან და თქვეს, რომ საჭიროა მათი წინადაცვეთა და მცნებად დადება, რომ დაიცვან მოსეს რჯული.
საქმეები 21:20-25
ეს რომ მოისმინეს, ადიდეს ღმერთი და უთხრეს მას: „ხედავ, ძმაო, რამდენი ათასი მორწმუნეა იუდეველთა შორის! და ყველანი რჯულის მოშურნენი არიან. შენზე გაიგეს, რომ მოსესგან განდგომას ასწავლი წარმართებში მცხოვრებ ყველა იუდეველს, და ამბობ, რომ არ უნდა წინადაცვითონ თავიანთ შვილებს და არც წეს-ჩვეულებებს უნდა მისდიონო. აბა, რა ვქნათ? ნამდვილად შეიყრება ხალხი, შენს მოსვლას რომ გაიგებენ. ისე მოიქეცი, როგორც ჩვენ გეტყვით: ჩვენ გვყავს ოთხი კაცი, რომელთაც აღთქმა აქვთ დადებული. წაიყვანე ესენი, მათთან ერთად განიწმიდე, გაიღე მათი ხარჯები, რათა თავი გაიპარსონ, და გაიგებს ყველა, რომ რაც შენზე გაუგიათ, ტყუილია, და რომ შენ თვითონ განაგრძობ რჯულის დაცვას. ხოლო წარმართებზე, რომელთაც ირწმუნეს, ჩვენ ვიმსჯელეთ და მივწერეთ, მოერიდონ ნაკერპავებს, სისხლს, დამხრჩვალს და მრუშობას.”
1 კორინთელთა 7:12-13
სხვებს კი ვეუბნები მე და არა უფალი: თუ ვინმე ძმას ჰყავს ურწმუნო ცოლი და ის ქალი თანახმაა მასთან იცხოვროს, ნუ დატოვებს იმ ცოლს. დედაკაცი, რომელსაც ურწმუნო ქმარი ჰყავს და კაცს სურს მასთან ცხოვრება, ნუ დატოვებს ქმარს.
საქმეები 15:2
როდესაც პავლეს და ბარნაბას უთანხმოება და არამცირედი დავა მოუხდათ მათთან, გადაწყვიტეს, პავლე, ბარნაბა და ზოგიერთი სხვა მათგანი ამ საკითხის გამო ასულიყვნენ იერუსალიმში მოციქულებთან და უხუცესებთან.
საქმეები 16:1
ჩავიდა დერბეს და ლუსტრას. და, აჰა, იქ იყო ერთი მოწაფე, სახელად ტიმოთე, იუდეველი მორწმუნე დედაკაცისა და ბერძენი მამის შვილი,
1 კორინთელთა 6:5
თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ ამას: ნუთუ თქვენში არ მოიპოვება ერთი ბრძენი, რომ შეეძლოს განკითხვა თავის ძმებს შორის?
1 კორინთელთა 14:22
ამიტომ ენა მორწმუნეთათვის კი არ არის ნიშანი, არამედ ურწმუნოთათვის. და წინასწარმეტყველება ურწმუნოთათვის კი არ არის, არამედ მორწმუნეთათვის.
2 კორინთელთა 6:14-15
ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად. რადგან რა მონაწილეობა აქვს სიმართლეს ურჯულოებასთან? რა აქვს საზიარო ნათელს ბნელთან? რა თანხმობა აქვს ქრისტეს ბელიართან? ან რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?
1 თესალონიკელთა 1:7
ისე, რომ გახდით ნიმუში ყველა მორწმუნისათვის მაკედონიასა და აქაიაში.
1 ტიმოთეს 5:16
თუ რომელიმე მორწმუნე კაცს ან ქალს ჰყავს ქვრივები, დაეხმაროს მათ და ტვირთად არ დააკისრონ ეკლესიას, რათა მას შეეძლოს ნამდვილი ქვრივების რჩენა.
გალატელთა 6:10
მაშ, ვიდრე დრო გვაქვს, სიკეთე ვაკეთოთ ყველამ, და უფრო მეტად მათ, ვინც ჩვენიანია რწმენით.
1 ტიმოთეს 6:2
რომელთაც მორწმუნე პატრონები ჰყავთ, ნუ მოექცევიან მათ უპატიოდ, რახან ისინი ძმები არიან. არამედ უფრო მეტად ემსახურონ, ვინაიდან მორწმუნენი არიან და, საყვარელნი, და ქველმოქმედებას ეწევიან. ეს ასწავლე და შეაგონე.
1 პეტრეს 2:17
ყველას პატივი მიაგეთ, გიყვარდეთ საძმო, ღვთისა გეშინოდეთ, მეფეს პატივი ეცით.