საქმეები 2:38
ხოლო პეტრემ უთხრა მათ: „მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს.
2 ტიმოთეს 2:19
ღვთის მტკიცე საფუძველი კი ურყევი რჩება და აქვს ეს ბეჭედი: „იცნო უფალმა თავისიანები და განუდგეს უსამართლობას ყველა, ვინც აღიარებს უფლის სახელს”.,
2 მეფეთა 24:10
გული აუფორიაქდა დავითს ხალხის აღრიცხვის შემდეგ. და უთხრა დავითმა უფალს: „დიდად შეგცოდე იმით, რაც ჩავიდინე; ახლა, გემუდარები, უფალო, მიუტევე შენს მსახურს ცოდვა, რადგან ძლიერ უგუნურად მოვიქეცი”.
1 ნეშტთა 21:8
უთხრა დავითმა ღმერთს: „ფრიად შევცოდე, ეს რომ გავაკეთე! ახლა გევედრები, მიუტევე უფალო, დანაშაული შენს მსახურს, რადგან უგუნურად მოვიქეცი”.
4 მეფეთა 22:19
რადგან მოლბა შენი გული და მოიდრიკე უფლის წინაშე, როცა გაიგე, რაც ამ ადგილსა და მის მაცხოვრებლებზე მაქვს ნათქვამი, რომ გაუდაბურდებიან და დაიწყევლებიან ისინი, შემოიხიე სამოსელი და მოსთქვამდი ჩემ წინაშე, მეც ამიტომ გისმინე, ბრძანებს უფალი.
ლუკას 15:21
უთხრა ვაჟმა: მამა! შევცოდე ზეცის წინააღმდეგ და შენ წინაშე. ღირსი აღარ ვარ, შენს ძედ ვიწოდებოდე.
ლუკას 18:13
ხოლო მებაჟე მოშორებით იდგა, ვერც კი ბედავდა, რომ ცისკენ აღეპყრო თვალი. მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა: ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი.
მათეს 26:75
და გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი სიტყვა: სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო. გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა.
მარკოზის 14:72
მყისვე მეორედ იყივლა მამალმა; და გაახსენდა პეტრეს სიტყვა, იესომ რომ უთხრა: „სანამ მამალი ორჯერ იყივლებდეს სამჯერ უარმყოფო; და იწყო ტირილი”.
ლუკას 3:1-6
იბერიუს კეისრის მეფობის მეთხუთმეტე წელს, როცა იუდეას პონტოელი პილატე განაგებდა, ჰეროდე გალილეას მეოთხედმთავარი იყო, მისი ძმა ფილიპე – იტირეასა და ტრაქონელთა ოლქის მეოთხედმთავარი, ხოლო ლისანისი – აბილინეს მეოთხედმთავარი. ანნასა და კაიაფას მღვდელმთავრობისას, ღმერთის სიტყვა იყო იოანე ზაქარიას ძისადმი, უდაბნოში. დადიოდა იგი იორდანეს მთელ მიდამოებში და ქადაგებდა სინანულის ნათლისცემას ცოდვათა მისატევებლად. როგორც ესაია წინასწარმეტყველის სიტყვათა წიგნშია დაწერილი: „ხმა მღაღადებლისა უდაბნოში, განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები. ყოველი ხევი ამოივსება, ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება, მრუდე გაიმართება და ოღროჩოღრო გზა მოსწორდება. და ყოველი ხორციელი იხილავს ხსნას ღმერთისას”.
ესაია 19:22
დალახვრავს ეგვიპტეს უფალი, განსაკურნად მოიქცევიან უფლისკენ, შეისმენს მათ ვედრებას და განკურნავს.
ეზრა 10:1
როცა ლოცულობდა ეზრა და ტირილით ინანიებდა ღვთის სახლის წინ გართხმული, შემოიკრიბა მის ირგვლივ ისრაელიანთა დიდძალი კრებული – კაცები, ქალები, ბავშვები, რადგან მწარედ ტიროდა ხალხიც.
4 მეფეთა 23:1-7
გაგზავნა მეფემ მოციქულები და შეკრიბეს მასთან იუდასა და იერუსალიმის მთელი უხუცესობა. წავიდა მეფე უფლის სახლში და მასთან ერთად იუდას ყველა კაცი და იერუსალიმის ყველა მცხოვრები, ასევე მღვდლები, წინასწარმეტყველნი, მთელი ერი დიდიდან პატარამდე და მათ გასაგონად წაიკითხა მეფემ იმ აღთქმის წიგნის ყოველი სიტყვა, უფლის სახლში რომ იპოვეს. დადგა მეფე სვეტის წინ და დადო აღთქმა უფლის წინაშე, რომ ივლიდა უფლის კვალზე, მთელი გულით და მთელი სულით დაიცავდა მის მცნებებს, მოწმობებსა და დადგენილებებს, რათა აღსრულებულიყო ამ წიგნში ჩაწერილი აღთქმის სიტყვები. მთელმა ხალხმა მოიწონა აღთქმა. უბრძანა მეფემ ხილკიაჰუ მღვდელმთავარს, მეორე საფეხურის მღვდლებსა და კარიბჭის მცველთ, რომ გამოეტანათ უფლის სახლიდან ბაყალისთვის, აშერისთვის და მთელი ციური ლაშქრისთვის გაკეთებული ჭურჭელი და ცეცხლს მისცა ისინი იერუსალიმის გარეთ, კედრონის ველზე, ხოლო ნაცარი ბეთელში წაიღო. გაყარა იუდას მეფეთა მიერ დაყენებული ქურუმები, რომლებიც საკმეველს აკმევდნენ მაღლობებზე იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის შემოგარენში; და ბაყალს, მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებსა და ცის მთელ მხედრობას უკმევდნენ; გაიტანა აშერი უფლის სახლიდან იერუსალიმის გარეთ, კედრონის ხევისკენ, დაწვა კედრონის ხევში, მტვრად აქცია და ხალხის ძეთა საფლავებზე გააბნია. დაანგრია უფლის სახლთან მდგარი მეძავთა სახლები, სადაც დედაკაცები საფარველს უქსოვდნენ აშერს;
2 ნეშტთა 15:8-15
როცა ასამ ეს სიტყვები და ყაზარიას წინასწარმეტყველება მოისმინა, სიმხნევე მოიკრიბა და იუდეიდან და ბენიამინის ქვეყნიდან ბილწი კერპები მოაშორა; იმ ქალაქებიდანაც, ეფრემის მთაზე რომ დაიპყრო; განაახლა უფლის სამსხვერპლო, რომელიც უფლის ტაძრის წინ იყო. შეკრიბა მთელი იუდა და ბენიამინი, ეფრემისგან, მენაშესგან და სიმონისგან წამოსულ ხიზნებთან ერთად, რადგან მრავალნი გადავიდნენ მის მხარეზე ისრაელიდან, როდესაც დაინახეს, რომ უფალი, მისი ღმერთი იყო მასთან. ასას მეფობის მეთხუთმეტე წელს, მესამე თვეში შეიკრიბნენ ისინი იერუსალიმში, შესწირეს უფალს იმ დღეს მოტანილი ნადავლიდან, შვიდასი ხარი და შვიდი ათასი ცხვარი. აღთქმა დადეს, რომ მთელი გულითა და მთელი სულით ეძიათ უფალი, თავიანთი მამების ღმერთი; ყველა, ვინც არ ეძიებდა უფალს, ისრაელის ღმერთს, უნდა მომკვდარიყო – უმცროსიდან უფროსამდე, მამაკაციდან დედაკაცამდე. შეჰფიცეს უფალს ხმამაღალი ხმითა და შეძახილებით, საყვირებითა და ბუკებით. ხარობდა მთელი იუდა ამ ფიცის გამო, რადგან მთელი გულით შეჰფიცეს, გულმოდგინედ ეძიებდნენ მას და მანაც აპოვნინა თავი. ყველა მხრიდან სიმშვიდე მისცა მათ უფალმა.
იოანეს 3:6-8
ხორცისგან შობილი ხორცია და სულისგან შობილი – სული. ნუ გიკვირს, რომ გეუბნები, მაღლიდან უნდა იშვათ-მეთქი. ქარი ქრის, სადაც მოისურვებს; მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისგან არის შობილი”.
გამოცხადება 3:3
გაიხსენე, რაც მიიღე და მოისმინე, და დაიცავი და მოინანიე. თუ არ იფხიზლებ, მოვალ, როგორც ქურდი, და ვერ გაიგებ, რა დროს მოგივალ.
იაონეს 3:5
მიუგო იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც წყლისა და სულისგან არ იშვება, ვერ შევა ღმერთის სამეფოში.
მსგავსი თემები: