დაბადება 1:11
შემდეგ თქვა ღმერთმა: „აღმოაცენოს მიწამ მცენარეული – ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი – მიწაზე თავისი ჯიშებისამებრ, თესლოვანი ნაყოფის მომტანი“. და იქმნა ასე.
დაბადება 1:24
თქვა ღმერთმა: „წარმოშვას მიწამ ცოცხალი არსებანი თავისი ჯიშებისამებრ – პირუტყვი, ქვეწარმავალი და მიწის მხეცები“. და იქმნა ასე.
ლევიანნი 25:19
მოგცემს მიწა თავის ნაყოფს, შეჭამთ ძღომამდე და იცხოვრებთ მშვიდად.
ფსალმუნები 66:6
მიწა გვაძლევს თავის ნაყოფს; დაე, გვაკურთხოს ღმერთმა, ჩვენმა ღმერთმა.
ფსალმუნები 84:12
დიახ, სიკეთეს გვიბოძებს უფალი და ჩვენი მიწა თავის მოსავალს გამოიღებს.
რიცხვნი 13:20
და როგორია ქვეყანა, რომელშიც ცხოვრობს იგი, კარგია ის თუ ცუდი, როგორია ქალაქები, რომლებშიც ის ცხოვრობს, ბანაკებში მკვიდრობს თუ ციხე-სიმაგრეებში;
მეორე რჯული 1:25
თავისი ხელით აიღეს იმ ქვეყნის ნაყოფები და ჩამოიტანეს ჩვენთან, ამბავი მოგვიტანეს და გვითხრეს: „კარგია ის ქვეყანა, რომელსაც გვაძლევს უფალი, ჩვენი ღმერთი“.
მეორე რჯული 28:4
ურთხეული იქნება შენი მუცლის, მიწისა და საქონლის ნაყოფი, შენი ნახირის მონაგები და შენი ფარის ნამატი.
მეორე რჯული 28:11
სიუხვეს მოგცემს უფალი ყველა სიკეთეში, შენი მუცლის, საქონლისა და მინდვრის ნაყოფებში, იმ მიწაზე, რომლის მიცემაც შეჰფიცა შენს მამებს უფალმა.
მეორე რჯული 30:9
სიუხვით გიკურთხებს უფალი ღმერთი შენი ხელის ყველა საქმეს, შენი მუცლის, საქონლისა და მიწის ნაყოფს, სიკეთისთვის; რადგან კვლავ სასიკეთოდ გაიხარებს უფალი შენზე, როგორც ხარობდა იგი შენს მამებზე,
ეზეკიელი 34:27
ველის ხე თავის ნაყოფს მოისხამს და მიწა თავის მოსავალს გამოიღებს. უსაფრთხოდ იქნებიან თავიანთ მიწაზე და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როცა დავგლეჯ მათი უღლის საკვრელთ და გამოვიხსნი მათი დამმონებლების ხელიდან.
ზაქარია 8:12
რადგან სიმშვიდეში დაითესება, ვაზი თავის ნაყოფს გამოიღებს და მიწა – თავისას, ცა თავის ნამს გაიღებს და დარჩენილ ხალხს დავუმკვიდრებ ამ ყოველივეს.
ესაია 30:23
და იქნება: წვიმას მისცემს იგი შენს თესლს, რომელსაც დათესავ მიწაზე; და პური, მიწის ნაყოფი, მსუყე იქნება და ნოყიერი. იბალახებს იმ დღეს შენი პირუტყვი გაშლილ საძოვარზე.
ფსალმუნები 71:16
იყოს სიუხვე პურისა დედამიწაზე, მთათა მწვერვალებზე. ლიბანის ტყესავით იბიბინებს მისი ნაყოფი; აყვავდნენ კაცნი ქალაქებში, როგორც ბალახი დედამიწაზე.
ესაია 55:10
რადგან როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ციდან და აღარ ბრუნდება უკან, თუ არ დაარწყულა დედამიწა, არ გაანაყოფიერა და არ აღმოაცენებინა, რომ მისცეს თესლი მთესველს და პური – მჭამელს;
ებრაელთა 6:7
ვინაიდან მიწა, რომელიც იწოვს მასზე მრავალგზის მოსულ წვიმას და იძლევა მწვანილს, სასარგებლოა მათთვის, ვისთვისაც მუშავდება – იგი ღვთისგან ღებულობს კურთხევას.
ესაია 36:17
სანამ მოვსულვარ და წამიყვანიხართ თქვენი ქვეყნის მსგავს ქვეყანაში, ხორბლისა და მაჭრის ქვეყანაში, ყანებისა და ვენახების ქვეყანაში.
მალაქია 3:11
შენთვის შევაჩერებ მჭამელს, რომ მიწის ნაყოფი არ გაგინადგუროს მინდორში და ვაზი არ გაგიპარტახოს – ამბობს ცაბაოთ უფალი.
მათეს 13:8
სხვა კი კეთილ ნიადაგზე დავარდა და ნაყოფი გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმა ოცდაათი.
მათეს 13:23
ხოლო კეთილ ნიადაგზე დათესილი ის არის, ვინც მოისმენს სიტყვას და გონებით ჩასწვდება; სწორედ მას გამოაქვს ნაყოფი, ზოგს ასი, ზოგს სამოცი და ზოგსაც ოცდაათი“.
მარკოზის 4:8
ზოგი კარგ ნიადაგზე დავარდა და ნაყოფი გამოიღო. აღმოცენდა, იმატა და ნაყოფი გამოიღო – ერთი ოცდაათად, ერთი სამოცად და ერთი ასად“.
მარკოზის 4:20
კარგ ნიადაგზე დათესილი კი ისინი არიან, რომლებიც მოისმენენ სიტყვას, მიიღებენ და ნაყოფიც მოაქვთ: ერთი ოცდაათად, სამოცად და ასად“.
ლუკას 8:8
ზოგი კი კარგ ნიადაგზე დავარდა, აღმოცენდა და ასმაგი ნაყოფი გამოიღო“. ეს თქვა და დაიძახა: „ვისაც სასმენად აქვს ყურები, ისმინოს!“
იაკობის 5:18
კვლავ ილოცა და მისცა ცამ წვიმა, და მიწამაც აღმოაცენა თავისი ნაყოფი.