მადლიერება ბიბლიის მუხლები

ფილიპელთა 4:6
არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს

1 თესალონიკელთა 5:18
მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის, ვინაიდან ეს არის თქვენს მიმართ ღვთის ნება ქრისტე იესოში;

ფსალმუნები 106:1
ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!

ფსალმუნები 94:2-3
სამადლობელით წარვდგეთ მის წინაშე, და სიმღერით შევღაღადოთ მას. რადგან უფალი არის დიდი ღმერთი და მეფე – ყველა ღვთაებაზე აღმატებული;

1 კორინთელთა 1:4-5
მარადის ვმადლობ ღმერთს თქვენთვის, ღვთის მადლისათვის, რომელიც გებოძათ თქვენ ქრისტე იესოში, იმიტომ, რომ გამდიდრდით მასში ყოველივეთი, ყოველგვარი სიტყვით და ყოველგვარი ცოდნით,

2 კორინთელთა 4:15-16
ვინაიდან ყოველივე თქვენთვის არის, რათა მრავლის მიერ მადლის გამრავლებით გავრცელდეს მადლიერება ღვთის სადიდებლად. ამიტომ არ ვცხრებით, მაგრამ თუ გარეგანი კაცი იხრწნება, ჩვენი შინაგანი მაინც განახლდება დღითი დღე.

2 კორინთელთა 9:11-12
ყველაფერში გამდიდრდებით ყოველგვარი ხელგაშლილობისათვის, რაც ჩვენს მიერ ღვთისადმი მადლიერებას გამოიწვევს. ვინაიდან ამ საქმის სამსახური არა მარტო ავსებს წმიდათა ნაკლებობას, არამედ უხვობს კიდეც ღვთისადმი მრავალი მადლიერებით.

ეფესელთა 5:20
მადლობდეთ ყოველთვის ყველაფრისათვის ღმერთს და მამას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით.

ფსალმუნები 49:14
მადლობა შესწირე ღმერთს და შეუსრულე უზენაესს აღთქმები შენი.

ებრაელთა 13:15
მაშ, მისი საშუალებით მუდამ ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ესე იგი, მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფს.

1 ტიმოთეს 4:4-5
ვინაიდან ღვთის გაჩენილი ყოველივე კარგია და არაფერია უარსაყოფი, თუ მადლიერებით იქნება მიღებული, რადგან იწმიდება ღვთის სიტყვით და ლოცვით.

1 ნეშტთა 16:34
აქეთ უფალი, რადგან კეთილია იგი. რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.

ფსალმუნები 27:7
უფალი ბურჯია ჩემი და ფარი ჩემი; მისით სასოებს ჩემი გული, და დამეხმარა, და გაიხარებს ჩემი გული, და ჩემი სიმღერით ვიტყვი მის ქებას.

ფსალმუნები 99:4
შედით მის კარიბჭეში ხოტბის შესხმით, მის ეზოებში – ქება-დიდებით; მადლობა შესწირეთ მას, ადიდეთ სახელი მისი!

ფსალმუნები 30:19
რაოდენ მრავალი გაქვს სიკეთე, უფალო, შენთა მოშიშთათვის რომ ინახავ, შენს მსასოებელთ რომ განუმზადე ადამის ძეთა წინაშე.

კოლოსელთა 3:15
ბატონობდეს თქვენს გულებში ღვთის მშვიდობა, რომლისკენაც მოწოდებულნი ხართ ერთ სხეულად და იყავით მადლიერნი.

რომაელთა 12:1
ამრიგად, შეგაგონებთ, ძმებო, ღვთის წყალობებით, რომ შესწიროთ თქვენი სხეული ცოცხალ, წმიდა, ღვთის სასურველ მსხვერპლად, რაც თქვენი სულიერი მსახურება იქნება.

2 კორინთელთა 2:14
მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის ძლევას გვანიჭებს ქრისტეში და ჩვენი ხელით ავრცელებს თავისი ცოდნის კეთილსურნელებას ყოველ ადგილას,

იერემია 33:11
მხიარულების ხმა და ლხენის ხმა, ნეფის ხმა და პატარძლის ხმა, ხმა მთქმელთა: ადიდეთ უფალი ცაბაოთი, რადგან კეთილია უფალი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! მოიტანენ სამადლობელ მსხვერპლს უფლის სახლში, რადგან დავაბრუნებ მათ ტყვეობიდან, როგორც თავდაპირველად იყო.” – სიტყვა უფლისა.

კოლოსელთა 3:17
და ყოველივე, რასაც თქვენ აკეთებთ სიტყვით თუ საქმით, ყოველივე გააკეთეთ უფალ იესოს სახელით და მის მიერ ჰმადლობდეთ მამა ღმერთს.

COMMENTS