2 მეფეთა 5:9
ცხოვრობდა ციხე-სიმაგრეში დავითი და უწოდა მას დავითის ქალაქი; მილოს ირგვლივ და შიგნით ყოველივე ააშენა დავითმა.
ეზრა 4:12
ცნობილი იყოს მეფისთვის, რომ იუდეველნი, რომლებიც შენგან გამოვიდნენ, ჩვენთან ამოვიდნენ იერუსალიმში, და აშენებენ ამ მეამბოხე და ბოროტ ქალაქს, კედლები აღმართეს და საძირკვლებს ამაგრებენ.
ნეემია 2:17
ბოლოს ვუთხარი: „თქვენ ხედავთ იმ უბედურებას, რომელშიც ვიმყოფებით, როგორ არის იერუსალიმი მოოხრებული და მისი კარიბჭეები ცეცხლით დამწვარი: წავიდეთ და ავაშენოთ იერუსალიმის კედელი და ნუღარ ვიქნებით ასე შერცხვენილნი.
ნეემია 2:18
და მოვუყევი ჩემი ღმერთის ხელის შესახებ, სასიკეთოდ რომ იდო ჩემზე, აგრეთვე მეფის სიტყვებზე, რომლებიც მითხრა. და თქვეს: “ავდგეთ და ავაშენოთ!” და განიმტკიცეს ხელი კეთილი საქმისთვის.
ნეემია 3:1-32
ადგნენ მღვდელმთავარი ელიაშიბი და მისი ძმანი, მღვდლები და ააშენეს ცხვრის კარიბჭე; წმიდა ჰყვეს იგი, კარი ჩაუყენეს და წმიდა ჰყვეს მეას გოდოლამდე და ხანანელის გოდოლამდე. გვერდით იერიხოელნი აშენებდნენ. ხოლო მათ გვერდით ზაქურ იმრის ძე აშენებდა. თევზის კარიბჭეს სენაყას ძენი აშენებდნენ; გადახურეს და კარები ჩამოკიდეს თავისი ბოქლომებითა და ურდულებით. მათ გვერდით კი ურია კოცის ძის შვილი, მერემოთი ამაგრებდა კედელს. მის გვერდით ბერექიაჰუ მეშეზაბელის ძის შვილი, მეშულამი ამაგრებდა, ხოლო მის გვერდით – ცადოკი, ბაყანას ძე. მათ გვერდით თეკოაყელები ამაგრებდნენ, თუმცა მათი დიდებულები თავს არ იწუხებდნენ თავიანთი უფლის საქმის გამო. ძველ კარიბჭეს იეჰოიადა ფასეახის ძე და მეშულამ ბესოდეიას ძე ამაგრებდნენ; გადახურეს და ჩამოკიდეს კარები, თავისი ბოქლომებითა და ურდულებით. მათ გვერდით მელატია გაბაონელი და იადონ მერონოთელი ამაგრებდნენ, გიბაონისა და მიცფას მკვიდრნი, რომლებიც მდინარისგაღმელი განმგებლის მფლობელობაში იყვნენ. მათ გვერდით ყუზიელ ხარჰაიას ძე, ოქრომჭედელი ამაგრებდა და მის გვერდით კი ანანია, რომელიც ერთ-ერთი მენელსაცხებლის ძე იყო; ფართო კედლამდე აღადგინეს მათ იერუსალიმი. მის გვერდით რეფაია ხურის ძე ამაგრებდა, იერუსალიმის ნახევაროლქის მთავარი. მის გვერდით საკუთარი სახლის წინ ამაგრებდა იედაია ხარუმაფის ძე, მის შემდეგ კი – ხატუშ ხაშაბნიას ძე. მეორე ნაწილი მალქია ხარიმის ძემ და ხაშუბ ფახათ-მოაბის ძემ გაამაგრეს და მათვე შეაკეთეს ღუმელის გოდოლიც. მის გვერდით იერუსალიმის ნახევაროლქის მთავარმა, შალუმ ჰალოხეშის ძემ გაამაგრა, თვითონ და მისმა ასულებმა. ხევის კარიბჭე ხანუნმა და ზანოახის მცხოვრებლებმა გაამაგრეს; ააშენეს და ჩამოკიდეს კარები, თავისი ბოქლომებითა და ურდულებით. მათვე ააშენეს ასი წყრთა კედელი ნაგვის კარიბჭემდე. ნაგვის კარიბჭე ბეთ-ქარემის ოლქის მთავარმა მალქია რეხაბის ძემ გაამაგრა, მან ააშენა იგი და ჩამოკიდა კარები, თავისი ბოქლომებითა და ურდულებით. წყაროსთვალის კარიბჭე კი მიცფას ოლქის მთავარმა, შალუნ ქოლხოზეს ძემ გაამაგრა; მან ააშენა, გადახურა იგი და ჩამოკიდა კარები, თავისი ბოქლომებითა და ურდულებით. მანვე ააშენა შელახის აუზის კედელი, სამეფო ბაღთან, დავითის ქალაქიდან ჩამომავალ საფეხურებამდე. მის შემდეგ ბეთცურის ნახევაროლქის მთავარმა ნეემია ყაზბუკის ძემ გაამაგრა, დავითის სამარხის მოპირდაპირე მხარემდე, ხელოვნურ წყალსატევამდე და გმირთა სახლამდე. მის გვერდით ლევიანები ამაგრებდნენ, რეხუმბანის ძის ხელმძღვანელობით, ხოლო მის გვერდით, კეყილას ოლქის ნახევრის მთავარმა ხაშბაიამ გაამაგრა თავისი ოლქის სახელით. გვერდით კი მათი ძმები ამაგრებდნენ, ბავაი ხენადადის ძე, კეყილას ნახევაროლქის მთავარი. მის გვერდით მიცფას ოლქის მთავარი ყეზერ იეშუას ძე ამაგრებდა კედლის ერთ ნაწილს, იარაღის საწყობის ასასვლელამდე, რომელიც კუთხეში იყო. მის შემდეგ კი მეორე ნაწილს ბარუქ ზაბაის ძე ამაგრებდა გულანთებული, კუთხიდან ელიაშიბ მღვდელმთავრის სახლის შესასვლელამდე. შემდეგ ურია კოცის ძის შვილი, მერემოთი ამაგრებდა მეორე ნაკვეთს – ელიაშიბის სახლის შესასვლელიდან, ელიაშიბის სახლის ბოლომდე. შემდეგ შემოგარენში მცხოვრები მღვდლები ამაგრებდნენ. მათ შემდეგ ბენიამინი და ხაშუბი ამაგრებდნენ თავიანთი სახლის წინ; შემდეგ კი მაყასეია ანანიას ძის ვაჟი ყაზარია ამაგრებდა კედელს თავის სახლთან; მის შემდეგ ბინუი, ხენადადის ძე ამაგრებდა მეორე ნაკვეთს – ყაზარიას სახლიდან კუთხემდე და მოსახვევამდე. ფალალ უზაის ძე კუთხისა და გოდოლის პირდაპირ აგებდა კედელს, მეფის ზემო სახლისა და სატუსაღოს ეზოსთან. მის შემდეგ ფედაია ფარყოშის ძე იყო. ტაძრის მსახურნი, ყოფელში რომ მკვიდრობდნენ, წყლის კარიბჭისა და აღმოსავლეთით, გამოშვერილი გოდოლის წინ ამაგრებდნენ. მათ შემდეგ თეკოაყელნი ამაგრებდნენ მეორე ნაკვეთს დიდი გამოშვერილი გოდოლის პირდაპირ და ყოფელის კედლამდე. ცხენთა კარიბჭის ზემოთ მღვდლები ამაგრებდნენ, თითოეული თავისი სახლის წინ. მათ შემდეგ ცადოკ იმერის ძე ამაგრებდა თავისი სახლის წინ; მის შემდეგ კი შემაყია შექანიას ძე ამაგრებდა, აღმოსავლეთის კარიბჭის გუშაგი. მის შემდეგ ხანანია შელემიას ძე და ხანუნ ცალაფის მეექვსე ძე ამაგრებდნენ მეორე ნაწილს; მათ შემდეგ მეშულამ ბერექიას ძე ამაგრებდა თავისი საცხოვრებლის წინ. მის შემდეგ ამაგრებდა მალაქია, ერთ-ერთი ოქრომჭედლის ძე, ნეთინელთა და ვაჭართა სახლამდე, რომელიც სათვალთვალო კარიბჭის პირდაპირ, ზემო მოსახვევთან იყო. ზემო მოსახვევსა და ცხვართა კარიბჭეს შორის მჭედლები და ვაჭრები ამაგრებდნენ.
ფსალმუნები 50:18
სიკეთე უყავ შენი კეთილგანწყობით სიონს, აღადგინე გალავნები იერუსალიმისა.
ფსალმუნები 146:2
უფალი აშენებს იერუსალიმს და კრებს განდევნილებს ისრაელიდან.
ფსალმუნები 101:16
რადგან აღაშენებს უფალი სიონს და იქ გამოცხადდება თავისი დიდებით.
ესაია 44:28
კიროსზე ამბობს: „ჩემი მწყემსია და ჩემს ყველა სურვილს შეასრულებს!” იერუსალიმს ეუბნება: „აშენდები!” და ტაძარს: „ჩაიყრება შენი საძირკველი!”
ესაია 61:4
კვლავ ააშენებენ უძველეს ნანგრევებს, წინანდელ ნაოხარს აღადგენენ. განაახლებენ დანგრეულ ქალაქებს, გაუდაბურებული რომ იყო თაობიდან თაობამდე.
იერემია 30:18
ასე ამბობს უფალი: აჰა, მე დავაბრუნებ იაკობის კარვების ქონებას და შევიბრალებ მის სამკვიდრო ადგილებს; ქალაქი თავის ნანგრევებზე აშენდება და სასახლე თავის კანონიერ ადგილზე აღიმართება.
იერემია 31:4
კვლავ აგაშენებ და აშენდები, ქალწულო ისრაელისა; ისევ მოირთვები შენი ბობღნით და გამოხვალ მოზეიმე მოცეკვავეებში.
იერემია 31:38
„აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, და კვლავ აუშენდება უფალს ქალაქი ხანანელის კოშკიდან კუთხის კარიბჭემდე.
ეზეკიელი 36:10
გავამრავლებ თქვენზე ადამიანს, მთელ ისრაელის ხალხს, მთლიანად დასახლდებით, გამოცოცხლდება ქალაქები და აღდგება ნანგრევები.
ნეემია 2:5
ვუთხარი მეფეს: „თუ ინებებს მეფე, და თუ შენმა მსახურმა მადლი ჰპოვა შენ წინაშე, მაშინ გამგზავნე იუდაში, ჩემი მამების სამარხების ქალაქში, და თავიდან ავაშენებ მას”.
დანიელი 9:25
ოღონდ იცოდე და ჩაწვდი: იერუსალიმის აღდგენისა და აშენების ბრძანების გამოსვლიდან, ცხებული მმართველის მოსვლამდე, იქნება შვიდი შვიდეული. და სამოცდაორ შვიდეულში ხელახლა აშენდება იერუსალიმი, თავისი მოედნითა და თხრილით, ძნელბედობის ჟამსაც კი.
3 მეფეთა 9:15
ეს არის სოლომონ მეფისგან დაწესებული ბეგარა უფლის სახლისა და მეფის სახლის, მილოს, იერუსალიმის კედლის, ხაცორის, მეგიდოს და გეზერის ასაშენებლად.
3 მეფეთა 9:24
და ავიდა ფარაონის ასული დავითის ქალაქიდან თავის სახლში, რომელიც აუშენა სოლომონმა; მაშინ ააშენა მან მილო.
3 მეფეთა 11:27
აი, მიზეზი, რის გამოც ხელი აღმართა მეფეზე: მილო ააშენა სოლომონმა, დანგრეულ ნაპრალებს აღადგენდა მამამისის, დავითის ქალაქში.
მიქა 7:11
შენი კედლების აშენების დღე შენი საზღვრების გავრცელების დღე იქნება.
მიქა 3:10
სისხლით რომ აშენებთ სიონს და უსამართლობით – იერუსალიმს.