ის ჩვენი ღმერთია ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 104:7
ის არის უფალი, ჩვენი ღმერთი, მთელ ქვეყნიერებაზეა მისი სამართალი.

იესო ნავეს ძე 24:18
განდევნა უფალმა ჩვენგან ყველა ხალხი და ამორელნიც, ამ ქვეყნის მკვიდრნი. ჩვენც ვემსახურებით უფალს, რადგან ისაა ჩვენი ღმერთი.

ესაია 25:9
იტყვიან იმ დღეს: აჰა, ესაა ჩვენი ღმერთი, მას ველოდით და გვიხსნა, უფალს ველოდით და ვხარობთ და ვზეიმობთ მისმიერი ხსნით.

ფსალმუნები 94:7
რადგან ის არის ჩვენი ღმერთი, ჩვენ კი მისი სამწყსოს ხალხი და ცხვარი მის ხელში. დღეს, თუ მოისმენთ მის ხმას,

იოანეს 8:54
მიუგო იესომ: თუ მე საკუთარ თავს განვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე განმადიდებს მამაჩემი, ვისზეც ამბობთ, ჩვენი ღმერთი არისო.

მეორე რჯული 10:21
ისაა შენი დიდება და შენი ღმერთი, რომელმაც შენს თვალწინ მოიმოქმედა დიადი და საშინელი საქმეები.

გამოსვლა 15:2
ჩემი ძალა და დიდებაა უფალი. ის მყავდა მხსნელად, იგია ჩემი ღმერთი და მას განვადიდებ; მამაჩემის ღმერთია და მას ავამაღლებ.

ესაია 40:9
მაღალ მთაზე ადი, მახარებელო სიონო! ძლიერად აიმაღლე ხმა, მახარებელო იერუსალიმო! აიმაღლე და ნუ გეშინია, უთხარი იუდას ქალაქებს: აჰა, თქვენი ღმერთი!

მეორე რჯული 29:13
რათა დაგადგინოს დღეს თავის ხალხად, თვითონ კი შენი ღმერთი გახდეს, როგორც გითხრა და შეჰფიცა შენს მამებს: აბრაჰამს, ისაკსა და იაკობს.

მეორე რჯული 26:17
რაკი აღუთქვი დღეს უფალს, რომ შენი ღმერთი იქნება იგი, რათა დადიოდე მისი გზებით, იცავდე მის წესებს, მცნებებსა და სამართალს და ისმენდე მის ხმას.

ფსალმუნები 32:12
ნეტარია ხალხი, ვისი ღმერთიც არის უფალი, ხალხი – მისდა მემკვიდრედ ამორჩეული.

ფსალმუნები 143:15
ნეტარია ხალხი, რომელსაც ასე მისდის საქმე. ნეტარია ხალხი, ვისი ღმერთიც უფალია!

ებრაელთა 11:16
მაგრამ მათ სურდათ უკეთესი, ესე იგი, ზეციური; ამიტომ ღმერთსაც არ რცხვენია, რომ თავს მათი ღმერთი უწოდოს, ვინაიდან მან თვითონ მოუმზადა მათ ქალაქი.

დაბადება 28:21
და მშვიდობით დამაბრუნებს მამაჩემის სახლში, მაშინ უფალი იქნება ჩემი ღმერთი.