გამოსვლა 13:21
უფალი უძღოდა მათ წინ დღისით ღრუბლის სვეტში გზის საჩვენებლად, ღამით კი ცეცხლის სვეტში გზის გასანათებლად, რათა ევლოთ დღითა და ღამით.
გამოსვლა 14:19-21
და დაიძრა ისრაელის ბანაკის წინ მავალი ღვთის ანგელოზი და დაუდგა მათ უკან; და დაიძრა ღრუბლის სვეტი წინიდან, და დადგა მათ უკან. და ჩადგა ეგვიპტელთა და ისრაელის ბანაკთა შორის – და იყო ღრუბელი და სიბნელე – და გაანათა ღამე, და აღმართა მოსემ ხელი ზღვაზე და მიდენიდა უფალი ზღვას აღმოსავლეთის ძლიერი ქარით მთელ იმ ღამეს, და აქცია ზღვა ხმელეთად და გაიპო წყალი.
გამოსვლა 16:10
და როცა ელაპარაკებოდა აარონი ისრაელიანთა მთელ თემს, ისინი შებრუნდნენ უდაბნოსაკენ, და აჰა, უფლის დიდება გამოჩნდა ღრუბელში.
გამოსვლა 33:9
როგორც კი კარავში შევიდოდა მოსე, ეშვებოდა სვეტი ღრუბლისა და იდგა კარვის შესასვლელთან, და უფალი ელაპარაკებოდა მოსეს.
რიცხვნი 12:5
და ჩამოვიდა უფალი ღრუბლის სვეტში, და დადგა კარვის შესასვლელთან, და მოუხმო აარონსა და მირიამს, და ორივე გავიდა.
ფსალმუნები 77:14
დღისით ღრუბელით მიუძღოდა მათ, და მთელი ღამე – ცეცხლის შუქით.
გამოსვლა 40:35
ვერ შევიდა მოსე საკრებულო კარავში, რადგან დაივანა მასზე ღრუბელმა და უფლის დიდებამ აავსო სავანე.
ლევიანნი 16:2
და უთხრა უფალმა მოსეს: უთხარი აარონს, შენს ძმას, მოერიდოს საწმიდარში წამდაუწუმ შესვლას ფარდის იქით კიდობნის სარქვლის წინ, რათა არ მოკვდეს, რადგან მე ღრუბლიდან გამოვჩნდები სარქველზე.
2 მეფეთა 6:2
და მთელი თავისი ხალხითურთ ადგა დავითი და წავიდა იუდას ბაყალედან, რათა იქიდან ამოეტანათ ღვთის კიდობანი, რომელიც იწოდება ცაბაოთ უფლის სახელით, რომელიც ქერუბიმებზე ზის.
2 ნეშტთა 5:13-14
ხმაშეწყობილნი იყვნენ მესაყვირენი და მგალობელნი, რათა ერთხმად ეგალობათ უფლისთვის და ედიდებინათ, და როცა იქუხა საყვირების და წინწილების ხმამ, უფლის ქებით: „რადგან კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.“ მაშინ უფლის სახლი ღრუბელმა აავსო, და ვეღარ შეძლეს მღვდლებმა იქ დგომა და სამსახურის გაწევა ღრუბლის გამო, რადგან უფლის დიდებამ აავსო ღვთის სახლი.
ფსალმუნები 79:1
ყური მომაპყარ, მწყემსო ისრაელისა, წინ რომ უძღოდი იოსებს, ვითარცა ცხვარს! ქერუბიმებზე ამხედრებულო, გამოგვეცხადე.
4 მეფეთა 20:9
და თქვა ესაიამ: “ეს იყოს შენთვის ნიშნად უფლისგან, რომ აასრულებს უფალი თავის ნათქვამ სიტყვას: ‘ათი საფეხურით წინ წავიდეს ჩრდილი თუ ათი საფეხურით დაბრუნდეს უკან?’“
2 ნეშტთა 32:24
იმ დღეებში სასიკვდილოდ დასნეულდა იეხიზკიაჰუ და შეევედრა უფალს. ელაპარაკა უფალი და მისცა ნიშანი.
ესაია 7:14
ამიტომ უფალი თვითონ მოგცემთ ნიშანს: აჰა, ქალწული დაორსულდება და შობს ძეს და უწოდებს მას სახელად ემანუელს.
ლუკას 2:12
და ეს გექნებათ ნიშნად: იპოვით ჩვილს, შეხვეულს და ბაგაში მწოლარეს.“
მათეს 3:16-17
ნათელი რომ იღო, იესო მაშინვე ამოვიდა წყლიდან. და, აჰა, გაეხსნა მას ცანი და იხილა ღმერთის სული, მტრედივით გარდამომავალი, მასზე რომ ეშვებოდა. და, აჰა, ხმა იყო ციდან, რომელიც ამბობდა: „ეს არის ჩემი ძე საყვარელი, რომელშიც არის ჩემი სათნოება.“
საქმეები 2:1-4
ორმოცდამეათე დღე რომ დგებოდა, ყველანი ერთად იყვნენ იმავე ადგილას. და უეცრად შეიქნა ხმაური ზეციდან, თითქოს ძლიერმა ქარმა დაბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი იყვნენ შეკრებილნი. და ეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, თითქოს ცეცხლისანი, და სათითაოდ დაივანეს ყოველ მათგანზე. და ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ.