ღვთის საგანძურები ბიბლიის მუხლები

მალაქია 3:10
მოიტანეთ მთელი მეათედი საგანძურში, რომ იყოს საზრდო ჩემს სახლში. აბა გამომცადეთ ამით – ამბობს ცაბაოთ უფალი – თუ არ გაგიხსნათ ცის სარკმელები და არ გადმოგიღვაროთ კურთხევა აუწყველად.

მეორე რჯული 28:12
გაგიხსნის უფალი თავის საგანძურს, ზეცას, რათა თავის დროზე მისცეს წვიმა შენს მიწას და აკურთხოს ყოველი საქმე შენს ხელში; მრავალ ერს ასესხებ შენ და თავად კი არ ისესხებ.

იობი 38:22
თუ შესულხარ თოვლის სანახებში და სეტყვის სანახები თუ გინახავს?

ფსალმუნები 134:7
ქვეყნის კიდეებიდან ამოჰყავს ღრუბლები, ელვას წვიმად აქცევს და ქარი გამოჰყავს თავისი საცავებიდან.

იერემია 10:13
ხმას გამოცემს და წყლები ხმაურობენ ცაში, ღრუბლები ამოჰყავს ქვეყნის კიდეებიდან, ელვას წარმოშობს წვიმაში და ქარი გამოჰყავს სანახებიდან.

იერემია 51:16
მის ხმაზე წყლები ხმაურობენ ზეცაში, იგი ამაღლებს ღრუბლებს დედამიწის კიდეებიდან, წვიმაში ელვას ბადებს და ქარი გამოჰყავს თავისი სანახებიდან.

ფსალმუნები 32:7
შეკრიბა ზღვის წყლები, ვითარცა ტიკში, საცავებში მოათავსა უფსკრულები.

მეორე რჯული 32:34
განა ჩემს საგანძურში არაა იგი დაფარული და ჩემს საუნჯეში დაბეჭდილი?!

ესაია 33:6
დაგიდგება უსაფრთხო ჟამი, ხსნის, სიბრძნისა და ცოდნის სიუხვეში; და ღვთისმოშიშებაში – რომელიც მისი საგანძურია.

ფსალმუნები 30:19
რაოდენ დიდია სიკეთე შენი, რომელსაც შენს მოშიშთათვის ინახავ, შენში თავშესაფრის მძებნელთ რომ განუმზადე, ადამის ძეთა წინაშე.

იგავნი 2:7
სიბრძნეს უნახავს მართლებს, ფარია იგი უბიწოდ მოარულთათვის,

დანიელი 9:14
ამიტომაც დაგვატეხა თავს უფალმა ეს უბედურება, რადგან მართალია უფალი, ჩვენი ღმერთი, თავის ყველა საქმეში, რომელიც მან მოიმოქმედა; მაგრამ ჩვენ მაინც არ ვუგდებდით ყურს მის ხმას.

მათეს 13:30
გაუშვით, ერთად იზარდოს ორივემ მკის დრომდე. მკის დროს კი ვეტყვი მომკელებს: უწინ ღვარძლი მოაგროვეთ და ძნებად შეჰკარით, რომ დაწვათ ისინი; ხორბალი კი ჩემს ბეღელში დაახვავეთ”.

ლუკას 3:17
მისი ფიწალი მის ხელთ არის, იგი გაწმედს თავის კალოს და ბეღელში მოაგროვებს ხორბალს, ბზეს კი ჩაუქრობელი ცეცხლით დაწვავს”.