მეორე რჯული 9:8
და ხორებში განარისხეთ უფალი, და ისე განრისხდა უფალი თქვენზე, რომ განადგურება დაგიპირათ.
გამოსვლა 15:7
და შენი დიდებულების სიდიადით ამხობ შენს წინააღმდეგ ამხედრებულებს. გზავნი შენს მძვინვარებას და ნამჯასავით გადაბუგავს მათ.
გამოსვლა 32:10-11
ახლა მიმიშვი, რათა აღეგზნოს ჩემი რისხვა მათზე და მოვსპო ისინი, შემდეგ კი გაქცევ შენ დიდ ხალხად”. და ევედრა მოსე უფალს, თავის ღმერთს, და უთხრა: „რად უნდა აღეგზნოს შენი რისხვა შენს ხალხზე, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან დიდი ძალითა და ძლიერი ხელით?
რიცხვნი 11:1-2
და ხალხი დრტვინავდა ბოროტად უფლის გასაგონად. და ისმინა უფალმა და აინთო მისი რისხვა, და მოეკიდა მათ ცეცხლი უფლისა, და შთანთქა ბანაკის კიდე. და შეჰღაღადა ხალხმა მოსეს; და ილოცა მოსემ უფლის მიმართ და დაცხრა ცეცხლი.
იობი 4:9
უფლის სუნთქვაზე დაიღუპებიან და მისი რისხვის ქარზე გაწყდებიან.
ესაია 13:5
მოდიან შორეულ ქვეყნიდან, ცის კიდიდან უფალი და მისი რისხვის იარაღები მთელი ქვეყნის გასანადგურებლად.
იერემია 32:29
და მოვლენ ქალდეველნი, მებრძოლნი ამ ქალაქის წინააღმდეგ, და ცეცხლს წაუკიდებენ და გადასწვავენ მას და სახლებს, რომლის ბანებზეც უკმევდნენ ბაყალს და უღვრიდნენ საღვრელს უცხო ღმერთებს, რათა გავეჯავრებინეთ მე.
გოდება იერემიასი 2:2
შეუბრალებლად მოსპო უფალმა იაკობის ყველა საცხოვრებელი, თავისი წყრომით დაანგრია იუდას ასულის ციხე-სიმაგრენი, მიწაზე დასცა, შებღალა სამეფო და მისი მთავარნი.
რიცხვნი 32:13
და აღიგზნო რისხვა უფლისა ისრაელზე და ახეტიალა იგი უდაბნოში ორმოცი წელიწადი, ვიდრე არ გადაშენდა მთელი თაობა, რომელიც ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში.
4 მეფეთა 13:3
და აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელის ძეთა მიმართ და ჩაუგდო ისინი ხელში ხაზაელს, არამის მეფეს; და ბენ ჰადადს, ხაზაელის ძეს, დიდი ხნით.
ესაია 51:20
შენი ძენი დაუძლურდნენ, წვანან ყოველი ქუჩის თავში, როგორც გარეთხა ასმანაკში, სავსენი უფლის რისხვით, შენი ღმერთის მუქარით.
ეზეკიელი 7:8
ახლა მალე გადმოგაღვრით ჩემს რისხვას და შენზე მოვიკლავ ჩემს წყრომას; განგსჯი შენს საქმეთაებრ და მთელს შენს სიბილწეებს თავზე დაგათევ!
აბაკუმი 3:12
რისხვით აბიჯებ დედამიწაზე და გულისწყრომით თელავ ხალხებს.
მათეს 21:12-13
შევიდა იესო ტაძრად და გამორეკა ყველა გამყიდველი და მყიდველი, ვინც ტაძარში იყო, და გადააყირავა მეკერმეთა დახლები და მტრედების გამყიდველთა მერხები. უთხრა მათ: „დაწერილია: ‘ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება,’ თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად გიქცევიათ იგი!”
ესაია 13:9
აი, მოდის უფლის დღე – სასტიკი, წყრომა და მძვინვარე რისხვა, რათა უდაბნოდ აქციოს ქვეყანა და მისი შემცოდენი აღხოცოს მისგან.
დანიელი 8:19
და მითხრა: „აჰა, გამცნებ, რა მოხდება რისხვის დასასრულს, რადგან ეს აღსასრულის დათქმულ ჟამს შეეხება.
მეორე რჯული 31:17
და აღიგზნება რისხვა ჩემი მასზე იმ დღეს, და მივატოვებ, და დავუმალავ მათ ჩემს სახეს, შთაინთქმებიან ისინი და შეემთხვევა მას მრავალი უბედურება და გაჭირვება. და იტყვის იმ დღეს: ‘იმიტომ ხომ არ შემემთხვა ეს უბედურება, რომ ღმერთი არ არის ჩემში?’
4 მეფეთა 17:18
მაშინ დიდად განურისხდა უფალი ისრაელს და თავიდან მოიშორა ისინი, მხოლოდ ერთი იუდას ტომიღა დარჩა.
4 მეფეთა 23:25-27
არ ყოფილა მანამდე მისი მსგავსი მეფე, რომელიც მთელი გულითა და სულით, მთელი თავისი ძალით, მოსეს რჯულის თანახმად, ყოფილიყო მოქცეული უფლისადმი. არც მის მერე გამოჩენილა მისი მსგავსი. მაგრამ არ შებრუნებულა უფალი დიდი რისხვისგან, რითაც მრისხანებდა იგი იუდაზე. ყველა წყენის გამო, რაც მენაშემ აწყენინა მას. და თქვა უფალმა: “იუდასაც მოვიშორებ ჩემგან, როგორც ისრაელი მოვიშორე. არად ჩავაგდებ ამ ქალაქს, იერუსალიმს, რომელიც ავირჩიე, იერუსალიმს და სახლს, რომელზეც ვთქვი: ‘აქ იქნება ჩემი სახელი.”
ფსალმუნები 77:59
მოისმინა ღმერთმა და განრისხდა და მეტისმეტად შეიძულა ისრაელი.
ფსალმუნები 88:38
მაგრამ მიატოვე და შეიზიზღე, განრისხდი შენს ცხებულზე!
გოდება იერემიასი 2:6-7
ბაღივით გაძარცვა თავისი კარავი, ააოხრა თავისი შესაკრებელი ადგილი, დაავიწყა უფალმა სიონში დღესასწაული და შაბათი, და მოიძულა თავისი წყრომის რისხვით მეფე და მთავარი. მიატოვა უფალმა თავისი სამსხვერპლო, მოიძულა თავისი ტაძარი, მტრის ხელთ გადასცა თავის სასახლეთა გალავნები, ხმა გამოსცეს უფლის სახლში, როგორც დღესასწაულის დღეს.