ბიბლიის მუხლები თემაზე
ღვთის რჩევა
16 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
ფსალმუნები 72:24
შენი რჩევით მიმიძღვი წინ და დიდებამდე მიგყავარ.
-
ფსალმუნები 15:7
ვაკურთხებ უფალს, რომ მომცა რჩევა; ღამღამობითაც კი მწვრთნის ჩემი გული.
-
ფსალმუნები 31:8
ამბობს უფალი: დაგარიგებ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო, თვალს დავიჭერ შენზე.
-
ფსალმუნები 118:24
შენი მცნებები სიხარულია ჩემთვის - ჩემი მრჩეველნი არიან ისინი.
-
ესაია 9:6
რადგან ვაჟი შეგვეძინა, ძე მოგვეცა; მის მხრებზე დაივანებს მმართველობა და ეწოდება მას სახელად საკვირველი მრჩეველი, ძლიერი ღმერთი, საუკუნო მამა და მშვიდობის მთავარი.
-
იერემია 32:19
აღმატებულია განზრახვაში და დიდებულია საქმეებში; მისი თვალები ღიაა ადამიანის ძეთა გზების მიმართ, რათა თითოეულს თავისი გზებისა და ნამოქმედარის ნაყოფის მიხედვით მიუზღო.
-
ფსალმუნები 32:11
რჩევა უფლისა იდგება მარადიულად და თაობიდან თაობამდე - ზრახვანი მისი გულისა.
-
იგავნი 19:21
მრავალი განზრახვაა კაცის გულში, მაგრამ უფლის გადაწყვეტილება ასრულდება.
-
ეფესელთა 1:11
მასში მივიღეთ მემკვიდრეობა, რისთვისაც წინასწარვე ვიყავით განწესებულნი მისი განზრახვის თანახმად, ვინც ყოველივეს თავისი ნება-სურვილით იქმს.
-
2 მეფეთა 16:23
ახითოფელის მიერ გაცემული რჩევა იმ დროს ისე ითვლებოდა, როგორც ღვთისთვის ნაკითხი სიტყვა. ასეთი იყო ახითოფელის ყოველი რჩევა დავითისთვისაც და აბესალომისთვისაც.
-
იგავნი 8:14
ჩემთანაა რჩევა და ჯანსაღი სიბრძნე; მე ვარ გონიერება და მაქვს ძლიერება.
-
ფსალმუნები 106:11
რადგან ეურჩებოდნენ ღვთის სიტყვებს და უზენაესის რჩევას უგულებელყოფდნენ.
-
ფსალმუნები 105:13
მალევე დაივიწყეს მისი საქმეები, არ დაელოდნენ მის რჩევას.
-
ესაია 30:2
ეგვიპტეში რომ ჩადიან ჩემი ბაგის უკითხავად, ფარაონის მფარველობის ქვეშ რომ მტკიცდებიან და ეგვიპტის ჩრდილქვეშ რომ ეძებენ თავშესაფარს.
-
იგავნი 1:25
უკუაგდეთ ჩემი რჩევები; ყური არ ათხოვეთ ჩემს შეგონებებს.
-
იგავნი 1:30
არ მიიღეს ჩემი რჩევა და მოიძულეს ჩემი ყველა შეგონება.