ღვთის გმობა – ბიბლიური ციტატები

ფსალმუნები 72:9
მათი პირი ცას მისწვდა და მათი ენა დედამიწაზე დაიარება.

ფსალმუნები 73:18
გაიხსენე ეს: მტერი აგინებს უფალს და არამზადა ხალხი ლანძღავს შენს სახელს.

ესაია 8:21
ჩაივლის იქ გატანჯული და მშიერი. როცა დაიმშევა, გაავდება, გმობას დაუწყებს თავის მეფეს და თავის ღმერთს და მაღლა აიხედავს.

ესაია 52:5
რა მინდა აქ ახლა, ამბობს უფალი, როცა ჩემი ხალხი მუქთად არის წაყვანილი. მისი მთავარნი ქვითინებენ, ამბობს უფალი, და გამუდმებით, დღენიადაგ, ილანძღება ჩემი სახელი.

ეზეკიელი 35:12
მიხვდები, რომ მე, უფალს, მესმოდა შენგან ყოველი აუგი, რომელიც გითქვამს ისრაელის მთებზე: გაუდაბურდნენ, ჩვენ მოგვეცა შესაჭმელადო.

ესაია 36:15-20
ნუ დაგაიმედებთ უფლით ხიზკიაჰუ, რომ გეუბნებათ: ‘გვიხსნის ჩვენ უფალი, არ დაეცემა ეს ქალაქი აშურის მეფის ხელით!’ ნუ მოუსმენთ ხიზკიაჰუს, რადგან ასე ბრძანა აშურის მეფემ: ‘დამნებდით მე და გამოდით ჩემთან, და ჭამოს თითოეულმა ნაყოფი თავისი ვაზისა და თავისი ლეღვისა, და სვას თითოეულმა წყალი თავისი ჭისა, სანამ მოვიდოდე და წაგიყვანდე თქვენი ქვეყნის მსგავს ქვეყანაში, ხორბლისა და მაჭრის ქვეყანაში, პურისა და ვენახების ქვეყანაში.’ ნუ გაქეზებთ თქვენ ხიზკიაჰუ: ‘უფალი გვიხსნის ჩვენ!’ განა იხსნეს ხალხების ღმერთებმა – თითოეულმა თავისი ქვეყანა აშურის მეფის ხელიდან? სად არიან ხამათისა და არფადის ღმერთები? სად არიან სეფარვაიმის ღმერთები? როდის უხსნიათ მათ სამარია ჩემი ხელიდან? ამ ქვეყნების ღმერთებს შორის რომელმა იხსნა თავისი ქვეყანა ჩემი ხელიდან, რომ უფალმა იხსნას იერუსალიმი ჩემი ხელიდან?”

მალაქია 3:13
„მძლავრობენ ჩემზე თქვენი სიტყვები,” – ამბობს უფალი; – „თქვენ კი ამბობთ: რა გვითქვამს შენზეო?

დანიელი 11:36
თავის ნებაზე მოიქცევა მეფე: თავს აღიზევებს და განიდიდებს ყველა ღმერთზე და საკვირველებებს ილაპარაკებს ღმერთთა ღმერთის წინააღმდეგ, და წარმატებული იქნება გულისწყრომის დასრულებამდე, რადგან ნაბრძანები აღსრულდება.

2 თესალონიკელთა 2:4
წინააღმდგომი და აღზევებული ყოველივეზე მაღლა, რაც კი რამ სახელდებულია ღმერთად და სამსახურებლად. ისე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება იგი, როგორც ღმერთი და თავს ღმერთად გამოაცხადებს.

რომაელთა 2:24
რადგან თქვენი გულისათვის, როგორც სწერია, ღვთის სახელი იგმობა წარმართებში.