ფსალმუნები 3:4
ჩემი ხმით მოვუხმობდი უფალს და მიპასუხა თავისი წმიდა მთიდან.
ფსალმუნები 33:4
ვეძებდი უფალს და მიპასუხა, დამიხსნა ყველა ჩემი შიშისგან.
ფსალმუნები 117:5
სივიწროვიდან ვუხმობდი უფალს, სიფართოვით მიპასუხა უფალმა.
ფსალმუნები 119:1
ჩემი გაჭირვების ჟამს მოვუხმე უფალს და მიპასუხა.
ფსალმუნები 6:9
ისმინა უფალმა ჩემი ვედრება; უფალი მიიღებს ჩემს ლოცვას.
იონა 2:2
ამბობდა: „გასაჭირში მოვუხმე უფალს და მან მიპასუხა! შემოგღაღადე შავეთის წიაღიდან და შენ ისმინე ჩემი ხმა!
აბაკუმი 2:2
მიპასუხა უფალმა და მითხრა: ჩაწერე ჩვენება და დაფებზე ამოტვიფრე, რომ იოლად წაიკითხოს მკითხველმა.
იერემია 23:35
ასე ეტყვის თითოეული თავის ახლობელს და თითოეული თავის ძმას: რა უპასუხა უფალმა? რა თქვა უფალმა?
იერემია 23:37
ასე ეტყვი წინასწარმეტყველს: რა გიპასუხა უფალმა? რა თქვა უფალმა?
ზაქარია 1:13
მიუგო უფალმა ჩემთან მოლაპარაკე ანგელოზს კეთილი და ნუგეშისმცემელი სიტყვები.
დაბადება 35:3
ავდგეთ და ავიდეთ ბეთელში, სამსხვერპლოს ავუგებ იქ ღმერთს, რომელმაც მისმინა გაჭირვების ჟამს და ჩემთან ერთად იყო ჩემს გზაზე.“
ფსალმუნები 137:3
რა დღესაც მოგიხმე, მიპასუხე, გამამხნევე და სული განმიმტკიცე.
გამოსვლა 19:19
და საყვირის ხმა ძლიერდებოდა მეტად. მოსე ლაპარაკობდა და ღმერთი პასუხობდა ხმით.
1 მეფეთა 7:9
აიყვანა სამუელმა ძუძუთა კრავი და მთლიანად შესწირა სრულადდასაწველად უფალს, და შეჰღაღადა სამუელმა უფალს ისრაელისათვის და უსმინა მას უფალმა.
1 ნეშტთა 21:26
იმ ადგილას აუგო დავითმა უფალს სამსხვერპლო, და მიიტანა სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლი. და მოუხმო უფალს. მან კი სრულადდასაწველის სამსხვერპლოზე ზეციდან ცეცხლის მოცემით უპასუხა.
იობი 38:1
მაშინ მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა:
ფსალმუნები 117:21
გადიდებ შენ, რადგან მიპასუხე და გახდი ჩემი ხსნა!
ფსალმუნები 118:26
გზანი ჩემნი განგიცხადე და მიპასუხე; მასწავლე წესები შენი.
ფსალმუნები 98:8
უფალო, ღმერთო ჩვენო! შენ უპასუხებდი მათ; მიმტევებელი ღმერთი იყავი მათთვის, და აგრეთვე შურისმაძიებელი მათი ნამოქმედარის.
ესაია 49:8
ასე ამბობს უფალი: „სასურველ დროს გიპასუხე შენ და ხსნის დღეს შეგეწიე; შეგინახავ და გაგხდი შენ ერის აღთქმად, რათა აღადგინო ქვეყანა და დაუმკვიდრო აოხრებული სამკვიდროები;
ფსალმუნები 64:5
საშინელებებით სამართლიანად გვპასუხობ, ღმერთო, ჩვენო მხსნელო, სასოებავ დედამიწის ყველა კუთხისა და შორეული ზღვის მცხოვრებთა;
ფსალმუნები 80:7
გაჭირვებაში მომიხმე და გადაგარჩინე, გპასუხობდი იდუმალებით სავსე ქუხილის ხმით, გამოგცადე მერიბას წყლებზე.