ღმერთმა ილაპარაკა წინასწარმეტყველთა მეშვეობით ბიბლიური ციტატები

ეზრა 9:11
რომლებიც გვამცნე შენი წინასწარმეტყველებისა და მსახურთა მეშვეობით: ქვეყანა, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ, უწმიდურია იმ მიწაზე მცხოვრები ხალხების საზიზღრობათა გამო, რადგან კიდეებამდე აღავსეს თავისი უწმიდურებით.

ებრაელთა 1:1
ღმერთი, ძველთაგან მრავალჯერ და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველთა მეშვეობით,

ლუკა 1:70
როგორც ამბობდა დასაბამიდან თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით,

4 მეფეთა 21:10
ამბობდა უფალი თავის მსახურთა, წინასწარმეტყველთა მეშვეობით:

4 მეფეთა 24:2
აგზავნიდა ხოლმე უფალი იუდას დასაღუპად ქალდეველთა, არამელთა, მოაბელთა და ყამონის ძეთა ურდოებს, იმ სიტყვისამებრ, რომელიც წინასწარმეტყველთა მეშვეობით ჰქონდა ნათქვამი.

ეზეკიელი 38:17
ასე ამბობს უფალი ღმერთი: განა შენ ის არა ხარ, რომელზეც ვლაპარაკობდი მე შორეულ წარსულში ჩემს მსახურთა, ისრაელის წინასწარმეტყველთა პირით, რომელნიც წინასწარმეტყველებდნენ იმ დღეებში, რომ მე მოგიყვანდით მათ წინააღმდეგ.

დანიელი 9:10
ყური არ დავუგდეთ უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას, რათა გვევლო მისი რჯულის მიხედვით, თავის მსახურ წინასწარმეტყველთა ხელით რომ დაგვიდო წინ.

ზაქარია 7:7
განა ეს სიტყვები არ არის, უფალმა რომ ილაპარაკა წინანდელ წინასწარმეტყველთა მეშვეობით, როცა დასახლებული და დამშვიდებული იყო იერუსალიმი, მის გარშემო არსებულ ქალაქებთან, ნეგებთან და დაბლობთან ერთად?

ზაქარია 1:6
მაგრამ ჩემი სიტყვები და მცნებები, რომლებიც ვუანდერძე ჩემს მსახურთ, წინასწარმეტყველთ, ხომ მისწვდა თქვენს მამებს? ისინი მიუბრუნდნენ ერთმანეთს და უთხრეს: „როგორც განიზრახა ცაბაოთ უფალმა მოგვქცეოდა ჩვენი გზებისა და საქმეების გამო, ისეც მოგვექცა.“

ზაქარია 7:12
გულები გაიქვავეს, რომ არ ესმინათ რჯული და სიტყვები, ცაბაოთ უფალმა რომ მოავლინა თავისი სულით წინანდელ წინასწარმეტყველთა მეშვეობით; ამიტომ იყო მათზე დიდი რისხვა ცაბაოთ უფლისგან.

ეზეკიელი 1:13
ცოცხალი არსებანი გარეგნულად მოგიზგიზე ნაკვერჩხლებს ჰგავდნენ და რაღაც ალით მოდებული ჩირაღდანივით მიმოდიოდა მათ შორის. ელვარება ჰქონდა ცეცხლს, ელვა გამოდიოდა მისგან.

4 მეფეთა 17:13
აფრთხილებდა უფალი ისრაელს და იუდას თავისი ყოველი წინასწარმეტყველისა და ყოველი მისნის პირით და ეუბნებოდა: „მოიქეცით თქვენი ბოროტი გზიდან, დაიცავით ჩემი მცნებები და წესები იმ რჯულის მიხედვით, რომელიც შთავაგონე თქვენს მამებს და რომელიც თქვენც გადმოგეცით ჩემს მსახურთა, წინასწარმეტყველთა პირით.“

იერემია 29:15
რადგან თქვენ ამბობთ: უფალმა ბაბილონშიც აღგვიდგინაო წინასწარმეტყველნი.

მათეს 1:22
ხოლო ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს სიტყვა უფლისა, წინასწარმეტყველის მიერ თქმული:

საქმეები 3:18
ხოლო ღმერთმა, როგორც წინასწარ გვამცნო ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით, რომ ქრისტე უნდა წამებულიყო, ასევე აღასრულა კიდეც.

საქმეები 3:21
რომელიც ზეცამ უნდა დაიფაროს ყოველთა აღდგინებამდე, როგორც ღმერთი დასაბამიდან ამბობდა თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით.

გამოცხადება 10:7
მაგრამ მეშვიდე ანგელოზის ხმის დღეებში, როცა ის დააყვირებს საყვირს, აღსრულდება ღვთის საიდუმლო, თავის მსახურ წინასწარმეტყველებს რომ ახარა.

ნეემია 9:30
მრავალ წელს უთმენდი მათ და შეაგონებდი შენი სულით, წინასწარმეტყველთა მეშვეობით, მაგრამ არ შეისმინეს და დედამიწის ხალხებს ჩაუგდე ხელთ ისინი.

ოსია 6:5
ამის გამო ვცემდი მათ წინასწარმეტყველთა ხელით და ვანადგურებდი ჩემი პირის სიტყვებით; შენი განკითხვა სინათლეზე გამოვა.