ღმერთმა იცის ადამიანის გული ბიბლიის მუხლები

3 მეფეთა 8:39
ზეციდან, შენი სამკვიდრებლიდან მოისმინე, აპატიე და აღუსრულე და ყოველ კაცს მისი გზებისამებრ მიაგე, რადგან იცი მისი გული, რადგან შენ, მხოლოდ შენ იცნობ ყოველი კაცის გულს;

1 ნეშტთა 28:9
შენც სოლომონ, ჩემო ძეო, შეიცანი მამაშენის ღმერთი და მთელი გულითა და გონებით ემსახურე მას, რამეთუ მთლიანად იკვლევს გულს უფალი და ფიქრთა ყოველი ზრახვა უწყის. თუ მოძებნი მას – იპოვი, თუ მიატოვებ – სამუდამოდ უარგყოფს.

1 მეფეთა 16:7
უთხრა უფალმა სამუელს: „ნუ უყურებ მის გარეგნობას და ტანის სიმაღლეს, რადგან მე უარვყავი იგი. უფალი ისე არ ხედავს, როგორც კაცი; კაცი მხოლოდ გარეგნობას ხედავს, ხოლო უფალი გულს უყურებს.“

ფსალმუნები 7:9
შეწყდეს უმართლოთა ბოროტება, მართალი კი განამტკიცე, რადგან შენ სცდი გულებსა და ზრახვებს, მართალო ღმერთო!

ფსალმუნები 18:14
დაე, სასურველი იყოს შენთვის, სიტყვანი ჩემი პირისა და ფიქრები ჩემი გულისა, უფალო, ბურჯო და გამომსყიდველო ჩემო.

ფსალმუნები 25:2
შემამოწმე უფალო და გამომცადე, ბრძმედში გამოატარე ჩემი გონება და გული.

ფსალმუნები 37:9
უფალო, შენ წინაშეა ყველა ჩემი სურვილი და ჩემი ოხვრაც არაა დაფარული შენგან.

ფსალმუნები 43:21
განა არ გვაზღვევინებდა ამას ღმერთი? რადგან იცის მან საიდუმლონი გულისა.

ფსალმუნები 138:2-23
იცი, როდის ვჯდები და ვდგები; შორიდანვე ხვდები ჩემს ფიქრებს. დავდივარ თუ ვისვენებ ჩემს გვერდით ხარ; გამოკვლეული გაქვს ყველა გზა ჩემი. ჯერ ენაზეც არ მომდგომია სიტყვა, აჰა, უკვე სრულად იცის უფალმა. გარსშემომერტყი ზურგიდან და წინიდან და ხელი დამადე. გაოცებული ვარ, როგორ შემიცანი ასე; ჩემს გონებას აღემატება. სად წავუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი? ზეცაში ავიდე – იქ ხარ, ქვესკნელში ჩავიდე – იქაც ხარ! ფრთებიც რომ გამოვისხა განთიადისა, დავსახლდე ზღვის კიდეზე – იქაც შენი ხელი წამიძღვება და შენი მარჯვენა დამიჭერს. თუ ვიტყვი: ნამდვილად ბნელი დამფარავს და ღამე სინათლედ გადამექცევა. წყვდიადიც კი არ იქნებოდა შენთვის ბნელი; ღამე დღესავით გაანათებდა, რადგან სიბნელეც სინათლეა შენთვის! შენ გამოსახე ჩემი თირკმელები, დედაჩემის მუცელში გამომძერწე. გაქებ, რადგან შიშით აღსავსე და მშვენიერი გამომსახე; საკვირველია შენი საქმენი და კარგად იცის ეს ჩემმა სულმა. არ დაფარულა შენგან ჩემი ძვლები, როცა ჩავისახე იდუმალებაში და შევნივთდი მუცლის სიღრმეებში. ჩემი ჩანასახი იხილეს შენმა თვალებმა და შენს წიგნში იყო ჩაწერილი ჩემი მომავალი დღეები, როცა ჯერ კიდევ არ იყო არც ერთი მათგანი. რაოდენ ძვირფასია ჩემთვის შენი ზრახვანი, ღმერთო, და რაოდენ დიდია მათი რიცხვი. დავთვალო – ქვიშაზე უმრავლესია. ვიძინებ ამ ფიქრებში, ვიღვიძებ და, ისევ შენთან ვარ. ნეტამც მოსრავდე, ღმერთო, ბოროტს! გამშორდით სისხლისმსმელნო! მზაკვრულად ლაპარაკობენ შენზე – ფუჭად ახსენებენ შენს სახელს შენი მტრები! უფალო, ნუთუ არ მოვიძულო შენი მოძულენი და არ ვედავო შენს მოწინააღმდეგეთ?! სრული სიძულვილით მოვიძულე ისინი; შენი მტრები ჩემს მტრებად მივიჩნიე. გამომიკვლიე უფალო და შეიცანი ჩემი გული; შემამოწმე და გაიგე ჩემი აზრები.

იგავნი 15:26
საძაგელია უფლისთვის ბოროტის ზრახვანი, წრფელი სიტყვები კი სასიამოვნო.

იგავნი 21:2
კაცის ყველა გზა მართებულია მის თვალში, მაგრამ უფალი გულებს სწონის.

იერემია 11:20
ცაბაოთ უფალო! სიმართლით განმკითხავო, შენ იკვლევ თირკმელებსა და გულს. მაჩვენე შენი შურისძიება მათზე, შენთვის მომინდვია ჩემი საქმე.

იერემია 20:12
ცაბაოთ უფალო, რომელიც მართალს ცდი და რომელიც გონებასა და გულს ხედავ, მახილვინე შენი შურისგება მათზე, რადგან შენთვის მომინდია ჩემი საქმე.

ეზეკიელი 11:5
გადმოვიდა უფლის სული ჩემზე და მითხრა: „თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი: ასე და ასე ფიქრობთ, ისრაელის სახლო, რადგან ვიცი მე თქვენი აზრები.

გამოცხადება 2:23
სიკვდილით დავხოცავ მის შვილებს და გაიგებს ყველა ეკლესია, რომ მე ვიკვლევ ზრახვებსა და გულს, და მივუზღავ თითოეულ თქვენგანს მისი საქმეებისამებრ.

მათეს 9:4
და მიხვდა იესო მათ ფიქრებს და უთხრა: „რატომ ფიქრობთ თქვენს გულში ბოროტს?