მეორე რჯული 7:7-8
მრავალრიცხოვნების გამო ვერ ამოგირჩევდათ თქვენ უფალი – თქვენ ხომ ყველა სხვა ხალხებზე მცირერიცხოვანი ხართ, არამედ, თქვენდამი მისი სიყვარულის გამო ამოგირჩიათ, და კიდევ იმისათვის, რომ დაეცვა ფიცი, რომელიც შეჰფიცა თქვენს მამებს, – აი ამიტომ გამოგიყვანათ უფალმა ძლიერი ხელით და გიხსნათ მონობის სახლიდან, ეგვიპტის მეფის, ფარაონის, ხელიდან.
ესაია 43:4
ძვირფასი ხარ შენ ჩემს თვალში, შეუფასებელი და მე შეგიყვარე შენ, სხვა ადამიანებს გავიღებ შენს სანაცვლოდ და სხვა ხალხებს შენი სიცოცხლის ფასად.
იერემია 31:3
შორიდან გამომეცხადა უფალი და მითხრა: საუკუნო სიყვარულით შეგიყვარე შენ, ისრაელ, ამიტომაც მოგფინე წყალობა.
ოსია 11:1
როცა ყრმა იყო ისრაელი, მიყვარდა ის და ეგვიპტიდან მოვიხმე იგი, ჩემი ძე.
მარკოზის 10:21
იესომ შეხედა, შეუყვარდა ის და უთხრა: „ერთი რამ გაკლია: წადი, რაც გაქვს, გაყიდე და ღარიბებს დაურიგე და ზეცაში გექნება საუნჯე. მერე მოდი და გამომყევი.“
იოანეს 17:23
მე მათში და შენ ჩემში, რათა მათი ერთიანობა სრულყოფილი იყოს, და რათა იცოდეს ქვეყნიერებამ, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე.
ფსალმუნები 102:13
როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, ისე შეიწყნარებს უფალი მის მოშიშებს;
გამოსვლა 33:19
და თქვა ღმერთმა: „ჩამოვატარებ მთელ ჩემს სიკეთეს შენს წინაშე და წარმოვთქვამ უფლის სახელს შენს წინაშე. და შევიწყალებ, ვისაც შევიწყალებ, და შევიბრალებ, ვისაც შევიბრალებ.“
მათეს 9:36
ხალხის სიმრავლე რომ დაინახა, შეებრალა ისინი, რადგან დამაშვრალნი და უმწეონი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვრები.
მათეს 20:33-34
უთხრეს მას: „თვალები რომ აგვიხილო, უფალო.“ შეებრალა იესოს ისინი და შეეხო მათ თვალებს. და მყისვე აეხილათ თვალები და გაჰყვნენ მას.
იერემია 32:41
გავიხარებ მათთვის სიკეთის ქმნით, და დავნერგავ მათ ამ ქვეყანაში მყარად მთელი ჩემი გულითა და მთელი ჩემი სულით,
გამოსვლა 22:24
და აინთება ჩემი რისხვა, და მოგკლავთ თქვენ მახვილით, და დაქვრივდებიან თქვენი ცოლები და დაობლდებიან თქვენი შვილები.
ეზეკიელი 5:13
და დასრულდება ჩემი რისხვა და დავაცხრობ ჩემს გულისწყრომას მათზე, და დავწყნარდები და გაიგებენ, რომ მე, უფალი ვლაპარაკობდი ჩემი ეჭვიანობისას, მათზე ჩემი რისხვის დასრულებისას.