ღმერთი უსამართლოა? ბიბლიის მუხლები

იობი 19:6-7
იცოდეთ, რომ ღმერთმა დამცა და გამხვია თავის ბადეში. აჰა, ვღაღადებ: ძალადობაა! და არავინ მპასუხობს, შველას ვითხოვ და არაა სამართალი.

იობი 27:2
„ცოცხალია ღმერთი, რომელმაც მართლმსაჯულება წამართვა და ყოვლადძლიერი, რომელმაც სული გამიმწარა,

იობი 34:5
რადგან თქვა იობმა: მართალი ვარ და ღმერთმა წამართვაო სამართალი;

ეზეკიელი 18:25-27
თქვენ ამბობთ: სამართლიანი არ არისო უფლის გზა. ახლა მომისმინე, ისრაელის სახლო: ჩემი გზა არ არის სამართლიანი? თქვენი გზებია უსამართლო! თუ მართალი ზურგს აქცევს თავის სიმართლეს და უმართლოდ მოიქცევა, მოკვდება თავისი უმართლობის გამო, რაც ქმნა და დაიღუპება. და თუ ბოროტი ზურგს აქცევს ბოროტებას, რასაც სჩადიოდა და სამართალსა და სიმართლეს აღასრულებს, თავის სულს გაიცოცხლებს იგი.

ეზეკიელი 33:17-20
მაგრამ ამბობენ შენი ერის ძეები: არასწორიაო უფლის გზა! თავად მათი გზა არ არის სწორი. როცა მართალი თავისი სიმართლიდან მიიქცევა და ურჯულოებას ჩაიდენს, ურჯულოებაში მოკვდება. როცა ბოროტეული მოიქცევა თავისი ბოროტებისგან და სამართალსა და სიმართლეს იქმს, სამართლისა და სიმართლის გამო იცოცხლებს. თქვენ კი ამბობთ: არასწორიაო უფლის გზა! მაგრამ თითოეულს თქვენი გზის მიხედვით გაგასამართლებთ, ისრაელის სახლო!

რომაელთა 3:4-6
არამც და არამც! ღმერთია ჭეშმარიტი, და ყოველი ადამიანი – ცრუ, როგორც წერია: „რათა გამართლდე შენი სიტყვებით, გაიმარჯვო შენი განკითხვისას”. ხოლო თუ ჩვენი უმართლობა გამოაჩენს ღვთის სამართლიანობას, რაღა გვეთქმის? განა უსამართლოა ღმერთი, რომელიც მოავლენს რისხვას? ვლაპარაკობ ადამიანურად. არამც და არამც! სხვაგვარად, როგორღა განიკითხოს ღმერთმა ქვეყნიერება?

იობი 8:3
ნუთუ აუკუღმართებს ღმერთი სამართალს და სიმართლეს – ყოვლადძლიერი?!

იობი 36:23
ვის დაუწესებია მისთვის გზები? ვის უთქვამს: დანაშაული ჩაიდინეო?

იობი 34:10
ამიტომ ისმინეთ ჩემი, გამგებო კაცებო! შორს არის ღმერთი ბოროტებისგან და ყოვლადძლიერი უმართლობისგან!

იობი 34:12
ჭეშმარიტად, არ ჩაიდენს ბო­როტებას ღმერთი და არ გაამრუდებს სამართალს ყოვლადძლიერი!

იობი 34:17
ნუთუ სამართლის მოძულე იგანმგებლებს? ნუთუ მსჯავრს დასდებ ძალმოსილ მართალს?

ფსალმუნები 91:15
რათა გაცხადდეს, რომ მართალია უფალი – კლდე ჩემი; და არ არის მასში უსამართლობა.

რომაელთა 9:14-15
თუ ასეა, რაღა ვთქვათ, ნუთუ უსამართლობაა ღმერთთან? არამც და არამც! რადგან ეუბნება მოსეს: „მოწყალე ვიქნები მათთვის, ვისაც შევიწყალებ და შემბრალე – მათთვის, ვისაც შევიბრალებ”.

იერემია 2:5
ასე ამბობს უფალი: „რა უსამართლობა ჰპოვეს თქვენმა მამებმა ჩემში, რომ გამშორდნენ? ამაოებას მისდიეს და თვითონაც რომ ამაონი გახდნენ?

2 ნეშტთა 19:7
უფლის შიში იყოს თქვენში, ფრთხილად მოიქეცით, რადგან არ არის უფალთან, ჩვენს ღმერთთან, უსამართლობა, პირმოთნეობა და მექრთამეობა”.

2 თესალონიკელთა 1:6
ვინაიდან სამართლიანია ღმერთის წინაშე, რომ ჭირი მიეგოს თქვენს შემაჭირვებლებს,

საქმეები 10:34-35
გახსნა ბაგეები პეტრემ და უთხრა: „ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველი ერიდან ღებულობს იგი მის მოშიშებს და სიმართლის მოქმედთ.