დაბადება 18:25
შორს შენგან ასეთი საქმე – რომ მართალი უკეთურთან ერთად დაღუპო და უკეთურივით იყოს მართალი! შორს შენგან – რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა, სამართლიანად არ განსაჯოს!“
ფსალმუნები 102:6
სიმართლეს და სამართალს იქმს უფალი ყველა ჩაგრულისთვის.
მეორე რჯული 32:4
სალი კლდეა იგი, სრულყოფილია მისი საქმენი, რადგან სამართლიანია მისი ყველა გზა; ჭეშმარიტი ღმერთია ის, არ არის მასში უსამართლობა; მართალია იგი და წრფელი.
დანიელი 4:37
ახლა მე, ნაბუქოდონოსორი, ვაქებ, აღვამაღლებ და პატივს მივაგებ ზეციურ მეფეს, რომლის ყველა საქმეც მართალია და გზა სამართლიანი, და რომელსაც ძალუძს დაამდაბლოს ამაყად მავალნი.“
ესაია 61:11
რადგან როგორც მიწა აღმოაცენებს მცენარეს და როგორც ბაღი გააღვივებს მასში ჩათესილს, ისე უფალი ღმერთი აღმოაცენებს სიმართლესა და დიდებას ყველა ერის წინაშე.
იერემია 9:24
არამედ, ვინც იქადის, იმით დაიქადოს, რომ შეიგნო და მიცნობს, რადგან მე, უფალი ვიქმ წყალობას, სამართალსა და სიმართლეს ამ ქვეყნად, რადგან ეს მახარებს!“ – ამბობს უფალი.
იობი 37:23
ვერ მივაგენით ყოვლადძლიერს, ძალაშია ამაღლებული, სიმართლესა და მრავალმოწყალებაში – არავის ჩაგრავს.
ფსალმუნები 110:7
ჭეშმარიტი და სამართლიანია საქმენი მისი ხელისა, სარწმუნოა ყველა მცნება მისი.
ესაია 42:4
არ შედრკება და არ გატყდება, ვიდრე სამართალს არ დაამკვიდრებს ქვეყნად. მისი რჯულის მოლოდინში არიან ზღვისპირელნი.
ესაია 42:1
„აჰა, მსახური ჩემი, ხელი რომ ჩავჭიდე, ჩემი რჩეული – სანდომი ჩემი გულისა, მასზე დაივანა ჩემმა სულმა და გაუჩენს ერებს სამართალს.
1 მეფეთა 12:7
ამიტომ დადექით, რომ განგსაჯოთ უფლის წინაშე, ყველა იმ სიკეთის გამო, რაც უფალმა მოიმოქმედა თქვენთვის და თქვენი მამებისთვის.
ფსალმუნები 64:5
შიშის მომგვრელი საქმეებით და სიმართლით გვიპასუხე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო, დედამიწის ყველა კუთხისა და შორეული ზღვის მცხოვრებთა იმედო.
დანიელი 9:14
ამიტომაც დაგვატეხა თავს უფალმა ეს უბედურება, რადგან მართალია უფალი, ჩვენი ღმერთი, თავის ყველა საქმეში, რომელიც მან მოიმოქმედა; მაგრამ ჩვენ მაინც არ ვუგდებდით ყურს მის ხმას.
მიქა 6:5
ჩემო ხალხო, გაიხსენე, რა განიზრახა ბალაკმა, მოაბის მეფემ და რას პასუხობდა მას ბილყამ ბეყორის ძე შიტიმიდან გილგალამდე, რათა შეგეცნო უფლის სამართალი.
სოფონია 3:5
სამართლიანია მის წიაღში უფალი, უსამართლობას არ ჩაიდენს, დილ-დილობით გამოაქვს თავისი სამართალი სინათლეზე და არ ბრკოლდება, უსამართლომ კი არ იცის სირცხვილი.
ზაქარია 8:8
მოვიყვან მათ და დამკვიდრდებიან იერუსალიმის წიაღში! იქნებიან ჩემი ხალხი და ვიქნები მათი ღმერთი, ჭეშმარიტებასა და სიმართლეში.
გამოცხადება 15:3-4
და გალობენ მოსეს, ღვთის მსახურის, საგალობელს და კრავის საგალობელს; ამბობენ: „დიდია და საკვირველი შენი საქმენი, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო! მართალია და ჭეშმარიტი შენი გზები, ხალხთა მეფეო! ვინ არ შეშინდება, უფალო, და არ განადიდებს შენს სახელს? რადგან მხოლოდ შენა ხარ წმიდა. ამიტომ ყველა ერი მოვა და თაყვანს გცემს შენ, ვინაიდან გამოჩნდა შენი სამართალნი.“
ესაია 10:22
ზღვის ქვიშასავითაც რომ იყოს შენი ხალხი, ისრაელ, მხოლოდ მისი ნატამალი მიუბრუნდება. გადაწყვეტილია, რომ უნდა განადგურდეს, სამართლიანობით უნდა წაილეკოს.
იოანეს 16:8
და როცა მოვა იგი, ამხელს წუთისოფელს ცოდვის, სიმართლისა და განკითხვის გამო.
ოანეს 16:10
სიმართლის გამო, მამასთან რომ მივდივარ და ვეღარ მიხილავთ;
საქმეები 24:25
პავლემ სამართლიანობაზე, თავშეკავებასა და მომავალ განკითხვაზე ილაპარაკა, ამიტომ ფელიქსი შეშინდა და უთხრა: „ახლა წადი და როცა მოვიცლი, დაგიძახებ.“
იაკობის 1:20
რადგან ადამიანის რისხვა არ ქმნის ღვთის სიმართლეს.