ღმერთი საუბრობს ზეციდან ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 20:22
უთხრა უფალმა მოსეს: „ასე უთხარი ისრაელის შვილებს: დაინახეთ, რომ გელაპარაკებოდით ზეციდან.

მეორე რჯული 4:36
ციდან მოგასმენინა თავისი ხმა, რათა განესწავლე და მიწაზე გახილვინა თავისი დიადი ცეცხლი და შუაგულ ცეცხლიდან ისმინე მისი სიტყვები.

ნეემია 9:13
სინაის მთაზე დაეშვი და ზეციდან ელაპარაკე მათ; სამართლიანი დადგენილებანი და ჭეშმარიტი რჯული, წესები და კეთილი მცნებანი დაუდგინე.

ფსალმუნები 75:8
ციდან გვაუწყე სამართალი, შეშინდა დედამიწა და გაირინდა;

დანიელი 4:31
ჯერ კიდევ პირზე ჰქონდა მეფეს ეს სიტყვა, რომ ხმა ჩამოესმა ზეციდან: „შენ გეუბნებიან, მეფე ნაბუქოდონოსორ, გამოგეცალა სამეფო!

მარკოზის 1:11
ხმა გაისმა ციდან: „შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე.“

ლუკას 3:22
და გადმოვიდა მასზე სულიწმიდა სხეულებრივად, როგორც მტრედი და გაისმა ხმა ზეცით: „შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მოვიწონე მე.“

იოანე 12:28
მამაო, განადიდე შენი სახელი! და მოვიდა ზეციდან ხმა: „განვადიდე და კვლავაც განვადიდებ.“

2 პეტრეს 1:18
და ჩვენ თვითონ გავიგონეთ ზეციდან ჩამოსული ეს ხმა, როცა მასთან ერთად ვიყავით წმიდა მთაზე.

გამოცხადება 14:2
გავიგონე ხმა ზეციდან, როგორც მრავალი წყლის ხმა, და როგორც ძლიერი ქუხილის ხმა; და ხმა, რომელიც გავიგონე, ჰგავდა მექნარეთა ხმას, ქნარზე რომ უკრავენ.

გამოცხადება 12:10
და გავიგონე დიდი ხმა, ცაში რომ ლაპარაკობდა: „დადგა ჩვენი ღვთის ხსნა, ძალა და მეფობა და მისი ქრისტეს ხელმწიფება, ვინაიდან გადმოგდებულ იქნა ჩვენი ძმების ცილისმწამებელი, ცილს რომ სწამებდა მათ დღე და ღამე ჩვენი ღმერთის წინაშე;

საქმეები 11:9
მეორედ მომიგო ხმამ ციდან: რაც ღმერთმა განწმიდა, ნუ მიიჩნევ უწმინდურად.

გამოცხადება 11:12
და გაიგონეს დიდი ხმა ზეციდან, რომელმაც თქვა: „ამოდით აქ.“ და ისინიც ღრუბლით ავიდნენ ზეცას, მათი მტრები კი შეჰყურებდნენ.

გამოცხადება 18:4
გავიგონე სხვა ხმა ციდან, რომელიც ამბობდა: „გამოერიდე მას, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიარო მის ცოდვებს და არ გეწიოთ მისი წყლულებისგან.

გამოცხადება 14:13
და გავიგონე ხმა ციდან, რომელიც მეუბნებოდა: „დაწერე: ნეტარ არიან მკვდარნი, რომელნიც ამიერიდან უფალში იხოცებიან. დიახ, ამბობს სული, რათა განისვენონ თავიანთი შრომისგან; და მათი საქმეები თან წაჰყვება მათ.“

გამოცხადება 11:15
მეშვიდე ანგელოზმა ჩაჰბერა და გაისმა ცაში დიდი ხმები, რომლებიც ამბობდნენ: „ქვეყნიერების სამეფო გახდა ჩვენი უფლისა და მისი ქრისტესი, და იმეფებს იგი უკუნითი უკუნისამდე.“

დაბადება 21:17
ისმინა ღმერთმა ყრმის ხმა; ციდან დაუძახა ღმერთის ანგელოზმა ჰაგარს და ჰკითხა: „რა დაგემართა, ჰაგარ? ნუ გეშინია, რადგან ისმინა ღმერთმა ყრმის ხმა იქ, სადაც იმყოფება.

დაბადება 22:11
მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და დაუძახა: „აბრაამ, აბრაამ!“ უპასუხა: „აქა ვარ!“

ებრაელტა 12:25
ფრთხილად! ნუ უარყოფთ მეტყველს, რადგან, თუკი ისინი ვერ გადარჩნენ, რომელთაც არ უსმინეს მიწიერ გამაფრთხილებელს, მით უფრო ჩვენ, თუ ზურგს ვაქცევთ ზეციერს,

Close
Close